ავსტრალიის პარლამენტში ვირტუალურად გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანდების პარლამენტს მიმართა. დეპუტატებს მან მეტი იარაღის მიწოდება, რუსეთთან ყოველგვარი ბიზნესის შეწყვეტა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში დახმარება სთხოვა.
"საჭიროა უფრო ძლიერი სანქციები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შანსი, აწარმოოს შემდგომი ომი ევროპაში. შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.
ზელენსკიმ ჰოლანდიის ისტორიის მონაკვეთიც გაიხსენა, კერძოდ, 1572 წლის 1 აპრილის მოვლენები, როდესაც ესპანელები განდევნეს ქალაქ დენ ბრიელიდან, რაც გარდამტეხი იყო ნიდერლანდების რევოლუციაში.
”ხვალ თქვენ გაიხსენებთ ტირანიის განდევნის 450 წლისთავს” - თქვა მან. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, სთხოვა, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.
”ჩვენი წევრობა შენზეა დამოკიდებული, მარკ”, - თქვა მან.
ცნობისთვის, ჰოლანდიის პარლამენტი რიგით მეთოთხმეტეა, რომელსაც ზელენსკიმ ვირტუალურად მიმართა.
ასევე იხილეთ:
ეგ ნიდერლანდები არც ისე პატარაა როგორც ჩანს. კაი ოხრები არიან. მაგათზე მეტი ფული ევროპაში არავის არა აქვს. ყველაზე დიდი ინვესტორია მგონი რუსეთში. იმიტომ გაუსვა ზელიამ ხაზი ვაჭრობის აკრძალვას. წარმატებები და გამარჯვება უკრაინას
გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან არავითარი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოხსენით ეს სამარცხვინო ლოზუნგები და უკრაინის დროშები უკრაინის მთავრობა ჩვენი მტერია.ზელენსკი როგორი გმირია მალე ნახავთ ხალხი აზრზე რომ მოვა და რომელ გამარჯვებას ზეიმობენ ეს უბედურები დანგრეულ ქვეყანას?