ავტორი:

"ჩვენ ეს არ უნდა გავატაროთ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რომელიც შეაჩერებს იმას, რაც მოხდა ბუჩაში... პასუხი უნდა აგონ" - ემანუელ მაკრონი

"ჩვენ ეს არ უნდა გავატაროთ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რომელიც შეაჩერებს იმას, რაც მოხდა ბუჩაში...  პასუხი უნდა აგონ" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისი სურვილია მიმდინარე კვირას ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული ბლოკადა ნახოს. ამის შესახებ მაკრონმა რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულის ფაქტების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

ფრანგულ მედიასთან საუბარში მაკრონმა აღნიშნა, რომ ძალიან ცხადი ნიშნებია იმის, რომ რუსეთმა ომის დანაშაული ჩაიდინა ბუჩაში.

"ფაქტობრივად დადგენილია, რომ სწორედ რუსეთის ჯარია მომხდარზე პასუხისმგებელი. ჩვენ ეს არ უნდა გავატაროთ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რომელიც შეაჩერებს იმას, რაც მოხდა ბუჩაში და რაც ხდება მარიუპოლში. მათ, ვინც ამ დანაშაულის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ.

ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომელსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ის ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს შემდგომ სანქციებს.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას ბუჩაში მომხდარის გამოძიებაში.