კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ინდაურის ხორცი განსაკუთრებულად სასარგებლო?
რატომ არის ინდაურის ხორცი განსაკუთრებულად სასარგებლო?

რა­ტომ არის ინ­და­უ­რის ხორ­ცი დღეს ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი?

ინ­და­უ­რის ხორ­ცი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი ხორ­ცია მსოფ­ლი­ო­ში. მის პო­პუ­ლა­რო­ბას ის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს, რაც მას სხვა ხორცთან შე­და­რე­ბით აქვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინ­და­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რით, მა­ინც ვერ ეწე­ვა სხვა ფრინ­ვე­ლე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის ხორცს. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­სა და მას­ში შე­მა­ვალ, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე მო­გიყ­ვეთ.

და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი და ცი­ლე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი საკ­ვე­ბი

ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორცთან შე­და­რე­ბით, უფრო და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია. თუმ­ცა, ფრინ­ვე­ლებს შო­რის, ქა­თამ­ზე ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ას ინ­და­უ­რი შე­ი­ცავს. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ერთ პორ­ცია უცხი­მო ხორ­ცში, სა­შუ­ა­ლოდ, 200 კა­ლო­რი­აა, ინ­და­უ­რის იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის უცხი­მო ხორ­ცში კი – 170. ამას­თან ერ­თად, მცი­რე ცხი­მი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც უხ­ვად შე­ი­ცავს ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს.

ინ­და­უ­რი ცი­ლის სა­უ­კე­თე­სო წყა­რო­ცაა. მისი შემ­ცვე­ლო­ბით ის ქათ­მის ხორცს უტოლ­დე­ბა. ცილა კი, კარ­გად ვი­ცით, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად და ძვლო­ვა­ნი, კუნ­თო­ვა­ნი თუ სხვა ქსო­ვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.

ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მი­ნე­რა­ლე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტი

ინ­და­უ­რის ხორ­ცი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ბევრ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას, სა­ჭი­რო ვი­ტა­მინ­სა და მი­ნე­რალს. ის გა­ჯე­რე­ბუ­ლია რკი­ნით, მაგ­ნი­უ­მით, ფოს­ფო­რით, კა­ლი­უ­მით, სე­ლე­ნით, თუ­თი­ით, ისე­თი ვი­ტა­მი­ნე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა PP, B6, B12 და ა.შ. ამი­ტომ, ინ­და­უ­რის ხორცს ბა­ლან­სი­რე­ბულ და ჯან­საღ კვე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს.

ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბა ის?

ინ­და­უ­რის ხორ­ცში შე­მა­ვა­ლი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა სე­ლე­ნი, რო­მელ­საც ინ­და­უ­რის ხორ­ცი უხ­ვად შე­ი­ცავს, ზო­გი­ერ­თი კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს ამ­ცი­რებს. ის, ასე­ვე, აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვით სის­ტე­მას. იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას ხელს თუ­თი­აც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს.

ამას­თან ერ­თად, გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რა სის­წრა­ფით იშ­ლე­ბა ესა თუ ის პრო­დუქ­ტი ორ­გა­ნიზ­მში და გარ­და­იქ­მნე­ბა გლუ­კო­ზად, ინ­და­უ­რის ხორცს საკ­მა­ოდ და­ბა­ლი აქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ მისი მი­ღე­ბა, შაქ­რის დო­ნეს სის­ხლში მკვეთ­რად არ ზრდის, ამი­ტომ, ის დი­ა­ბე­ტურ პრო­დუქ­ტა­დაც მი­იჩ­ნე­ვა.

ინ­და­უ­რის ხორ­ცში, სხვა ხორცთან შე­და­რე­ბით, ქო­ლეს­ტე­რი­ნიც ნაკ­ლე­ბია, რაც ხელს უშ­ლის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის არას­წორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ასე­ვე, ამ­ცი­რებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

არის თუ არა ინ­და­უ­რის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი უსაფრ­თხო?

ზო­გა­დად, დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ გა­და­მუ­შა­ვე­ბულ პრო­დუქ­ტებს ვე­რი­დოთ, რად­გან ისი­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ მა­რილ­სა და სხვა მავ­ნე და­ნა­მა­ტებს. თუმ­ცა, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ დღეს მათი დამ­ზა­დე­ბის ბევ­რად ჯან­სა­ღი მე­თო­დე­ბიც არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ეს­პა­ნუ­რი კომ­პა­ნია „ელ­პო­ზო“, წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხაზს ირ­ჩევს. ის პრო­დუქ­ტებს გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცის­გან ამ­ზა­დებს, რის გა­მოც ფარ­ში­რე­ბის პრო­ცე­სის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რი შემ­კვრე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა. „ელ­პო­ზოს“ პრო­დუქ­ცია არც გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­სა და გლუ­ტენს შე­ი­ცა­ვენ. ამას­თან ერ­თად, „ელ­პო­ზოს“ სა­კუ­თა­რი ფერ­მე­ბი და მინ­დვ­რე­ბი აქვს, სა­დაც თა­ვად­ვე მოჰ­ყავს ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის­თვის და­ნა­მა­ტე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი საკ­ვე­ბი – სი­მინ­დი და ქერი. მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი­სა და წარ­მო­ე­ბის ამ მე­თო­დის გამო ქმნის კომ­პა­ნია პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს და დიდი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობს ევ­რო­პა­ში.

