მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი: ბიზნესმენი ფსევდონიმითა და დიპლომატიური საქმიანობით
ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი: ბიზნესმენი ფსევდონიმითა და დიპლომატიური საქმიანობით

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქეთა თო­ფუ­რია, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ექ­ცე­ვა. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სა და ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებ­და მისი პო­ზი­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, თუმ­ცა ქეთა მხო­ლოდ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "სთო­რით" შე­მო­ი­ფარ­გლა, სა­დაც ეწე­რა - "არა ომს."

თო­ფუ­რი­ას მე­ო­რე ქმა­რი ლევ ძენ­გო­ვი, რო­მელ­თა­ნაც მას ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ადა­მი ჰყავს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს, თუმ­ცა "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ჩეჩ­ნე­თის მე­თა­ურ­თან, რამ­ზან კა­დი­როვ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ. რო­გორც რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მრჩე­ვე­ლია.

  • ვინ არის რე­ა­ლუ­რად ლევ ძენ­გო­ვი?

ლევ ძენ­გო­ვი, სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­ველ გუზ­ბან­დი, ბე­ლა­რუ­სის დე­და­ქა­ლაქ მინ­სკში და­ი­ბა­და. სამ­შობ­ლო­ში 14 წლამ­დე ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ცოტა ხანი შო­უ­ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი და რუ­სუ­ლე­ნო­ვან პო­პჯ­გუფ Arbat-ში მღე­რო­და. ქეთა თო­ფუ­რი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ძენ­გო­ვი პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბით გახ­და. ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

"ლევ ძენ­გოვს რუ­სე­თის მთავ­რო­ბა­ში უნი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცია უკა­ვია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის არის ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი და რუსი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს კომ­პლექ­სურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ლი­ბი­ის მმარ­თველ ჯგუ­ფებ­თან. თუმ­ცა მას ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც კერ­ძო პირს, ბიზ­ნეს­მენს", - წე­რენ მას­ზე რუ­სულ მე­დი­ა­ში.

ლე­ვის კა­რი­ე­რუ­ლი გზა წლე­ბის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც 2008 წელს ლი­ბი­ის ლი­დე­რი, მუ­ა­მარ კა­და­ფი გა­იც­ნო. თა­ვი­დან საქ­მე მშვე­ნივ­რად მი­დი­ო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტიც გა­ფორმ­და - 2011 წელს აფ­რი­კა­ში ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და ძენ­გო­ვის ბე­ლა­რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­ტრაქ­ტი სპორ­ტუ­ლი შე­ნო­ბე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ასა­შე­ნებ­ლად, შემ­დეგ, თით­ქოს "არა­ბულ­მა გა­ზა­ფხულ­მა" გეგ­მე­ბი არია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ყო­ვე­ლი­ვე ძენ­გო­ვის­თვის კა­რი­ე­რულ პლაც­დარ­მად იქცა.

ძენ­გოვ­მა ლი­ბი­ას­თან ურ­თი­ე­რო­ბა კა­დი­როვ­თან მე­გობ­რო­ბის შე­დე­გად აღად­გი­ნა. მისი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ლი­ბი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. 2015 წელს ლი­ბი­ა­ში რუ­სუ­ლი ტან­კე­რი შე­ი­პყრეს, მე­ზღვა­უ­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად კი სა­ჭი­რო გახ­და დიპ­ლო­მა­ტია, რა­შიც მა­შინ ჯერ კი­დევ პა­ველ გუზ­ბან­დი (ლევ ძენ­გო­ვი) მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სწო­რედ ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ირ­ქვა ფსევ­დო­ნი­მი ლევ ძენ­გო­ვი, რად­გან სურ­და და­ეც­ვა თა­ვი­სი ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი. მალე ბე­ლა­რუს­მა ბიჭ­მა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით, სხვა­დას­ხვა ტი­პის ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი აფ­რი­კა­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, ეკ­ვა­ტო­რულ გვი­ნე­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში და­ი­წყო.

ლევ ძენ­გო­ვი ჩეჩ­ნე­ბის გვერ­დით ექ­ვსწლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ა­რებს, რომ შე­უყ­ვარ­და ეს ხალ­ხი. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მოს­წონს მათი ცხოვ­რე­ბის წესი და სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის მი­მართ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

"რო­დე­საც ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­თან და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მი­ხე­ილ ბოგ­და­ნოვ­თან ვა­წარ­მო­ებ­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა გაგ­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა მე­ზღვა­უ­რე­ბი, ცხა­დი გახ­და, რომ ჩემი ოჯა­ხის დაც­ვა მჭირ­დე­ბო­და სა­მუ­შაო ფსევ­დო­ნი­მით, რომ­ლი­თაც თავს წარ­ვად­გენ­დი", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძენ­გო­ვი.

რუსი მე­ზღვა­უ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა ძენ­გო­ვის კავ­ში­რე­ბი კა­დი­როვ­თან და რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან, ამავდრო­უ­ლად, მო­უ­ტა­ნა უნი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლი­ბი­ას­თან სა­კონ­ტაქ­ტო ჯგუფს და რჩე­ბო­და კერ­ძო პი­რად, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის უფ­ლე­ბით...

"რამ­ზან ახ­მა­ტო­ვი­ჩი ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად და გო­ნივ­რუ­ლად უდ­გე­ბა. ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამო­ცა­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს სწორ გზას მის სწრა­ფად გა­და­საჭ­რე­ლად“, - ასე ახა­სი­ა­თებს ძენ­გო­ვი კა­დი­როვს რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

"ძვირ­ფა­სო ძმაო, რამ­ზან ახ­მა­ტო­ვიჩ. მთე­ლი გუ­ლით გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს! რო­გორც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჭეშ­მა­რი­ტი და ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და თქვე­ნი სამ­შობ­ლოს ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი, თქვენ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­გაქვთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ხი­დე­ბის აგე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან, აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­თან და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ას­თან.

ლევ ძენ­გო­ვი და სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი ჩეჩ­ნე­თი­დან ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია

შენი სა­ხე­ლი უფრო და უფრო ხმა­მაღ­ლა ჟღერს რუ­სე­თის სა­ზღვრებს მიღ­მა და ეს არ შე­იძ­ლე­ბა არ გი­ხა­რო­დეს! ღმერ­თმა მოგ­ცეს ძალა, გა­აგ­რძე­ლო მა­მის, ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რუ­სე­თის გმი­რის ახ­მატ-ხაჯი კა­დი­რო­ვის მიერ გან­ვლი­ლი გზა! გი­სურ­ვებთ სიძ­ლი­ე­რეს, ჯან­მრთე­ლო­ბას და ნამ­დვილ მე­გობ­რებს. სი­ა­მა­ყე და პა­ტი­ვია თქვენს გუნდში მუ­შა­ო­ბა!“ - ასე ულო­ცავ­და ორი წლის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძენ­გო­ვი კა­დი­როვს და­ბა­დე­ბის დღეს.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ქეთა თო­ფუ­რი­ას გაც­ნო­ბამ­დე ლევ ძენ­გო­ვი ორ­ჯერ იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში. პირ­ველ მე­უღ­ლეს 2013 წელს გა­შორ­და, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი ჰყავს. მი­ზე­ზი ის იყო, რომ ძენ­გო­ვი არა­სო­დეს იყო სახ­ლში...

მე­ო­რედ მო­დუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რულ ირი­ნა რა­კი­ზე იქორ­წი­ნა, მაგ­რამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. 2015 წელს შე­ე­ძი­ნათ გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რაკ­მა ერთ-ერთ ტე­ლე­შო­უ­ში ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ილა­პა­რა­კა.

"სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, ლა­მა­ზი გო­გო­ნა შე­მე­ძი­ნა. სამი თვის რომ გახ­და, აცრა გა­ვუ­კე­თეთ, რის შემ­დე­გაც ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. პა­ტა­რამ ვერ შეძ­ლო ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა და 9 თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. როცა ვიმ­შო­ბი­ა­რე, ჩემი ქმა­რი გვერ­დით მყავ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ რო­გორც კი გა­ი­გო, რომ შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მიგ­ვა­ტო­ვა ორი­ვე და გა­იქ­ცა. ჩვენ მინ­სკში ვცხოვ­რობ­დით და შემ­დეგ გა­და­ვე­დით მო­ნა­კო­ში. ის საკ­მა­რი­სად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო და ეს პრობ­ლე­მე­ბი სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბო­და. მო­ნა­კო­დან ბი­ლე­თი მი­ყი­და და მინ­სკში გა­მიშ­ვა. სა­ნამ თვითმფრი­ნავ­ში ვი­ყა­ვი, ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სახ­ლში ყვე­ლა სა­კე­ტი შე­ეც­ვა­ლათ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვის მე­ო­რე მე­უღ­ლემ.

