მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც აქამდე რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელი იყო, ახლა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინს აკრიტიკებს და მის ბოლოდროინდელ ქმედებებს გმობს.
პუტინის ნაბიჯებს დეპარდიე "გიჟურსა და მიუღებელს“ უწოდებს.
"რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მათი ლიდერების გიჟურ და მიუღებელ ნაბიჯებზე, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი. უკრაინა და რუსეთი ყოველთვის მოძმე ქვეყნები იქნებიან. შეაჩერეთ ომი და მოილაპარაკეთ“, - თქვა კინოვარსკვლავმა "ესოშიეითიდ პრესთან."
ცნობისთვის, 2013 წელს დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და სამშობლოში გადასახადების გაძვირება გააპროტესტა.