პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვალთმაქცი ნაძირალა" - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს
"თვალთმაქცი ნაძირალა" - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

ჯიმ ქე­რის მიერ უილ სმი­ტის შე­სა­ხებ ბოლო დღე­ებ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ კრი­ტი­კას ის მოჰ­ყვა, რომ 60 წლის კო­მი­კოსს ახლა თა­ვად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ძა­ლა­დო­ბა­ში, კერ­ძოდ კი - სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში.

სა­უ­ბა­რია 1997 წელს MTV Movie Awards-ზე მომ­ხდარ ფაქ­ტზე. ქე­რის 19 წლის მსა­ხი­ო­ბის ალი­სია ლის­ვერ­სტო­უნს ნებრთვის გა­რე­შე კოც­ნის გამო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. როცა ალი­სია ჯიმ ქე­რის კო­მი­კუ­რი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის ჯილ­დოს გა­დას­ცემ­და, მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტუ­ჩებ­ში აკო­ცა გო­გო­ნას. მსა­ხი­ო­ბი იმ დრო­ის­თვის 35 წლის იყო.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ვი­დე­ოს, კი­დევ მე­ო­რე ფოტო მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ამა­ვე და­ჯილ­დო­ე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამა­ვე სა­ღა­მოს, ჯიმ ქე­რის უილ სმი­ტის­თვი­საც უც­დია კოც­ნა, თუმ­ცა სმიტ­მა მო­ი­შო­რა ის.

ონ­ლა­ინ კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ჯიმ ქე­რის ალი­სი­ა­სა და სმიტ­ზე ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯიმ ქე­რის კო­მენ­ტარს მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც მან უილ სმი­ტის ოს­კა­რებ­ზე ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელს "ავად­მყო­ფუ­რი" უწო­და. სმი­ტის გაკ­რი­ტი­კე­ბის გამო მას კრი­ტი­კო­სებ­მა "თვალ­თმაქ­ცი ნა­ძი­რა­ლა" უწო­დეს, როცა თა­ვად სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და 19 წლის გო­გო­ნა­ზე, თა­ნაც საქ­ვეყ­ნოდ.

ჯიმ ქე­რის ონ­ლა­ინ კრი­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, მსა­ხი­ო­ბის გან­ცხა­დე­ბაც გავ­რცელ­და. მსა­ხი­ო­ბი მისი ახა­ლი ფილ­მის, Sonic the Hedgehog 2-ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ო­და, როცა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას შე­წყვეტს და რომ ეს მისი ბოლო ფილ­მი იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის მთლად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ჩანს, რად­გან დას­ძი­ნა, რომ თუ ან­გე­ლო­ზე­ბის ოქ­როს მელ­ნით და­წე­რილ სი­უ­ჟეტს და­უ­დე­ბენ და იგ­რძნობს, რომ ეს ფილ­მი ადა­მი­ა­ნე­ბის­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბას კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბო­და.

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

წყა­რო: thesun

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართლელი
1

,,ონლაინ კრიტიკოსები" დაამკვიდრეს ახალი ტერმინი :)) ჩვენთან მაგათ კლავიატურის ვირთხებს ვეძახით

უტრუხუნე
0

-აკოცა! აკოცა! აკოცა!

-აკოცა? აკოცა?

-კინაღამ აკოცა.🤣🤣🤣🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"თვალთმაქცი ნაძირალა" - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

"თვალთმაქცი ნაძირალა" - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

ჯიმ ქერის მიერ უილ სმიტის შესახებ ბოლო დღეებში გაჟღერებულ კრიტიკას ის მოჰყვა, რომ 60 წლის კომიკოსს ახლა თავად ადანაშაულებენ ძალადობაში, კერძოდ კი - სექსუალურ ძალადობაში.

საუბარია 1997 წელს MTV Movie Awards-ზე მომხდარ ფაქტზე. ქერის 19 წლის მსახიობის ალისია ლისვერსტოუნს ნებრთვის გარეშე კოცნის გამო სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. როცა ალისია ჯიმ ქერის კომიკური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოს გადასცემდა, მან მოულოდნელად ტუჩებში აკოცა გოგონას. მსახიობი იმ დროისთვის 35 წლის იყო.

<iframe src="//content.jwplatform.com/players/b1nYMmkB-XLzx33eA.html" width="480" height="270" frameborder="0" scrolling="auto"></iframe>

ინტერნეტში გავრცელებულ ამ ვიდეოს, კიდევ მეორე ფოტო მოჰყვა, რომელიც ამავე დაჯილდოებაზეა გადაღებული. ამავე საღამოს, ჯიმ ქერის უილ სმიტისთვისაც უცდია კოცნა, თუმცა სმიტმა მოიშორა ის.

ონლაინ კრიტიკოსების აზრით, ჯიმ ქერის ალისიასა და სმიტზე ძალადობის მცდელობისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს.

ეს ყველაფერი ჯიმ ქერის კომენტარს მოჰყვა, რომელშიც მან უილ სმიტის ოსკარებზე ჩადენილ საქციელს "ავადმყოფური" უწოდა. სმიტის გაკრიტიკების გამო მას კრიტიკოსებმა "თვალთმაქცი ნაძირალა" უწოდეს, როცა თავად სექსუალურად იძალადა 19 წლის გოგონაზე, თანაც საქვეყნოდ.

ჯიმ ქერის ონლაინ კრიტიკის პარალელურად, მსახიობის განცხადებაც გავრცელდა. მსახიობი მისი ახალი ფილმის, Sonic the Hedgehog 2-ის პოპულარიზაციას ეწეოდა, როცა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სამსახიობო კარიერას შეწყვეტს და რომ ეს მისი ბოლო ფილმი იქნება. მიუხედავად ამისა, ის მთლად დარწმუნებული არ ჩანს, რადგან დასძინა, რომ თუ ანგელოზების ოქროს მელნით დაწერილ სიუჟეტს დაუდებენ და იგრძნობს, რომ ეს ფილმი ადამიანებისვის მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში მსახიობობას კვლავ დაუბრუნდებოდა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წყარო: thesun