ავტორი:

"შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ..." - მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე

"შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ..." - მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე

ჩვენ ასე ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, - ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სამძიმარზე ხელისუფლების წარმომადგენლების არყოფნას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველო მოხალისეებს უკრაინაში ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო ვერ უშვებს.

"როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ა.შ მოხალისეებთან დაკავშირებით წინააღმდეგობას აცხადებს, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები, რაიმე მათი მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად იმ ფონზე, როდესაც მოხალისეებთან დაკავშირებით აშშ, ბრიტანეთი, ნატო-ს ქვეყნები და მათ შორის, მათთან ერთად საქართველოც იგივე პოზიციას აფიქსირებს და ახმოვანებს, რომ ჩვენ ვერ ვუშვებთ მოხალისეებს ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო. ამ დროს კი ჩვენ უნდა დავფიქსირდეთ თუ არა იქ [სამძიმარზე] თუ უბრალოდ შემოვიფარგლოთ იმით რასაც ვაკეთებთ?! აქვე გულწრფელ სამძიმარს გამოვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და არა მოჩვენებითს როგორც ზოგიერთები. ასევე, მეორე საკითხია ის, რაც არის ერთის მხრივ პროტოკოლური და მეორე მხრივ კი უხერხული. რაც შეეხება იმას, არის თუ არა წამახალისებელი ეფექტის მატარებელი, ამაზე დავა შეიძლება. დეპუტატები იყვნენ წინა შემთხვევაში. ჩვენ ასე ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი“, - განაცხადა მდინარაძემ.