ავტორი:

"აფხაზები აქეთ-იქით ყურებას დაიწყებენ - ქართულ პასპორტებზე მოთხოვნა გაიზრდება" - კონფლიქტოლოგი

"აფხაზები აქეთ-იქით ყურებას დაიწყებენ - ქართულ პასპორტებზე მოთხოვნა გაიზრდება" - კონფლიქტოლოგი

ქართულ პასპორტებზე მოთხოვნა გაიზრდება. ბოლო ერთი თვეა, საკმოდ ბევრი აფხაზი გამოჩნდა, ვინც ქართული პასპორტების აღება მოინდომა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

როგორც გიორგი კანაშვილმა აღნიშნა, მცირე საკითხებმა გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.

"აფხაზები აქეთ-იქით ყურებას დაუწყებენ, საერთოდ, ამათ აქეთ-იქით ყურება ყოველთვის უყვარდათ და რუსებს ამიტომაც, დიდად არ უყვართ აფხაზები, ოსებისგან განსხვავებით. ენგურზე ვაჭრობა, რასაც დღეს ჩრდილოვანი სახე აქვს, სავარაუდოდ, უფრო ინტენსიური გახდება. ამის ფონზე, მეტად უნდა შევუშვათ საერთაშორისო ორგანიზაციები.

ქართულ პასპორტებზე მოთხოვნა გაიზრდება. ბოლო ერთი თვეა, საკმოდ ბევრი აფხაზი გამოჩნდა, ვინც ქართული პასპორტების აღება მოინდომა. რუსეთის პასპორტი ახლა პრობლემური გახდა, გადაადგილების თვალსაზრისით. რაღაც ძვრები არის. ასეთი პატარ-პატარა საკითხები, რომლებიც გრძელვადიანში შეიძლება სულაც არ იყოს პატარა და მნიშვნელოვნად მოქმედებდეს უფრო მეტად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ვიდრე ქართულ-ოსურზე, სრულიად შესაძლებელია ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები" - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.