სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგამოძიებო სამსახურის მიერ წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის ვებ-გვერდიდან 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ინფორმაცია" - ლონდა თოლორაია
"საგამოძიებო სამსახურის მიერ წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის ვებ-გვერდიდან 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ინფორმაცია" - ლონდა თოლორაია

ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დი­დან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ან­გა­რი­შე­ბი და სხვა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია წა­შა­ლა.

ამის შე­სა­ხებ თო­ლო­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ქმე­დე­ბა არის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იმ სამ­სა­ხუ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის მიერ იყო შექ­მნი­ლი, ასე­ვე მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ.

"სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დი­დან - https://sis.gov.ge/ka/ (რო­მე­ლიც შექ­მნი­ლი მხო­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის იყო) წა­შა­ლა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია: სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ან­გა­რი­შე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, კვლე­ვე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი (მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რე­ბი). გე­გო­ნე­ბა, ვებ-გვერდს მტრის ურ­დომ გა­და­უ­ა­რა.

ამ დროს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი დღემ­დე გვიმ­ტკი­ცებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი არ გა­უ­უქ­მე­ბია, იგი მხო­ლოდ გარ­დაქ­მნა. მე არ მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, როცა ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა წა­შა­ლა წინა ხელ­მძღვა­ნე­ლის დროს სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჩემს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას შე­ვეჩ­ვიე, მაგ­რამ ეს არის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იმ სამ­სა­ხუ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის მიერ იყო შექ­მნი­ლი; სამ­სა­ხუ­რის იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც იყო ასა­ხუ­ლი ამ ვებ-გვერ­დზე და იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სამ­სა­ხურს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მე­ქა­ნიზ­მი ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2019 წელს შექ­მნა და არა 2022 წელს (რო­გორც ესა წარ­მო­ჩე­ნი­ლია ამ ვებ-გვერ­დზე).

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წაშ­ლით, ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის ეს სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი მა­ინც არ წა­იშ­ლე­ბა, მაგ­რამ თქვენ შე­გეძ­ლოთ მე­ტად ღირ­სე­უ­ლად და­გე­წყოთ ამ უწყე­ბის გა­და­ბა­რე­ბაც და მარ­თვაც. გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ იმ კომ­პლექ­სე­ბის გამო, რო­მელ­საც შე­უ­პყრი­ხართ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ყე­ნებ საქ­მის კურ­სში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც ეს ვებ-გვერ­დი შე­იქ­მნა და რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ ვებგ­ვერ­დზე“,- წერს ლონ­და თო­ლო­რა­ია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
0

გოგონა, ჯერ ახალგაზრდა ხარ, შეეშვი მიშასთანა არაკაცებს, წინ იარე ალალად და უფრო დიდიც გახდები (კეთილი სურვილებით)

ბებო
0

ამ ასაკში უკვე ჩემსავით ბებრულად გამოიყურები (და აზროვნებ), რათა შვილო, რათა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"საგამოძიებო სამსახურის მიერ წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის ვებ-გვერდიდან 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ინფორმაცია" - ლონდა თოლორაია

"საგამოძიებო სამსახურის მიერ წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის ვებ-გვერდიდან 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ინფორმაცია" - ლონდა თოლორაია

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები და სხვა ყველა ინფორმაცია წაშალა.

ამის შესახებ თოლორაია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, ასევე მისი თანამშრომლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან - https://sis.gov.ge/ka/ (რომელიც შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო) წაშალა ყველა ინფორმაცია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები). გეგონება, ვებ-გვერდს მტრის ურდომ გადაუარა.

ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი; სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებ-გვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებ-გვერდზე).

სპეციალური საგამოძიებო სამსახური - ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ.

აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებ-გვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე“,- წერს ლონდა თოლორაია.