ძენ­გო­ვის გა­რე­მოც­ვა­ში სა­უბ­რო­ბენ, რომ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ლევ­მა გა­და­წყვი­ტა არა­სო­დეს ექორ­წი­ნა, მაგ­რამ სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გაც­ნო­ბი­ლი ქეთა თო­ფუ­რია ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. მომ­ღე­რალს ხელი 2020 წელს სთხო­ვა და ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. მა­შინ ქეთა შვი­დი თვის ორ­სუ­ლი იყო.

ლევი და ქეთა დიდ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად. ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სა­ერ­თო ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართალი
1

მამა ბანდიტი და ქმარი ვითომ, რატომ უკეთესი ?

ნინა
0

რაც ალხანა ის ჩალხანა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი: ბიზნესმენი ფსევდონიმითა და დიპლომატიური საქმიანობით

ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი: ბიზნესმენი ფსევდონიმითა და დიპლომატიური საქმიანობით

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, როგორც ქართული, ისე რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, საზოგადოებას აინტერესებდა მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ქეთა მხოლოდ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული "სთორით" შემოიფარგლა, სადაც ეწერა - "არა ომს."

თოფურიას მეორე ქმარი ლევ ძენგოვი, რომელთანაც მას ერთი საერთო შვილი ადამი ჰყავს, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, თუმცა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან ერთად გადაღებულ არაერთ ფოტოს ნახავთ. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ის ჩეჩნეთის ლიდერის მრჩეველია.

  • ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი?

ლევ ძენგოვი, სინამდვილეში პაველ გუზბანდი, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაიბადა. სამშობლოში 14 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხანი შოუბიზნესში სცადა ბედი და რუსულენოვან პოპჯგუფ Arbat-ში მღეროდა. ქეთა თოფურიაზე დაქორწინებამდე ძენგოვი პოპულარული თავისი თანამდებობით გახდა. ის ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა.

"ლევ ძენგოვს რუსეთის მთავრობაში უნიკალური პოზიცია უკავია. ფაქტობრივად, ის არის ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მრჩეველი და რუსი დიპლომატი, რომელიც აწარმოებს კომპლექსურ მოლაპარაკებებს ლიბიის მმართველ ჯგუფებთან. თუმცა მას ყველა იცნობს, როგორც კერძო პირს, ბიზნესმენს", - წერენ მასზე რუსულ მედიაში.

ლევის კარიერული გზა წლების წინ დაიწყო, როდესაც 2008 წელს ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი გაიცნო. თავიდან საქმე მშვენივრად მიდიოდა. მნიშვნელოვანი კონტრაქტიც გაფორმდა - 2011 წელს აფრიკაში ფეხბურთის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო და ძენგოვის ბელარუსულმა კომპანიამ მიიღო შესანიშნავი კონტრაქტი სპორტული შენობებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, შემდეგ, თითქოს "არაბულმა გაზაფხულმა" გეგმები არია, თუმცა რეალურად, ყოველივე ძენგოვისთვის კარიერულ პლაცდარმად იქცა.

ძენგოვმა ლიბიასთან ურთიერობა კადიროვთან მეგობრობის შედეგად აღადგინა. მისი კარიერული წინსვლა ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების გათავისუფლებას უკავშირდება. 2015 წელს ლიბიაში რუსული ტანკერი შეიპყრეს, მეზღვაურების გასათავისუფლებლად კი საჭირო გახდა დიპლომატია, რაშიც მაშინ ჯერ კიდევ პაველ გუზბანდი (ლევ ძენგოვი) მონაწილეობდა. სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ დაირქვა ფსევდონიმი ლევ ძენგოვი, რადგან სურდა დაეცვა თავისი ოჯახი და ნათესავები. მალე ბელარუსმა ბიჭმა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმართვის მეშვეობით, სხვადასხვა ტიპის ბიზნესპროექტები აფრიკაში, ინდონეზიაში, ეკვატორულ გვინეაში და სხვა ქვეყნებში დაიწყო.

ლევ ძენგოვი ჩეჩნების გვერდით ექვსწლიანი ცხოვრების განმავლობაში აღიარებს, რომ შეუყვარდა ეს ხალხი. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს მათი ცხოვრების წესი და საკითხების გადაწყვეტის მიმართ მათი დამოკიდებულება.

"როდესაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთში მიხეილ ბოგდანოვთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგვეთავისუფლებინა მეზღვაურები, ცხადი გახდა, რომ ჩემი ოჯახის დაცვა მჭირდებოდა სამუშაო ფსევდონიმით, რომლითაც თავს წარვადგენდი", - იხსენებდა მოგვიანებით ძენგოვი.

რუსი მეზღვაურების გათავისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ძენგოვის კავშირები კადიროვთან და რუსეთის მთავრობასთან, ამავდროულად, მოუტანა უნიკალური კარიერული წინსვლა. ის ოფიციალურად ხელმძღვანელობდა ლიბიასთან საკონტაქტო ჯგუფს და რჩებოდა კერძო პირად, ბიზნესის კეთების უფლებით...

"რამზან ახმატოვიჩი ნებისმიერ საკითხს გაწონასწორებულად და გონივრულად უდგება. ის გადაწყვეტილებებს იღებს სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ხელმძღვანელობის რეკომენდაციების შესაბამისად. ამოცანიდან გამომდინარე, ის ყოველთვის პოულობს სწორ გზას მის სწრაფად გადასაჭრელად“, - ასე ახასიათებს ძენგოვი კადიროვს რუსულ მედიასთან საუბრისას.

"ძვირფასო ძმაო, რამზან ახმატოვიჩ. მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს! როგორც რუსეთის ფედერაციის ჭეშმარიტი და ღირსეული მოქალაქე და თქვენი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი, თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. შესაძლებლობების გაფართოება, ხიდების აგება და ურთიერთობების გაძლიერება აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებთან, აფრიკის ქვეყნებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.

ლევ ძენგოვი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვი, რომელიც კადიროვის მარჯვენა ხელია

შენი სახელი უფრო და უფრო ხმამაღლა ჟღერს რუსეთის საზღვრებს მიღმა და ეს არ შეიძლება არ გიხაროდეს! ღმერთმა მოგცეს ძალა, გააგრძელო მამის, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის მიერ განვლილი გზა! გისურვებთ სიძლიერეს, ჯანმრთელობას და ნამდვილ მეგობრებს. სიამაყე და პატივია თქვენს გუნდში მუშაობა!“ - ასე ულოცავდა ორი წლის წინ სოციალურ ქსელში ძენგოვი კადიროვს დაბადების დღეს.

  • პირადი ცხოვრება

ქეთა თოფურიას გაცნობამდე ლევ ძენგოვი ორჯერ იყო ქორწინებაში. პირველ მეუღლეს 2013 წელს გაშორდა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. მიზეზი ის იყო, რომ ძენგოვი არასოდეს იყო სახლში...

მეორედ მოდური წვეულებების მოყვარულ ირინა რაკიზე იქორწინა, მაგრამ მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა. 2015 წელს შეეძინათ გოგონა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. მოგვიანებით რაკმა ერთ-ერთ ტელეშოუში ყოფილ მეუღლეზე საშინელებები ილაპარაკა.

"სრულიად ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვის რომ გახდა, აცრა გავუკეთეთ, რის შემდეგაც ყველაფერი აირია. პატარამ ვერ შეძლო ძალების აღდგენა და 9 თვეში გარდაიცვალა. როცა ვიმშობიარე, ჩემი ქმარი გვერდით მყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა ორივე და გაიქცა. ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში. ის საკმარისად უზრუნველყოფილი იყო და ეს პრობლემები სულაც არ სჭირდებოდა. მონაკოდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, ბრძანება გასცა, სახლში ყველა საკეტი შეეცვალათ“, - განაცხადა ლევის მეორე მეუღლემ.

ძენგოვის გარემოცვაში საუბრობენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ლევმა გადაწყვიტა არასოდეს ექორწინა, მაგრამ საკუთარ დაბადების დღეზე გაცნობილი ქეთა თოფურია ერთი ნახვით შეუყვარდა. მომღერალს ხელი 2020 წელს სთხოვა და ქორწილი გადაიხადეს. მაშინ ქეთა შვიდი თვის ორსული იყო.

ლევი და ქეთა დიდ დროს ატარებენ ერთად. ხშირად მოგზაურობენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.