კიევის ირგვლივ სიტუაცია, როგორც ჩანს, უმჯობესდება, - ინფორმაციას BBC Russian-ი კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მიკოლა ჟირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანიები და სერვისები ქალაქში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
"დღემ კიევში მშვიდად ჩაიარა", - განაცხადა ჟირნოვმა.
ამასთან, BBC იუწყება, რომ დედაქალაქის შემოგარენში ბრძოლები ისევ გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხუთშაბათს დაბომბეს ქალაქები ირპენი და მაკარივი, ხოლო ბრძოლები ასევე დაფიქსირდა ჰოსტომელისა და ბროვარის გარეუბნებში.