„ელ­პო­ზოს“ ასორ­ტი­მენ­ტის დიდი ნა­წი­ლი ინ­და­უ­რის ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა. პრო­დუქ­ტებ­ში მისი გულ­მკერ­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც ფრინ­ვე­ლის ხორ­ცის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ნა­წი­ლია. კომ­პა­ნი­ას აქვს წარ­მო­ე­ბის დი­ა­ბე­ტუ­რი და დი­ე­ტუ­რი, ულაქ­ტო­ზო და უგ­ლუ­ტე­ნო და სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხა­ზე­ბი. „ელ­პო­ზოს“ პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ეს პრო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მათ „ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში შე­ი­ძენთ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რატომ არის ინდაურის ხორცი განსაკუთრებულად სასარგებლო?

რატომ არის ინდაურის ხორცი განსაკუთრებულად სასარგებლო?

რატომ არის ინდაურის ხორცი დღეს ასეთი პოპულარული?

ინდაურის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხორცია მსოფლიოში. მის პოპულარობას ის სასარგებლო თვისებები და უპირატესობები განსაზღვრავს, რაც მას სხვა ხორცთან შედარებით აქვს. მიუხედავად ამისა, ინდაური საქართველოში, მოხმარების სიხშირით, მაინც ვერ ეწევა სხვა ფრინველებისა და ცხოველების ხორცს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ პროდუქტის სარგებლიანობასა და მასში შემავალ, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებზე მოგიყვეთ.

დაბალკალორიული და ცილებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საკვები

ფრინველის ხორცი, ღორისა და საქონლის ხორცთან შედარებით, უფრო დაბალკალორიულია. თუმცა, ფრინველებს შორის, ქათამზე ნაკლებ კალორიას ინდაური შეიცავს. მაგალითად, ქათმის ერთ პორცია უცხიმო ხორცში, საშუალოდ, 200 კალორიაა, ინდაურის იგივე რაოდენობის უცხიმო ხორცში კი – 170. ამასთან ერთად, მცირე ცხიმიანობის მიუხედავად, ის მაინც უხვად შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს.

ინდაური ცილის საუკეთესო წყაროცაა. მისი შემცველობით ის ქათმის ხორცს უტოლდება. ცილა კი, კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის მისაღებად და ძვლოვანი, კუნთოვანი თუ სხვა ქსოვილების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტი

ინდაურის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, საჭირო ვიტამინსა და მინერალს. ის გაჯერებულია რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, სელენით, თუთიით, ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა PP, B6, B12 და ა.შ. ამიტომ, ინდაურის ხორცს ბალანსირებულ და ჯანსაღ კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ჯანმრთელობის რა პრობლემების პრევენციაში გვეხმარება ის?

ინდაურის ხორცში შემავალი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები სხვადასხვა დაავადების პრევენციაში გვეხმარება. მაგალითად, კვლევებმა აჩვენეს, რომ ნივთიერება სელენი, რომელსაც ინდაურის ხორცი უხვად შეიცავს, ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს. ის, ასევე, აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით სისტემას. იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს თუთიაც მნიშვნელოვნად უწყობს.

ამასთან ერთად, გლიკემიური ინდექსი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად, ინდაურის ხორცს საკმაოდ დაბალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება, შაქრის დონეს სისხლში მკვეთრად არ ზრდის, ამიტომ, ის დიაბეტურ პროდუქტადაც მიიჩნევა.

ინდაურის ხორცში, სხვა ხორცთან შედარებით, ქოლესტერინიც ნაკლებია, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევის არასწორ ფუნქციონირებას. ასევე, ამცირებს გულის დაავადებების განვითარების ალბათობას.

არის თუ არა ინდაურის ხორცპროდუქტები უსაფრთხო?

ზოგადად, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ გადამუშავებულ პროდუქტებს ვერიდოთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ მარილსა და სხვა მავნე დანამატებს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს მათი დამზადების ბევრად ჯანსაღი მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია „ელპოზო“, წარმოების სრულიად განსხვავებული ხაზს ირჩევს. ის პროდუქტებს გაუყინავი ხორცისგან ამზადებს, რის გამოც ფარშირების პროცესის შემდეგ, სპეციალური შემკვრელების გამოყენება აღარ სჭირდება. „ელპოზოს“ პროდუქცია არც გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებსა და გლუტენს შეიცავენ. ამასთან ერთად, „ელპოზოს“ საკუთარი ფერმები და მინდვრები აქვს, სადაც თავადვე მოჰყავს ცხოველებისა და ფრინველებისთვის დანამატებისგან თავისუფალი საკვები – სიმინდი და ქერი. მაღალი სტანდარტისა და წარმოების ამ მეთოდის გამო ქმნის კომპანია პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტებს და დიდი სანდოობით სარგებლობს ევროპაში.

„ელპოზოს“ ასორტიმენტის დიდი ნაწილი ინდაურის ხორცისგან მზადდება. პროდუქტებში მისი გულმკერდი გამოიყენება, რაც ფრინველის ხორცის ყველაზე სასარგებლო ნაწილია. კომპანიას აქვს წარმოების დიაბეტური და დიეტური, ულაქტოზო და უგლუტენო და სხვა სპეციალური ხაზები. „ელპოზოს“ პრემიუმ ხარისხის ეს პროდუქტები საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მათ „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ.

NS