ავტორი:

საქართველოში "ფაიზერით" აცრა შეჩერდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

საქართველოში "ფაიზერით" აცრა შეჩერდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა არ აქვთ.

ამ დროისთვის საიტზე მხოლოდ "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინა არის ხელმისაწვდომი.

აღნიშნულის მიზეზია ის, რომ "ფაიზერის" ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, "ფაიზერის“ ვადაგასული დოზების ამოღება ახლა მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ახალ დოზებს, როგორც დაანონსებული იყო, ახალი დოზები მარტის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა ახალი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.