Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ჯარისკაცები, რადიაციის გამო, ავად გახდნენ და ჩერნობილიდან გაიქცნენ... ისინი პანიკაში იყვნენ“ - რას წერს The Times
"რუსი ჯარისკაცები, რადიაციის გამო, ავად გახდნენ და ჩერნობილიდან გაიქცნენ... ისინი პანიკაში იყვნენ“ - რას წერს The Times

"რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რა­დი­ა­ცი­ის გამო, ავად გახ­დნენ და ჩერ­ნო­ბი­ლი­დან გა­იქ­ცნენ“, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა The Times.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სუ­ლი ჯარი ჩერ­ნო­ბი­ლი­დან გა­ვი­და და კონ­ტრო­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უბ­რუ­ნა მას შემ­დეგ, რაც ჯა­რის­კა­ცე­ბი მწვა­ვე რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის შე­დე­გად და­ა­ვად­დნენ. რა­დი­ა­ცია კი მა­შინ მი­ი­ღეს, როცა და­ბინ­ძუ­რე­ბულ ნი­ა­დაგ­ში სან­გრებს თხრიდ­ნენ.

  • უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ბირ­თვუ­ლი კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ჯა­რის­კა­ცებ­მა მი­ი­ღეს "რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დოზა“ მას შემ­დეგ, რაც სან­გრე­ბი ე.წ. წი­თელ ტყე­ში გა­თხა­რეს.

ეს არის უაღ­რე­სად ტოქ­სი­კუ­რი ზონა უფუნ­ქციო ატო­მუ­რი სად­გუ­რის მახ­ლობ­ლად. მა­თი­ვე ცნო­ბით, ავად­მყო­ფო­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბის შემ­დეგ ჯა­რის­კა­ცე­ბი პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ.

აღ­ნიშ­ნულ ად­გილს "წი­თე­ლი ტყე" მას შემ­დეგ და­არ­ქვეს, რაც ათო­ბით კვად­რა­ტულ მეტრზე ფიჭ­ვის ხე­ე­ბი, რა­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად, წი­თე­ლი გახ­და.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჩერ­ნო­ბი­ლი­დან ბე­ლა­რუ­სის­კენ ორ ნა­კა­დად და­იძ­რნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მათ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და­ტყვე­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი თან წა­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

ავად გახდნენ? რაღაც გაუგებარია

*
15

ნუ აქვეყნებთ ასეთ გადაუმოწმებელ და უაზრო პოსტებს. მერე ვიღაც ტვინგაცხელებულებს ომი თამაში ჰგონიათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"რუსი ჯარისკაცები, რადიაციის გამო, ავად გახდნენ და ჩერნობილიდან გაიქცნენ... ისინი პანიკაში იყვნენ“ - რას წერს The Times

"რუსი ჯარისკაცები, რადიაციის გამო, ავად გახდნენ და ჩერნობილიდან გაიქცნენ... ისინი პანიკაში იყვნენ“ - რას წერს The Times

"რუსი ჯარისკაცები, რადიაციის გამო, ავად გახდნენ და ჩერნობილიდან გაიქცნენ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Times.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარი ჩერნობილიდან გავიდა და კონტროლი უკრაინის ხელისუფლებას დაუბრუნა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები მწვავე რადიაციული დასხივების შედეგად დაავადდნენ. რადიაცია კი მაშინ მიიღეს, როცა დაბინძურებულ ნიადაგში სანგრებს თხრიდნენ.

  • უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის ცნობით, ჯარისკაცებმა მიიღეს "რადიაციული დასხივების მნიშვნელოვანი დოზა“ მას შემდეგ, რაც სანგრები ე.წ. წითელ ტყეში გათხარეს.

ეს არის უაღრესად ტოქსიკური ზონა უფუნქციო ატომური სადგურის მახლობლად. მათივე ცნობით, ავადმყოფობის პირველი ნიშნების შემდეგ ჯარისკაცები პანიკაში იყვნენ.

აღნიშნულ ადგილს "წითელი ტყე" მას შემდეგ დაარქვეს, რაც ათობით კვადრატულ მეტრზე ფიჭვის ხეები, რადიაციის შედეგად, წითელი გახდა.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დადასტურებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ჩერნობილიდან ბელარუსისკენ ორ ნაკადად დაიძრნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ დაუზუსტებელი რაოდენობის დატყვევებული უკრაინელი სამხედროები თან წაიყვანეს.