პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექჰემების 40-მილიონიანი სასახლე გაქურდეს - ნიღბიანი მძარცველი სახლში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახს ეძინა
ბექჰემების 40-მილიონიანი სასახლე გაქურდეს - ნიღბიანი მძარცველი სახლში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახს ეძინა

ვიქ­ტო­რია და დე­ვიდ ბექ­ჰე­მე­ბის და­სავ­ლეთ ლონ­დო­ნის სახ­ლში ნიღ­ბი­ა­ნი მძარ­ცვე­ლი შე­იჭ­რა. ამ დროს წყვილ­სა და მათ 11 წლის ქა­ლიშ­ვილს - ჰარ­პერს ეძი­ნათ და სახ­ლში უცხო ადა­მი­ა­ნის შეჭ­რა არც კი გა­უ­გი­ათ.

ბექ­ჰე­მე­ბის ლონ­დო­ნის სა­სახ­ლის გა­ქურდვა რომ სცა­დეს, პირ­ვე­ლად კრუზ ბექ­ჰემ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად იყო წა­სუ­ლი და სახ­ლში გვი­ან ღამე დაბ­რუნ­და, თუმ­ცა შე­ამ­ჩნია, რომ ერთი სა­ძი­ნე­ბე­ლი გა­ძარ­ცვუ­ლი იყო, ია­ტაკ­ზე კი გა­ტე­ხი­ლი მინა ეგდო.

შო­კი­რე­ბულ­მა 17 წლის კრუზ­მა მამა გა­აღ­ვი­ძა და სას­წრა­ფოდ პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეს.

შე­ნიღ­ბუ­ლი ქურ­დი ამ დროს უკვე გაქ­ცე­უ­ლი იყო და თან დი­ზა­ი­ნე­რის ძვირ­ფა­სი სა­მო­სი, ნივ­თე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი წა­ი­ღო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ქურ­დი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო და ისი­ნი შე­თან­ხმე­ბუ­ლად ძარ­ცვავ­დნენ სახ­ლებს. ამა­ვე ღა­მეს, ბეკ­ჰე­მე­ბის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე კი­დევ ორი სახ­ლი გა­ქურ­დეს.

დე­ვი­დი და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მე­ბი წარ­სულ­შიც გახ­დნენ თვალ­თვა­ლი­სა და და­ში­ნე­ბის მსხვერ­პლი.

მძარ­ცვე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არაა.

წყა­რო: thesun.co.uk

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

დედა, როგორ გამიხარდაა! 1 ღამეში შუა ლონდონში 3 სახლი გაქურდეს ანუ ხდება ამფერი ამბები სხვაგანაც და არა მარტო საქართველოში! იმედია, ბეკჰემების გაქურდვის გამო აქ ვიღაცები ქართველების ლანძღვა-გინებას და ტირილ-გოდებას არ დაიწყებენ და ,,სირცხვილით" არ მოიკლავენ თავს!დდ

?
0

ამხელა სასახლეში სიგნალიზაცია არ უყენიათ, ვითომ? - წარმოუდგენელია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ბექჰემების 40-მილიონიანი სასახლე გაქურდეს - ნიღბიანი მძარცველი სახლში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახს ეძინა

ბექჰემების 40-მილიონიანი სასახლე გაქურდეს - ნიღბიანი მძარცველი სახლში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახს ეძინა

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების დასავლეთ ლონდონის სახლში ნიღბიანი მძარცველი შეიჭრა. ამ დროს წყვილსა და მათ 11 წლის ქალიშვილს - ჰარპერს ეძინათ და სახლში უცხო ადამიანის შეჭრა არც კი გაუგიათ.

ბექჰემების ლონდონის სასახლის გაქურდვა რომ სცადეს, პირველად კრუზ ბექჰემმა აღმოაჩინა. ის მეგობრებთან ერთად გასართობად იყო წასული და სახლში გვიან ღამე დაბრუნდა, თუმცა შეამჩნია, რომ ერთი საძინებელი გაძარცვული იყო, იატაკზე კი გატეხილი მინა ეგდო.

შოკირებულმა 17 წლის კრუზმა მამა გააღვიძა და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკეს.

შენიღბული ქურდი ამ დროს უკვე გაქცეული იყო და თან დიზაინერის ძვირფასი სამოსი, ნივთები და ელექტრონული მოწყობილობები წაიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდი დაჯგუფების წევრი იყო და ისინი შეთანხმებულად ძარცვავდნენ სახლებს. ამავე ღამეს, ბეკჰემების მეზობლად მდებარე კიდევ ორი სახლი გაქურდეს.

დევიდი და ვიქტორია ბექჰემები წარსულშიც გახდნენ თვალთვალისა და დაშინების მსხვერპლი.

მძარცველი ჯერჯერობით დაკავებული არაა.

წყარო: thesun.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა