ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალნკინი რუსეთის დატოვების შემდეგ ისრაელში არიან. ბოლო ინფორმაციით, ისინი სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებენ და ისრაელში სამსახურს ეძებენ, ასევე სკოლას ბავშვებისთვის.
წყვილმა ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი და იუმორისტი სამკურნალოდ გაემგზავრნენ, მაგრამ რუსული მედია წერს, რომ მათი თერაპია ემიგრაციად იქცა. ისინი პრიმადონას და მის ქმარს ვერ პატიობენ უკრაინაში შეჭრის გამო, კრემლის კრიტიკას. ამჟამად გალკინი მოხსნილია ყველა პროექტიდან და გაუქმებული აქვს რუსეთში არსებული ყველა კონტრაქტი. ის კრემლის მიერ შედგენილ შავ სიაში მოხვდა, სადაც ის ვარსკვლავები არიან, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააკრიტიკეს.
პრიმადონა ქმართან და შვილებთან ერთად რუსეთში თვეზე მეტია არ გამოჩენილა. ჰარის და ლიზას სასკოლო არდადეგები დიდი ხანია დასრულდა. მათ მდიდრულ "ციხესიმაგრეში" მხოლოდ დაცვა ცხოვრობს. რუსულ მედიაში მათ ამუნათებენ და წერენ, რომ რუსეთიდან სხვა ცნობილი სახეები მათ არც კი უკავშირდებიან.
ბოლო ინფორმაციით, რუსული ესტრადის ვარსკვლავები ახლა ისრაელში კესარიაში მდებარე ვილაში ცხოვრობენ, სადაც ისინი ადრეც ხშირად ისვენებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე ემზადებიან ისრაელის მოქალაქეობის მისაღებად, სავარაუდოდ, უკვე წარადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი.
ლეგენდარული მომღერალი, ჭორების თანახმად, ადგილობრივ ტელევიზიაში წამყვანად დასაქმებას ცდილობს და ტყუპისთვის შესაფერის სკოლას ეძებს. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პოპულარული შოუმენი ლევან თოდუა ისრაელიდან. მისი თქმით, ჰიტ "აისბერგის“ 72 წლის შემსრულებელს ტელევიზიაში მუშაობა ნამდვილად არ სჭირდება.
"ეს რაღაც სისულელეა. ალა ბორისოვნა ნამდვილად ვერაფერს უხელმძღვანელებს, მას ეს არ სჭირდება, ის ზრუნავს შვილებზე”, - თქვა შოუმენმა.
ჭორზე, რომ წყვილმა მოქალაქეობის მისაღებად მთავრობას მიმართა, თოდუას კომენტარი არ გაუკეთებია. მაქსიმ გალკინს არასოდეს დაუმალავს ის ფაქტი, რომ დედითაც და მამითაც ებრაელია. მისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ისრაელის მოქალაქეობის მიღება, ვიდრე მისი მეუღლისთვის.
ფაქტია, რომ წყვილი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს, რუსეთში დარჩენილი მათი კოლეგები, აქტიურად განიხილავენ მოსკოვის მახლობლად მდებარე პრიმადონას ელეგანტური ვილის ბედს. გავრცელებული ხმების თანახმად, ძვირადღირებული უძრავი ქონება უკვე იყიდება. მათ შორის, ვისაც ვილის ყიდვა სურს, არის პროდიუსერი ანდრეი რაზინიც.
იხილეთ ასევე: