მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან
ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1863 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნეს. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი. ოლ­ღას ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი მამა ჰყავ­და. მისი მა­მუ­ლე­ბი ავ­ჭა­ლამ­დე ყო­ფი­ლა გა­და­ჭი­მუ­ლი. ილი­ას და ოლ­ღას ჯვრის­წე­რა სა­ი­დუმ­ლოდ მოხ­და 1863 წლის 10 აპ­რილს. ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ოლ­ღას მამა ავ­ჭა­ლა­ში და­სახ­ლდა, სა­გუ­რა­მოს მა­მუ­ლე­ბი კი თა­ვის ორ ქა­ლიშ­ვილს - ოლ­ღას და ეკა­ტე­რი­ნეს და­უ­ტო­ვა მზითვში.

ოლ­ღას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ილია და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მხარ­ში ედგა მას. გაც­ნო­ბის მერე პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ოლ­ღას გა­მო­უ­ჩე­ნია. მან თა­ვი­სი მე­გობ­რის, ნინო ორ­ბე­ლი­ა­ნის (ყაფ­ლა­ნაშ­ვი­ლის) ხე­ლით ილი­ას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რა­ზეც შემ­დე­გი პა­სუ­ხი მი­ი­ღო:

„მი­თხა­რით, – სად შევ­ხვდეთ. დრო­ის გამო ნუ სწუხ­დე­ბით, დროს ყო­ველ­თვის მოვ­ნა­ხავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაც­ნო­ბეთ. ი. ჭ.“ (16 იან­ვა­რი, 1863 წ.) – ეს არის პირ­ვე­ლი წე­რი­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მიერ სხვა­დას­ხვა დროს ოლ­ღა­სათ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი იმ 240-მდე წე­რი­ლი­დან, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია.

მო­დით, რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გა­ვიხ­სე­ნოთ:

[18 იან­ვა­რი, 1863 წ.]

სა­დაც ნაბ­რძა­ნე­ბი მქონ­და ყოფ­ნა, იქ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვნა­ხე, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის ბრა­ლია. მან ექვს სა­ათ­ზე გად­მომ­ცა წე­რი­ლი, შვი­დის თხუთ­მეტ წუთ­ზე კი მე უკვე სი­ცი­ვი­სა­გან ვკან­კა­ლებ­დი ჭიშ­კარ­თან. ორ­ჯერ უნდა შევ­ხვედ­რო­დით. მერ­მე ბ-ძეს­თან გა­სათ­ბო­ბად მი­ვე­დი, შემ­დეგ ისევ, თუ არა ვცდე­ბი, ათი წუთი ვი­დე­ქი გა­რეთ, კვლავ უშე­დე­გოდ.

ხვალ შუ­ა­დღი­სას, სრულ პირ­ველ სა­ათ­ზე, ბ-ძეს­თან მო­ვალ; ხომ შე­იძ­ლე­ბა გნა­ხოთ, თუნ­დაც აი­ვან­ზე? რომ არ გა­ი­ყი­ნოთ. გაფრ­თხი­ლებთ, სრულ პირ­ველ სა­ათ­ზე ვიქ­ნე­ბი. თუკი თქვე­ნი ნახ­ვა არ მო­ხერ­ხდე­ბა, შე­ე­ცა­დეთ ყო­ველ შემ­თხვე­ვი­სათ­ვის და­მა­ნახ­ვოთ ბარ­ბა­რე, რო­მელ­საც, რო­გორც გა­გე­ბუ­ლი მაქვს, ყვე­ლა­ფერს ენ­დო­ბით. რა­მეს რომ მი­ვაღ­წი­ოთ, სა­ჭი­როა გა­ვიც­ნო მისი ღირ­სე­უ­ლი ფი­ზი­ო­ნო­მია. შე­ი­წუ­ხოს თავი და ინე­ბოს ერთი-ორ­ჯერ გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­როს ეზო­ში, უკა­ნა კი­ბის მხა­რეს, - ალ­ბათ ბედი მეწ­ვე­ვა და ვე­ღირ­სე­ბი ფან­ჯრი­დან მის და­ნახ­ვას.

მე მგო­ნია, ხი­ფათ­ში იგ­დებთ თავს, როცა პა­ე­მანს მი­ნიშ­ნავთ თქვენს სახ­ლში, სა­დაც ასი თვა­ლი გით­ვალ­თვა­ლებს. მე ბევ­რი რა­მის, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გამო მინ­და გე­სა­უბ­როთ. მე­ში­ნია, ვა­ი­თუ სიჩ­ქა­რით ყვე­ლაფ­რის თქმა ვერ მო­ვას­წრო, თა­ნაც თქვენ­თვი­საც მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყუ­რის გდე­ბა, სა­დაც პა­ტა­რა შა­რი­შურ­მაც კი შე­საძ­ლოა შიში გა­მო­იწ­ვი­ოს და ყუ­რა­დღე­ბა წა­გარ­თვათ. ყვე­ლა­ფერს აჯო­ბებს შევ­ხვდეთ სად­მე სხვა­გან, თქვე­ნი სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით, თუნ­დაც, მა­გა­ლი­თად, ტა­ძარ­ში. მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნება თქვე­ნია, მიბ­რძა­ნეთ, რა­საც ინე­ბებთ, მე ყვე­ლა­ფერს შე­ვას­რუ­ლებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი და­ი­მახ­სოვ­რეთ: არა­ვის არ უთხრათ არა­ფე­რი, არა­ვის ენ­დოთ, ადა­მი­ან­ნი ყო­ველ­თვის ბო­როტ­ნი არი­ან, ძნე­ლად თუ ვინ­მემ და­ფა­როს სა­ი­დუმ­ლო, მით უმე­ტეს ისე­თი ში­ნა­არ­სი­სა, რო­გო­რიც თქვე­ნია.

P. S. რაც უფრო ადრე ვნა­ხავთ ერ­თმა­ნეთს, მით უკე­თე­სია, - ბევ­რი რამ მინ­და გად­მოგ­ცეთ. დღეს­ვე მი­პა­სუ­ხეთ ამ ნაჩ­ქა­რევ წე­რილ­ზე. გვა­რი მო­ა­წე­რეთ, რისი გე­ში­ნი­ათ? ერთხელ თუკი მენ­დეთ, მა­შინ სრუ­ლად და ბო­ლომ­დე მო­მენ­დე­ვით.

გთხოვთ, წე­რი­ლი და­აბ­რუ­ნოთ, მი­ზეზს, როცა შევ­ხვდე­ბით მა­შინ აგიხ­სნით.

ი. ჭ.

***

[6 თე­ბერ­ვა­ლი, ღა­მის სამი სა­ა­თი, 1863 წ.]

ჩემო კარ­გო ოლი­კო! რა კე­თი­ლი ხარ, ასე ხში­რად რომ მა­ხა­რებ შენი მხი­ა­რუ­ლი წე­რი­ლე­ბით. გე­ფი­ცე­ბი, მთე­ლი დღე შე­ნით ვსულ­დგმუ­ლობ. სტამ­ბა­შიც-კი, ამ მო­სა­წყენ სტამ­ბა­ში, გა­მუდ­მე­ბით თვალ­წინ მიტ­რი­ა­ლებ. ჩემ­თვის ის დღე რა დღეა, თუ შენი წე­რი­ლით არ გა­მი­თენ­და და შენი წე­რი­ლით­ვე არ და­მი­ღამ­და. შენც იმ­დენ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ, რომ იშ­ვი­ა­თად, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად მი­თენ­დე­ბა მო­სა­წყე­ნი დღე. მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ამი­სათ­ვის ჩემს ძვირ­ფას ოლი­კოს. იმე­დი მაქვს, მერ­მეც ასეთ ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ი­ჩენ შენი ილი­კოს მი­მართ!

გი­ხა­რია, კა­ხეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარს რომ ვამ­ბობ? თუ მარ­თლა გი­ხა­რია, იცი, ამ სი­ხა­რულს ვის უნდა უმად­ლო­დე? შენს ბარ­ბა­რეს. იმან მარ­თლაც შე­მა­ში­ნა, მი­თხრა, რომ ჩემ გამ­გზავ­რე­ბა­ზე ფიქ­რით თურ­მე შენ თავს აღარ ეკუთ­ვნი, რომ მთე­ლი დღე მო­წყე­ნი­ლი ხარ, დარ­დობ, მი­ზე­ზი­ა­ნობ, ბრა­ზობ, და ა. შ. ეს რომ აღარ გაგ­რძელ­დეს, მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, თუნ­დაც კა­ხეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­ზე დად­გეს, აღარ გა­ვემ­გზავ­რო. დავ­რჩე­ბი, რომ ჩემი გიჟი და მი­ზე­ზი­ა­ნი ოლი­კო და­ვამ­შვი­დო. შენ, ჩემო მე­გო­ბა­რო, რაცა გსურს მიბ­რძა­ნე, გე­ფი­ცე­ბი, შენი ილი­კო ყვე­ლა­ფერს შე­ნე­ბუ­რად გა­ა­კე­თებს. რა­ტომ არ ამიკ­რძა­ლე გამ­გზავ­რე­ბა გუ­შინ­ვე, როცა გამ­გზავ­რე­ბის ამ­ბა­ვი გი­თხა­რი? ეს არაა შენი მხრით კარ­გი, ეს ნიშ­ნავს, _ შენ თით­ქოს ჩემი ხარ, ამას­თა­ნა­ვე თით­ქოს ბო­ლომ­დე არა ხარ ჩემი, არ იყე­ნებ შენს უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­გე­ნი­ჭა მას შემ­დეგ, რაც ჩემი თავი შე­ნად ვა­ღი­ა­რე, შენი კი _ ჩე­მად. რო­გორც ამ­ბობ ხოლ­მე, შენ მარ­ტო ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე კი არა, ჭეშ­მა­რი­ტი მე­გო­ბა­რი­ცა ხარ. მაშ რა­ტომ არ უნდა უთხრა მე­გო­ბარს, რა გწყინს, რა გი­ხა­რია. არ იფიქ­რო, ოლი­კო, თით­ქოს ვჯავ­რობ­დე. მე ისე კი არ მიყ­ვარ­ხარ და ისე კი არა გცემ პა­ტივს, რომ ნება მივ­ცე ჩემ თავს გა­ჯავ­რე­ბი­სა. მაგ­რამ ცო­ტა­თი არ მე­სი­ა­მოვ­ნა, _ შენ არ გინ­დო­და ჩემი გამ­გზავ­რე­ბა და არ კი მი­თხა­რი თი­თონ­ვე გუ­შინ. ერთი გებ­რძა­ნე­ბი­ნა და და­უ­ნა­ნებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ ზედ­მე­ტად მე­კოც­ნა ამი­სათ­ვის.

ჭა­მის მადა კი­დევ არა გაქვს? ნუ წუ­ხარ, ჩემო კარ­გო, მეც არა მაქვს ჭა­მის მადა. ეს ჭეშ­მა­რი­ტად ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­დე­გია სიყ­ვა­რუ­ლი­სა და არა კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, რო­გორც შენი ექი­მი გარ­წმუ­ნებს. დიახ, ჩემო მე­გო­ბა­რო, მე და შენ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვართ ერთი სე­ნით _ სიყ­ვა­რუ­ლით. აბა, იმ ექიმს სად შე­უძ­ლია მიხ­ვდეს, თუ რა სე­ნია ეს სენი, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ბედ­ნი­ე­რე­ბას უწო­დე­ბენ.

დე, იმან ისე იფიქ­როს, რო­გორც მო­ი­სურ­ვებს, ჩვენ კი მა­დის და­კარ­გვა სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნას მი­ვა­წე­როთ. ისი­ნი, რო­გორ­ცა ჩანს, ერთ არ­სე­ბა­ში ვერა რიგ­დე­ბი­ან. შენ რო­გო­რა ფიქ­რობ, ჩემო ჭკვი­ა­ნო ქალო, რო­მე­ლი სჯო­ბია: მადა თუ სიყ­ვა­რუ­ლი? ხე­დავ, ჩემო მე­გო­ბა­რო, ერთი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მე­ო­რეს რო­გორ გა­მო­რი­ცხავს, რო­მე­ლი ვამ­ჯო­ბი­ნოთ? მე წი­ნას­წარ ვგრძნობ შენს ღი­მილ­სა და შენს პა­სუხს, ამ უც­ნა­ურ კი­თხვა­ზე, _ შენ გინ­და მი­თხრა: სიყ­ვა­რუ­ლი სჯო­ბი­აო. იყავნ ნება შენი, ჩემო ან­გე­ლო­ზო!

შენი უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე

ილი­კო ჭ(ავ­ჭა­ვა­ძე).

***

[20 თე­ბერ­ვა­ლი, 1863 წ.]

ოლი­კო! მე შე­ვი­ტყვე, რომ ამ ჩემს წიგნ­სა შენს გარ­და სხვა მკი­თხვე­ლიც ეყო­ლე­ბა, ამის გამო მე ბევ­რს არა­ფერს მოგ­წერ, თუმ­ცა სათ­ქმე­ლი ბევ­რია. ცუ­დად დატ­რი­ალ­და ჩვე­ნი საქ­მე, რო­გორ­ცა ვხე­დავ, _ არ ვიცი _ შენ მოგ­წონს თუ არა ეს ჩვე­ნი ყოფა? მე კი, სწო­რედ მო­გახ­სე­ნო, ვე­რაფ­რათ მე­ჭაშ­ნი­კა. მარ­თლა, ქალო, კვი­რა­ში ორ­ჯერ უნდა ვწე­როთ ხოლ­მე და მეტი არა? ეგ ვე­რა­ფე­რი ხუმ­რო­ბაა. შენი პორ­ტრე­ტი გა­მოგ­ზავ­ნე. რამ­კა ვი­ყი­დე კი­დეც.

შენი ილი­კო ჭავ­ჭა­ვა­ძე.

P.S. პა­სუ­ხი მო­ი­წე­რე.

***

დი­ლის ხუთი სა­ა­თი [28 თე­ბერ­ვა­ლი, 1863 წ.]

შენი სუ­ლი­სა ოლი­კო­ჯან! სად, რო­დის და სა­ი­დან შე­მამ­ჩნიე გუ­შინ? ნუთუ ისე­თი უბე­დუ­რი აღ­მოვ­ჩნდი, რომ ხე­ლი­დან გა­უშ­ვი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა!.. უც­ნა­უ­რია და გა­უ­გე­ბა­რი: სა­ღა­მოს 5 სა­ა­თამ­დე შინ ვი­ყა­ვი: 5-ზე გა­მო­ვე­დი შენს სა­ნა­ხა­ვად, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ შენ არ­სად ჩან­დი. რო­დის­ღა და­მი­ნა­ხე? მომ­წე­რე _ მა­ინ­ტე­რე­სებს! რა­ტომ გუ­შინ­დელ წე­რილს არ მიბ­რუ­ნებ, ხომ არ მო­გე­წო­ნა?

ოჰ, ოჰ, ოჰ! რა ძვირ­ფას რა­მე­ებს მა­ფი­ცებ, რომ გი­ორ­გის­თან გა­ვემ­გზავ­რო. კე­თი­ლი, ჩემო ან­გე­ლო­ზო, მე მი­ვალ, მაგ­რამ, მარ­თა­ლი გი­თხრა, წარ­მა­ტე­ბის იმე­დი არა მაქვს, რად­გან ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა მის­თვის მე­ტად ცივი იქ­ნე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ეწო­დე­ბა. თუკი იმ­დე­ნად მო­წყა­ლე იქ­ნე­ბა, რომ გა­ი­გებს ღა­რი­ბი კა­ცის სი­ტყვას _ ხომ კარ­გი, თუ არა და, რაც ამას ცუდი მოჰ­ყვე­ბა, ჩემს ან­გე­ლოზს და­ვაბ­რა­ლებ, დე მან აგოს პა­სუ­ხი სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე. ვინ გე­ჩი­ჩი­ნე­ბა გი­ორ­გის­თან ჩემს მიგ­ზავ­ნა­ზე? ვინც ამას გე­უბ­ნე­ბა, იგი არ არის ჩვენ­და­მი კე­თი­ლად გან­წყო­ბი­ლი. მთე­ლი ჩემი უბე­დუ­რე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მე გი­ორ­გი­სა არა მჯე­რა, იგი არ მო­ი­სურ­ვებს ჩვე­ნი საქ­მის კე­თი­ლად დაგ­ვირ­გვი­ნე­ბას. მუხ­რან­ბა­ტონ­მა, ვეჭ­ვობ, თავი და­იმ­ცი­როს და ჩემ­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბა ინ­დო­მოს. ასე რომ მოხ­დეს, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

განა მარ­ტო ის არის ასე გან­წყო­ბი­ლი? მთე­ლი შენი ნა­თე­სა­ო­ბა, ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლით და­წყე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლით გა­თა­ვე­ბუ­ლი, ერ­თნა­ი­რად არი­ან თით­ქოს ელექტრო­ნით და­მუხ­ტულ­ნი ჩვე­ნი საქ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. თუ ვინ­მე ახლა გე­თან­ხმე­ბა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, თით­ქოს მა­ში­ნაც და­გე­თან­ხმონ: ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და, წარ­მო­იდ­გი­ნე, შენს ენერ­გი­ას ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, რად­გან იმე­დი აქვთ, თავ­ზე და­გახ­ვე­ვენ ბრწყინ­ვა­ლე ახალ­გაზ­რდო­ბას, და ყოვ­ლის მომ­სპო­ბი დრო­ი­სა და შენს ირ­გვლივ მო­ფუს­ფუ­სე­თა მოქ­ნი­ლი ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით, თან­და­თან მო­ი­შო­რებ ჩე­მით გა­ტა­ცე­ბას, მერე სა­ბო­ლო­ოდ ამო­იგ­დებ გუ­ლი­დან ამ სი­სუ­ლე­ლეს, ე. ი. მე. მერ­წმუ­ნე, არც ერთი, რო­მე­ლიც თქვე­ნი ნა­თე­სა­ო­ბის დიდი ჯაჭ­ვის თუნ­დაც უკა­ნას­კნელ რგოლს წარ­მო­ად­გენს, არ მოქ­მე­დობს წრფე­ლად და პა­ტი­ოს­ნად, რო­გორ­ცა ფიქ­რობ. გა­ტყუ­ე­ბენ, არ გე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ამ­ჟა­მად, დროს უც­დი­ან, რომ უფრო ად­ვი­ლად მი­აღ­წი­ონ მი­ზანს, რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ შენ თან­და­თან გა­ნელ­დე და და­ი­ვი­წყო ეს საქ­მე, რა­საც ახლა ასე მხურ­ვა­ლედ ეკი­დე­ბი. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ შენ ახ­ლო­ბელს იმი­ტომ უნდა ამ საქ­მის ჩაშ­ლა, რომ შენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა სურს, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, ჩემ­თან უბე­დუ­რი იქ­ნე­ბი, ე. ი. არც სიმ­დიდ­რე და არც წარ­ჩი­ნე­ბა გექ­ნე­ბა. სხვებს ეს ზნე­ობ­რი­ვი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მი­ზე­ზიც არა აქვთ, მათ ამოძ­რა­ვებს მხო­ლოდ ტრფი­ა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა _ ავ­ნონ მოყ­ვასთ. აი, ესე­ნი არი­ან ზი­ზღის ღირ­სნი. შენ მე­ტის-მე­ტად კე­თი­ლი ხარ, ჩემო ან­გე­ლო­ზო, რომ შე­ამ­ჩნიო ეს ოს­ტა­ტუ­რად და­გე­ბუ­ლი მა­ხე­ე­ბი, მე კი, სა­უ­ბე­დუ­როდ, არ შე­მიძ­ლია ეს და­ვიკ­ვე­ხო: მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ენა შენ­თა ნა­თე­სავ­თა ერთს ამ­ბობს, ხოლო მათი გული სხვა რა­მეს უკარ­ნა­ხებს. ეს მე­ტად სამ­წუ­ხა­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, და მე ძალ­ზე არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ რას ვი­ზამ? სჯო­ბია იცო­დე სამ­წუ­ხა­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ვიდ­რე სა­სი­ხა­რუ­ლო სიც­რუე. მგო­ნი, არა ვცდე­ბი.

შენი ახ­ლობ­ლე­ბის ეს და­გე­ბუ­ლი მა­ხე­ე­ბი ჩემს წი­ნათ­გრძნო­ბას აკ­რთო­ბენ და უბე­დუ­რე­ბას უქა­დი­ან. მაგ­რამ არა უშავს რა, რაც მო­სახ­დე­ნია, მოხ­დეს! მე სხვა ვარ­სკვლავ­ზე ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბას შე­უძ­ლია სი­ცო­ცხლე შემ­მა­ტოს, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბას არ შე­უძ­ლია ჩემი მოკ­ვლა. უბე­დუ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი შე­მარ­ყი­ოს, მაგ­რამ რომ წა­მაქ­ცი­ოს, _ ვე­რა­სო­დეს! ჩემ წინ დიდი გზაა გაშ­ლი­ლი, თუ ამ გზა­ზე არ მე­ღირ­სა ჩემ რჩე­ულ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რო, ე. ი. თუ ოლი­კომ გა­და­ი­ფიქ­რა ჩემ­თან ერ­თად და­ად­გეს ამ გზას, _ რაც ღმერ­თმა ნუ ქნას! _ მა­შინ, ყვე­ლაფ­რის დამ­კარ­გველს, დამ­რჩე­ბა ერთი იმე­დი _ ვი­ცხოვ­რო იმ წმი­და­თა-წმი­და მიზ­ნი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მე დიდი ხა­ნია ავირ­ჩიე. ერთი სი­ტყვით, მექ­ნე­ბა ის, რი­თაც და­კარ­გულ ბედ­ნი­ე­რე­ბას და­ვი­ტი­რებ, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა შემ­რჩე­ბა.

ეს მძი­მე ფიქ­რე­ბი უკვე სამი დღეა უწეს­რი­გოდ ირე­ვი­ან ჩემ სუ­ლელ თავ­ში და ახლა ასე­ვე უწეს­რი­გოდ და­ლაგ­დნენ ქა­ღალ­დზე. ძალა არ მყოფ­ნის, გა­და­ვი­კი­თხო და ხე­ლახ­ლად და­ვუბ­რუნ­დე ამ ფიქ­რებს, რომ­ლე­ბიც მინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ვი­შო­რო თა­ვი­დან.

რო­დე­საც წე­რას ვი­წყებ­დი, მე­გო­ნა, ეს ფიქ­რე­ბი გა­მე­ფან­ტე­ბო­და. რო­გორც ხე­დავ, ამ სტრი­ქო­ნებ­ში­აც ჩა­მოწ­ვნენ ისი­ნი ნის­ლად, თუმ­ცა შე­საძ­ლოა არა ისე­თი სიხ­ში­რით, და მგო­ნი მათ მა­ინც შერ­ჩათ ის გან­წყო­ბი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­დათ მათ შენი ილი­კოს მტკი­ვან გულ­ში. დიახ, ეს სამი დღეა რა­ღაც მაწ­ვე­ბა მძი­მედ! ღმერ­თმა ჰქ­ნას, რომ მხო­ლოდ ამით დას­რულ­დეს!

ფი­ზი­ო­ლო­გე­ბი, ჩემო ან­გე­ლო­ზო, ამ­ბო­ბენ, ვინც გა­მუდ­მე­ბით მხო­ლოდ ერთ სა­გან­ზე ფიქ­რობს, მას გიჟი ეწო­დე­ბაო. თუ ეს სი­მარ­თლეა, მა­შინ მეც გავ­გი­ჟე­ბულ­ვარ და ეგ არის, რად­გან ყო­ველ წუთს შე­ნი­თა ვარ გარ­თუ­ლი და შენ­ზე ვფიქ­რობ. წინ რა მო­მე­ლის არ ვიცი, ვიცი მხო­ლოდ ერთი რამ, სუ­ლით მო­ვის­წრა­ფი შენ­და­მი, რომ მო­გეხ­ვიო და კოც­ნით და­გ­ფა­რო.

ნახ­ვამ­დის, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო! აი უკვე მე­ო­რედ და­ა­თენ­და შენი წე­რი­ლის წე­რა­ში სა­უ­კუ­ნოდ შენს

ილი­კო ჭ[ავ­ჭა­ვა­ძეს].

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახალ სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ილი­ას 185 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა და 4 ტო­მი­სა­გან შედ­გე­ბა, პირ­ვე­ლი ტომი სწო­რედ ოლ­ღა­სად­მი და­წე­რილ წე­რი­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის წიგ­ნე­ბის სე­რი­ის წიგ­ნე­ბი 11 აპ­რი­ლი­დან, თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა და გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტომი - „პრო­ზა, წე­რი­ლე­ბი ოლ­ღას“ 11 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში. ასე­ვე, წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ ონ­ლა­ინ www.palitral.ge სა­ი­ტი­დან და ისარ­გებ­ლებთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
–––
0

საინტერესო სტატიაა , მადლობა ავტორს.

Tsiko
0

ძალიან საინტერესოა. მადლობა სტატიისთვის და გამოცემისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან

ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან

ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ერთმანეთი 1863 წლის იანვარში გაიცნეს. მათი სიყვარულის ამბავი იმჟამინდელი საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. ოლღას ძალიან შეძლებული მამა ჰყავდა. მისი მამულები ავჭალამდე ყოფილა გადაჭიმული. ილიას და ოლღას ჯვრისწერა საიდუმლოდ მოხდა 1863 წლის 10 აპრილს. ჯვრისწერის შემდეგ ოლღას მამა ავჭალაში დასახლდა, საგურამოს მამულები კი თავის ორ ქალიშვილს - ოლღას და ეკატერინეს დაუტოვა მზითვში.

ოლღას ძალიან უყვარდა ილია და სიცოცხლის ბოლომდე მხარში ედგა მას. გაცნობის მერე პირველი ინიციატივა ოლღას გამოუჩენია. მან თავისი მეგობრის, ნინო ორბელიანის (ყაფლანაშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

„მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ.“ (16 იანვარი, 1863 წ.) – ეს არის პირველი წერილი ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს ოლღასათვის გაგზავნილი იმ 240-მდე წერილიდან, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია.

მოდით, რამდენიმე წერილი გავიხსენოთ:

[18 იანვარი, 1863 წ.]

სადაც ნაბრძანები მქონდა ყოფნა, იქ ვიყავი, მაგრამ ვერავინ ვნახე, ყველაფერი ჩვენი საერთო მეგობრის ბრალია. მან ექვს საათზე გადმომცა წერილი, შვიდის თხუთმეტ წუთზე კი მე უკვე სიცივისაგან ვკანკალებდი ჭიშკართან. ორჯერ უნდა შევხვედროდით. მერმე ბ-ძესთან გასათბობად მივედი, შემდეგ ისევ, თუ არა ვცდები, ათი წუთი ვიდექი გარეთ, კვლავ უშედეგოდ.

ხვალ შუადღისას, სრულ პირველ საათზე, ბ-ძესთან მოვალ; ხომ შეიძლება გნახოთ, თუნდაც აივანზე? რომ არ გაიყინოთ. გაფრთხილებთ, სრულ პირველ საათზე ვიქნები. თუკი თქვენი ნახვა არ მოხერხდება, შეეცადეთ ყოველ შემთხვევისათვის დამანახვოთ ბარბარე, რომელსაც, როგორც გაგებული მაქვს, ყველაფერს ენდობით. რამეს რომ მივაღწიოთ, საჭიროა გავიცნო მისი ღირსეული ფიზიონომია. შეიწუხოს თავი და ინებოს ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიაროს ეზოში, უკანა კიბის მხარეს, - ალბათ ბედი მეწვევა და ვეღირსები ფანჯრიდან მის დანახვას.

მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ. მეშინია, ვაითუ სიჩქარით ყველაფრის თქმა ვერ მოვასწრო, თანაც თქვენთვისაც მოუხერხებელი იქნება ყურის გდება, სადაც პატარა შარიშურმაც კი შესაძლოა შიში გამოიწვიოს და ყურადღება წაგართვათ. ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისგან მოშორებით, თუნდაც, მაგალითად, ტაძარში. მაგრამ, რასაკვირველია, ნება თქვენია, მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია.

P. S. რაც უფრო ადრე ვნახავთ ერთმანეთს, მით უკეთესია, - ბევრი რამ მინდა გადმოგცეთ. დღესვე მიპასუხეთ ამ ნაჩქარევ წერილზე. გვარი მოაწერეთ, რისი გეშინიათ? ერთხელ თუკი მენდეთ, მაშინ სრულად და ბოლომდე მომენდევით.

გთხოვთ, წერილი დააბრუნოთ, მიზეზს, როცა შევხვდებით მაშინ აგიხსნით.

ი. ჭ.

***

[6 თებერვალი, ღამის სამი საათი, 1863 წ.]

ჩემო კარგო ოლიკო! რა კეთილი ხარ, ასე ხშირად რომ მახარებ შენი მხიარული წერილებით. გეფიცები, მთელი დღე შენით ვსულდგმულობ. სტამბაშიც-კი, ამ მოსაწყენ სტამბაში, გამუდმებით თვალწინ მიტრიალებ. ჩემთვის ის დღე რა დღეა, თუ შენი წერილით არ გამითენდა და შენი წერილითვე არ დამიღამდა. შენც იმდენ ყურადღებას იჩენ, რომ იშვიათად, ძალზე იშვიათად მითენდება მოსაწყენი დღე. მადლობას მოვახსენებ ამისათვის ჩემს ძვირფას ოლიკოს. იმედი მაქვს, მერმეც ასეთ ყურადღებას გამოიჩენ შენი ილიკოს მიმართ!

გიხარია, კახეთში გამგზავრებაზე უარს რომ ვამბობ? თუ მართლა გიხარია, იცი, ამ სიხარულს ვის უნდა უმადლოდე? შენს ბარბარეს. იმან მართლაც შემაშინა, მითხრა, რომ ჩემ გამგზავრებაზე ფიქრით თურმე შენ თავს აღარ ეკუთვნი, რომ მთელი დღე მოწყენილი ხარ, დარდობ, მიზეზიანობ, ბრაზობ, და ა. შ. ეს რომ აღარ გაგრძელდეს, მაშინვე გადავწყვიტე, თუნდაც კახეთში ყველაფერი ყირაზე დადგეს, აღარ გავემგზავრო. დავრჩები, რომ ჩემი გიჟი და მიზეზიანი ოლიკო დავამშვიდო. შენ, ჩემო მეგობარო, რაცა გსურს მიბრძანე, გეფიცები, შენი ილიკო ყველაფერს შენებურად გააკეთებს. რატომ არ ამიკრძალე გამგზავრება გუშინვე, როცა გამგზავრების ამბავი გითხარი? ეს არაა შენი მხრით კარგი, ეს ნიშნავს, _ შენ თითქოს ჩემი ხარ, ამასთანავე თითქოს ბოლომდე არა ხარ ჩემი, არ იყენებ შენს უფლებებს, რომლებიც მოგენიჭა მას შემდეგ, რაც ჩემი თავი შენად ვაღიარე, შენი კი _ ჩემად. როგორც ამბობ ხოლმე, შენ მარტო ჩემი მომავალი მეუღლე კი არა, ჭეშმარიტი მეგობარიცა ხარ. მაშ რატომ არ უნდა უთხრა მეგობარს, რა გწყინს, რა გიხარია. არ იფიქრო, ოლიკო, თითქოს ვჯავრობდე. მე ისე კი არ მიყვარხარ და ისე კი არა გცემ პატივს, რომ ნება მივცე ჩემ თავს გაჯავრებისა. მაგრამ ცოტათი არ მესიამოვნა, _ შენ არ გინდოდა ჩემი გამგზავრება და არ კი მითხარი თითონვე გუშინ. ერთი გებრძანებინა და დაუნანებლად დავრჩებოდი, შეიძლება მხოლოდ ერთხელ ზედმეტად მეკოცნა ამისათვის.

ჭამის მადა კიდევ არა გაქვს? ნუ წუხარ, ჩემო კარგო, მეც არა მაქვს ჭამის მადა. ეს ჭეშმარიტად ერთ-ერთი აუცილებელი შედეგია სიყვარულისა და არა კარჩაკეტილი ცხოვრებისა, როგორც შენი ექიმი გარწმუნებს. დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით _ სიყვარულით. აბა, იმ ექიმს სად შეუძლია მიხვდეს, თუ რა სენია ეს სენი, რომელსაც ზოგჯერ ბედნიერებას უწოდებენ.

დე, იმან ისე იფიქროს, როგორც მოისურვებს, ჩვენ კი მადის დაკარგვა სიყვარულის პოვნას მივაწეროთ. ისინი, როგორცა ჩანს, ერთ არსებაში ვერა რიგდებიან. შენ როგორა ფიქრობ, ჩემო ჭკვიანო ქალო, რომელი სჯობია: მადა თუ სიყვარული? ხედავ, ჩემო მეგობარო, ერთი აუცილებლობა მეორეს როგორ გამორიცხავს, რომელი ვამჯობინოთ? მე წინასწარ ვგრძნობ შენს ღიმილსა და შენს პასუხს, ამ უცნაურ კითხვაზე, _ შენ გინდა მითხრა: სიყვარული სჯობიაო. იყავნ ნება შენი, ჩემო ანგელოზო!

შენი უკუნითი უკუნისამდე

ილიკო ჭ(ავჭავაძე).

***

[20 თებერვალი, 1863 წ.]

ოლიკო! მე შევიტყვე, რომ ამ ჩემს წიგნსა შენს გარდა სხვა მკითხველიც ეყოლება, ამის გამო მე ბევრს არაფერს მოგწერ, თუმცა სათქმელი ბევრია. ცუდად დატრიალდა ჩვენი საქმე, როგორცა ვხედავ, _ არ ვიცი _ შენ მოგწონს თუ არა ეს ჩვენი ყოფა? მე კი, სწორედ მოგახსენო, ვერაფრათ მეჭაშნიკა. მართლა, ქალო, კვირაში ორჯერ უნდა ვწეროთ ხოლმე და მეტი არა? ეგ ვერაფერი ხუმრობაა. შენი პორტრეტი გამოგზავნე. რამკა ვიყიდე კიდეც.

შენი ილიკო ჭავჭავაძე.

P.S. პასუხი მოიწერე.

***

დილის ხუთი საათი [28 თებერვალი, 1863 წ.]

შენი სულისა ოლიკოჯან! სად, როდის და საიდან შემამჩნიე გუშინ? ნუთუ ისეთი უბედური აღმოვჩნდი, რომ ხელიდან გაუშვი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ნახვის შესაძლებლობა!.. უცნაურია და გაუგებარი: საღამოს 5 საათამდე შინ ვიყავი: 5-ზე გამოვედი შენს სანახავად, მაგრამ საუბედუროდ შენ არსად ჩანდი. როდისღა დამინახე? მომწერე _ მაინტერესებს! რატომ გუშინდელ წერილს არ მიბრუნებ, ხომ არ მოგეწონა?

ოჰ, ოჰ, ოჰ! რა ძვირფას რამეებს მაფიცებ, რომ გიორგისთან გავემგზავრო. კეთილი, ჩემო ანგელოზო, მე მივალ, მაგრამ, მართალი გითხრა, წარმატების იმედი არა მაქვს, რადგან ჩემი ოფიციალური წინადადება მისთვის მეტად ცივი იქნება, როგორც ყველაფერი, რასაც ოფიციალური ეწოდება. თუკი იმდენად მოწყალე იქნება, რომ გაიგებს ღარიბი კაცის სიტყვას _ ხომ კარგი, თუ არა და, რაც ამას ცუდი მოჰყვება, ჩემს ანგელოზს დავაბრალებ, დე მან აგოს პასუხი საკუთარი თავის წინაშე. ვინ გეჩიჩინება გიორგისთან ჩემს მიგზავნაზე? ვინც ამას გეუბნება, იგი არ არის ჩვენდამი კეთილად განწყობილი. მთელი ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მე გიორგისა არა მჯერა, იგი არ მოისურვებს ჩვენი საქმის კეთილად დაგვირგვინებას. მუხრანბატონმა, ვეჭვობ, თავი დაიმციროს და ჩემთან დანათესავება ინდომოს. ასე რომ მოხდეს, დაუჯერებელი იქნება.

განა მარტო ის არის ასე განწყობილი? მთელი შენი ნათესაობა, ყველაზე ახლობლით დაწყებული და ყველაზე შორეულით გათავებული, ერთნაირად არიან თითქოს ელექტრონით დამუხტულნი ჩვენი საქმის საწინააღმდეგოდ. თუ ვინმე ახლა გეთანხმება, ეს იმას არ ნიშნავს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, თითქოს მაშინაც დაგეთანხმონ: ისინი აუცილებლობასა და, წარმოიდგინე, შენს ენერგიას ემორჩილებიან, რადგან იმედი აქვთ, თავზე დაგახვევენ ბრწყინვალე ახალგაზრდობას, და ყოვლის მომსპობი დროისა და შენს ირგვლივ მოფუსფუსეთა მოქნილი ოსტატობის წყალობით, თანდათან მოიშორებ ჩემით გატაცებას, მერე საბოლოოდ ამოიგდებ გულიდან ამ სისულელეს, ე. ი. მე. მერწმუნე, არც ერთი, რომელიც თქვენი ნათესაობის დიდი ჯაჭვის თუნდაც უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს, არ მოქმედობს წრფელად და პატიოსნად, როგორცა ფიქრობ. გატყუებენ, არ გეწინააღმდეგებიან ამჟამად, დროს უცდიან, რომ უფრო ადვილად მიაღწიონ მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შენ თანდათან განელდე და დაივიწყო ეს საქმე, რასაც ახლა ასე მხურვალედ ეკიდები. მართალია, ზოგიერთ შენ ახლობელს იმიტომ უნდა ამ საქმის ჩაშლა, რომ შენთვის ბედნიერება სურს, რადგან დარწმუნებულნი არიან, ჩემთან უბედური იქნები, ე. ი. არც სიმდიდრე და არც წარჩინება გექნება. სხვებს ეს ზნეობრივი მამოძრავებელი მიზეზიც არა აქვთ, მათ ამოძრავებს მხოლოდ ტრფიალი ხელოვნებისა _ ავნონ მოყვასთ. აი, ესენი არიან ზიზღის ღირსნი. შენ მეტის-მეტად კეთილი ხარ, ჩემო ანგელოზო, რომ შეამჩნიო ეს ოსტატურად დაგებული მახეები, მე კი, საუბედუროდ, არ შემიძლია ეს დავიკვეხო: მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ენა შენთა ნათესავთა ერთს ამბობს, ხოლო მათი გული სხვა რამეს უკარნახებს. ეს მეტად სამწუხარო ჭეშმარიტებაა, და მე ძალზე არ მსიამოვნებს, მაგრამ რას ვიზამ? სჯობია იცოდე სამწუხარო ჭეშმარიტება, ვიდრე სასიხარულო სიცრუე. მგონი, არა ვცდები.

შენი ახლობლების ეს დაგებული მახეები ჩემს წინათგრძნობას აკრთობენ და უბედურებას უქადიან. მაგრამ არა უშავს რა, რაც მოსახდენია, მოხდეს! მე სხვა ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, ბედნიერებას შეუძლია სიცოცხლე შემმატოს, მაგრამ უბედურებას არ შეუძლია ჩემი მოკვლა. უბედურებამ შეიძლება ცოტათი შემარყიოს, მაგრამ რომ წამაქციოს, _ ვერასოდეს! ჩემ წინ დიდი გზაა გაშლილი, თუ ამ გზაზე არ მეღირსა ჩემ რჩეულთან ერთად გავიარო, ე. ი. თუ ოლიკომ გადაიფიქრა ჩემთან ერთად დაადგეს ამ გზას, _ რაც ღმერთმა ნუ ქნას! _ მაშინ, ყველაფრის დამკარგველს, დამრჩება ერთი იმედი _ ვიცხოვრო იმ წმიდათა-წმიდა მიზნისათვის, რომელიც მე დიდი ხანია ავირჩიე. ერთი სიტყვით, მექნება ის, რითაც დაკარგულ ბედნიერებას დავიტირებ, სუნთქვის საშუალება შემრჩება.

ეს მძიმე ფიქრები უკვე სამი დღეა უწესრიგოდ ირევიან ჩემ სულელ თავში და ახლა ასევე უწესრიგოდ დალაგდნენ ქაღალდზე. ძალა არ მყოფნის, გადავიკითხო და ხელახლად დავუბრუნდე ამ ფიქრებს, რომლებიც მინდა რაც შეიძლება მალე მოვიშორო თავიდან.

როდესაც წერას ვიწყებდი, მეგონა, ეს ფიქრები გამეფანტებოდა. როგორც ხედავ, ამ სტრიქონებშიაც ჩამოწვნენ ისინი ნისლად, თუმცა შესაძლოა არა ისეთი სიხშირით, და მგონი მათ მაინც შერჩათ ის განწყობილება, რომელიც ჰქონდათ მათ შენი ილიკოს მტკივან გულში. დიახ, ეს სამი დღეა რაღაც მაწვება მძიმედ! ღმერთმა ჰქნას, რომ მხოლოდ ამით დასრულდეს!

ფიზიოლოგები, ჩემო ანგელოზო, ამბობენ, ვინც გამუდმებით მხოლოდ ერთ საგანზე ფიქრობს, მას გიჟი ეწოდებაო. თუ ეს სიმართლეა, მაშინ მეც გავგიჟებულვარ და ეგ არის, რადგან ყოველ წუთს შენითა ვარ გართული და შენზე ვფიქრობ. წინ რა მომელის არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ერთი რამ, სულით მოვისწრაფი შენდამი, რომ მოგეხვიო და კოცნით დაგფარო.

ნახვამდის, ჩემო ძვირფასო მეგობარო! აი უკვე მეორედ დაათენდა შენი წერილის წერაში საუკუნოდ შენს

ილიკო ჭ[ავჭავაძეს].

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალ სერიაში, რომელიც ილიას 185 წლის იუბილეს ეძღვნება და 4 ტომისაგან შედგება, პირველი ტომი სწორედ ოლღასადმი დაწერილ წერილებს აერთიანებს.

ილია ჭავჭავაძის წიგნების სერიის წიგნები 11 აპრილიდან, თვეში ერთხელ გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. პირველი ტომი - „პროზა, წერილები ოლღას“ 11 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, წიგნების შეძენას შეძლებთ ონლაინ www.palitral.ge საიტიდან და ისარგებლებთ სახლში მიტანის სერვისით.