ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრიუს უილისის ოჯახმა "ინსტაგრამზე" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა მსახიობის ჯანმრთელობის შესახებ. ოჯახი იტყობინება, რომ ლეგენდარულ მსახიობს აფაზია დაუდგინდა, რაც მეტყველების ფუნქციის, აზრის გამოხატვის შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს.
ამის გამო, ბრიუსი სამსახიობო კარიერას წყვეტს.
მისი შვილის, რუმერ უილისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "ბრიუსის ოჯახს მისი ძვირფასი გულშემატკივრებისთვის გვსურდა გვეთქვა, რომ ჩვენს საყვარელ ბრიუსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მის კოგნიტიურ შესაძლებლობებზე ახდენს გავლენას.
ამ მიზეზის გამო, ბრიუსი სამსახიობო კარიერას, რომელიც მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა - თავს ანებებს. ეს ჩვენი ოჯახისთვისაც გამოცდაა. თქვენს სიყვარულს და მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“. -წერს მსახიობის შვილი.
"როგორც ბრიუსი ამბობს ხოლმე, ცხოვრებით დატკბითო, ყველანი ამის გაკეთებას ვაპირებთ“, - აღნიშნავს მსახიობის შვილი..
ბრიუს უილისს 5 გოგონა ჰყავს ორი ქორწინებიდან: 33 წლის რუმერი, 30 წ. სკაუტი, ტალულა - 27, რეი და ეველინი კი 9 და 7 წლისანი არიან.
უილისი კოლეგა დემი მურზე 1987-დან 2000 წლამდე იყო დაქორწინებული და 3 გოგონა ყავთ. ამჟამინდელ მეუღლესთან - ემა ჰემინგთან კი 2 გოგონა.
ცნობისთვის, აფაზიით დაავადებულები, დროთა განმავლობაში კომუნიკაციის უნარს კარგავენ. ეს დაავადება გამოწვეული შეიძლება იყოს ინსულტით, თავის დაზიანებით, ტვინის სიმსივნით.
წყარო: CNN
მოამზადა ანა სიბოშვილმა