შოკირებული ვართ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული სისასტიკით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ “ტვიტერში“ წერს,
მისი თქმით, უკრაინაში დაღუპული ადამიანების პატივისცემის ნიშნად, მოლდოვაში 4 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.
"მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშაულებს, ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს. მოლდოვა უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, ხვალინდელ დღეს გლოვის დღედ აცხადებს",- წერს მაია სანდუ.