ავტორი:

"ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის ავიადარტყმის შედეგად გაჩნდა" - რას წერს ბელგოროდის გუბერნატორი

"ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის ავიადარტყმის შედეგად გაჩნდა" - რას წერს ბელგოროდის გუბერნატორი

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.

როგორც გლადკოვი წერს, ნავთობტერმინალი უკრაინულმა ვერტმფრენებმა დაბომბეს.

"ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის ავიადარტყმის შედეგად გაჩნდა. მსხვერპლი არ არის", - წერს რეგიონის გუბერნატორი.

საკითხთან დაკავშირებით უკრაინაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნახეთ ვიდეო: