მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ოკუპანტები უკრაინაში ყოველ 6 საათში 1 ბავშვს კლავენ" - ლუდმილა დენისოვა
"რუსი ოკუპანტები უკრაინაში ყოველ 6 საათში 1 ბავშვს კლავენ" - ლუდმილა დენისოვა

"ყო­ველ 6 სა­ათ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში 1 ბავ­შვს კლა­ვენ, ყო­ველ სამ სა­ათ­ში ერთხელ კი ერთი პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნე­ლის ტრავ­მი­რე­ბას ახ­დე­ნენ", - ამის შე­სა­ხებ უმაღ­ლე­სი რა­დას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სარ­მა ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

დე­ნი­სო­ვას თქმით, დამ­პყრობ­ლე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ბომბვის შე­დე­გად და­ზი­ან­და 869 სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მათ­გან 83 მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი არ­ღვევს ბავ­შვთა ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს - სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ბავ­შვის­თვის გა­ე­როს ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ით.

„მივ­მარ­თავ გა­ე­როს კო­მი­სი­ას გა­მო­ი­ძი­ოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო შეჭ­რი­სას და ეუ­თოს მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­ბა­მი­სად და­არ­სე­ბულ ექ­სპერტთა მი­სი­ას, მო­წო­დე­ბით, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და რუ­სე­თისს მიერ უკ­რა­ი­ნა­ში კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ეს ფაქ­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა დე­ნი­სო­ვამ.

უკ­რი­ა­ნუ­ლი მხა­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­დას­ხმებს 158 ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 250 ბავ­შვზე მეტი კი და­შავ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"რუსი ოკუპანტები უკრაინაში ყოველ 6 საათში 1 ბავშვს კლავენ" - ლუდმილა დენისოვა

"რუსი ოკუპანტები უკრაინაში ყოველ 6 საათში 1 ბავშვს კლავენ" - ლუდმილა დენისოვა

"ყოველ 6 საათში რუსი ოკუპანტები უკრაინაში 1 ბავშვს კლავენ, ყოველ სამ საათში ერთხელ კი ერთი პატარა უკრაინელის ტრავმირებას ახდენენ", - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

დენისოვას თქმით, დამპყრობლების უკრაინაში შეჭრისა და მიზანმიმართული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეთი ქმედებები არღვევს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით.

„მივმართავ გაეროს კომისიას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის შესაბამისად დაარსებულ ექსპერტთა მისიას, მოწოდებით, გაითვალისწინოს ომის დანაშაულებისა და რუსეთისს მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეს ფაქტები“, - აღნიშნა დენისოვამ.

უკრიანული მხარის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა.