ავტორი:

"რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში, მოკლული ადამიანების დუმილი... შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით" - ზელენსკის მიმართვა “გრემის“ ცერემონიალის მონაწილეებს

"რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში, მოკლული ადამიანების დუმილი... შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით" - ზელენსკის მიმართვა “გრემის“ ცერემონიალის მონაწილეებს

ლას-ვეგასში, "გრემის“ დაჯილდოების 64-ე ცერემონიალზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვა წარადგინეს, სადაც ის მაყურებელსა და დამსწრეებს მოუწოდებს, უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით მხარი დაუჭირონ.

"მოყევით ჩვენი ამბავი, თქვით სიმართლე ომის შესახებ სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში, მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად. ნებისმიერი გზით. მაგრამ არა დუმილით და მაშინ მშვიდობა მოვა... რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში, მოკლული ადამიანების დუმილი... შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ჩვენი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის, ჟღერადობისთვის, მაგრამ რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში. დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების დუმილი. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა და 153 ბავშვი დაიღუპა. ომი არ გვაძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. ისინი უმღერიან დაჭრილებს. საავადმყოფოებში,“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან უკრაინის განადგურებულ ქალაქებზეც ისაუბრა.

"ჩვენს ქალაქებს ომი ანგრევს. ჩერნიგოვი, ხარკოვი, ვოლნოვახა, მარიუპოლი და სხვა. ისინი უკვე ლეგენდები არიან. ვოცნებობ, მათ იცხოვრონ და იყვნენ თავისუფლები, როგორც თქვენ ხართ "გრემის“ სცენაზე“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მის გამოსვლას მოჰყვა პერფორმანსი, რომელსაც უძღვებოდნენ მომღერალი ჯონ ლეჯენდი და მისი სიმღერის, "თავისუფალი“ რამდენიმე უკრაინელი შემსრულებელი.

ასევე იხილეთ: