მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება... ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია" - გოგლა ჟვანია
"საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება... ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია" - გოგლა ჟვანია

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი გოგ­ლა ჟვა­ნია ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც "სამ­ხრეთ ოსე­თის" რუ­სეთ­ზე მი­ერ­თე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ის წერს, ქვე­ყა­ნა ამ დღე­ში "ქო­ცურ­მა პრო­პა­გან­დამ" ჩა­აგ­დო.

"სა­ო­ცარ დღე­ში ჩა­აგ­დო ქო­ცურ­მა პრო­პა­გან­დამ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა!

რუ­სეთ­მა დღეს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ე.წ. "სამ­ხრეთ ოსე­თის" სა­ბო­ლოო მი­ერ­თე­ბას აპი­რებს!!!

და ამ დროს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მთა­ვა­რი სა­ლან­ძღა­ვი თემა ზე­ლენ­სკი და მისი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა ყო­ფი­ლა!!! ღმერ­თო შენ უშ­ვე­ლე ამ ქვე­ყა­ნას!!!" - წერს ჟვა­ნია.

ცნო­ბის­თვის, ბი­ბი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა" ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა. მისი მი­მარ­თვა რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ეძი­ნა­ია რა­სი­ას“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ოსე­თის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა“.

"ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო! სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მთე­ლი მსოფ­ლიო ახლა გარ­დამ­ტეხ მო­მენტს გა­ნიც­დის. რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო დღეს იცავს მათ ინ­ტე­რე­სებს, ვინც მისი ერ­თგუ­ლია, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­ციზმს, პა­ტივს სცემს უნი­ვერ­სა­ლურ ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და ნორ­მებს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლია მთელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს პირ­ვე­ლი აღორ­ძი­ნე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც მოხ­და სწო­რედ აქ, სამ­ხრეთ ოსეთ­ში 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა გა­და­წყვი­ტა და­ეც­ვა ოსი ხალ­ხი და ეღი­ა­რე­ბი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რის­თვი­საც ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ხალ­ხის

მად­ლო­ბა, ძმე­ბო და დებო. ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

თუმ­ცა, ოსი ხალ­ხის - გა­ყო­ფი­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ერთი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა. ეს სა­ხელ­მწი­ფო არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ჩვენ­მა ხალ­ხმა არა­ერ­თხელ და­ი­სა­ხა ეს მი­ზა­ნი, ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2014 წელს აგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა, როცა ყი­რი­მი მშობ­ლი­ურ ნავ­სად­გურს და­უბ­რუნ­და. მა­შინ ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით ჩვე­ნი შან­სი, მაგ­რამ ამის გა­მე­ო­რე­ბას ვერ და­ვუშ­ვებთ.

ვფიქ­რობ, რუ­სეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი, ჩვე­ნი გზა და ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი. ჩვენ ამ გზით ვივ­ლით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­დავ­დგამთ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა იქ­ნე­ბა მისი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს - რუ­სე­თის ნა­წი­ლი“, - წე­რია ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
0

ეს სად იყო აქამდე დამალული? უეაჭველად რაღაცა პირადი ინტერესები ვერ დაიკმაყოფილა ბიძინასგან და ეხლა შეცვალა პლასტინკა.

სურენა
0

ამას ლაპარაკი ცოდნია)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება... ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია" - გოგლა ჟვანია

"საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება... ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია" - გოგლა ჟვანია

ყოფილი დეპუტატი გოგლა ჟვანია ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც "სამხრეთ ოსეთის" რუსეთზე მიერთებას ითვალისწინებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, ქვეყანა ამ დღეში "ქოცურმა პროპაგანდამ" ჩააგდო.

"საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება!

რუსეთმა დღეს გამოაცხადა, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" საბოლოო მიერთებას აპირებს!!!

და ამ დროს ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკი და მისი საკადრო პოლიტიკა ყოფილა!!! ღმერთო შენ უშველე ამ ქვეყანას!!!" - წერს ჟვანია.

ცნობისთვის, ბიბილოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" ისტორიული სამშობლოს რუსეთის შემადგენლობაში იქნება. მისი მიმართვა რუსეთის მმართველი პარტიის, "ეძინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში "სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

"ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში.

უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება ნიშნავს იმას, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, რაც მოხდა სწორედ აქ, სამხრეთ ოსეთში 2008 წელს, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის

მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის - გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა 2014 წელს აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

ვფიქრობ, რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა და ხალხის მოლოდინი. ჩვენ ამ გზით ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი“, - წერია ბიბილოვის განცხადებაში.