საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია" - ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებზე ალაპარაკდა, რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი?
"მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია" - ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებზე ალაპარაკდა, რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი?

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე ინ­ვეს­ტორს ინ­ტე­რე­სი აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც და­ვი­თაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში პორ­ტე­ბის კვლე­ვა ჩა­ტარ­და, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა შე­მუ­შავ­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლო­ოდ, ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

“ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი პორ­ტე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს - თვე­ნა­ხევ­რის წინ ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლის გახ­სნის მომსწრე­ნი ვი­ყა­ვით. ჩვენ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის აშე­ნე­ბა.

ყვე­ლა პორ­ტი, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა, უფრო მა­ღალ სიღ­რმე­ებ­ზე და მეტი ტვირ­თამ­წე­ო­ბის გე­მებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ დი­დია. რამ­დე­ნი­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს­თან ამა­ზე სა­უბ­რობს. დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ ჰო­ლან­დი­ურ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლა, რად­გან ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სა­ერ­თო სუ­რა­თი დაგ­ვე­ნა­ხა და არ გვქონ­და მხო­ლოდ ერთ პორტზე აქ­ცენ­ტი. დღეს ეს კვლე­ვე­ბი არ­სე­ბობს, არის გარ­კვე­უ­ლი მიგ­ნე­ბე­ბი, ჩვენ­თვის დას­კვნე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი. ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბის წინა დღე­ებ­ში მი­ვი­ღეთ ეს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. ამის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ვამ­ზა­დეთ პროგ­რა­მა, რო­გორ უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ ანაკ­ლია. ეს რამ­დე­ნი­მე ელე­მენტს მო­ი­ცავს, მათ შო­რის არის სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხი, რო­მელ­შიც ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი უნდა წარ­ვად­გი­ნოთ სა­კონ­სულ­ტა­ციო იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად. სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ ამ პრო­ექტს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სავარაუდოდ დოქებს, ანბანის კოშკს და ველოსიპედს აჯობოს უნდა ! ჯერ ფოთში გეზთან დაასრულეთ ჩრდილოეთის პორტი , მერე ბიზნეს სამართლებრივი გარემო მიიყვანეთ დასავლურთან შესატყვისობაში , კარტელები და მონოპოლიები, ოლოგოპოლიები დაშალეთ , სახელმწიფო მონოპოლისტური სტრუქტურები და სსიპ , მაკონტროლებელ სამართალდამცავები ჭკუაზე მოიყვანეთ და მერე აშენეთ ანაკლია ! 

გიორგი
0

ავაშენოთ და გავაერთიანოთ საქართველო , სოჭის ჩათვლით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია" - ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებზე ალაპარაკდა, რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი?

"მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია" - ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებზე ალაპარაკდა, რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ინვესტორს ინტერესი აქვს გამოცხადებული.

როგორც დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოში პორტების კვლევა ჩატარდა, რის საფუძველზეც ანაკლიის განვითარების პროგრამა შემუშავდა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ეს პროექტი განხორციელდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს - თვენახევრის წინ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

ყველა პორტი, რომელიც კეთდება, უფრო მაღალ სიღრმეებზე და მეტი ტვირთამწეობის გემებზეა გათვლილი. ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის დასკვნებია გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ეს კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენი პოზიციები უნდა წარვადგინოთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.