ავტორი:

"დილა კიევში... ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი, ომი ახლა დაიწყო..." - ირაკლი ოქრუაშვილი

"დილა კიევში... ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი, ომი ახლა დაიწყო..." - ირაკლი ოქრუაშვილი

უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, კიევიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ პოსტის გამოქვეყნების დროს დილის ხუთი საათია და სროლების ხმა ისმის.

"დილა კიევში. 5 საათია ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი ომი ახლა დაიწყო..." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

პოსტის კომენტარებში კი განმარტავს: "აშკარად შემოტანილი ჭურვების უკან წაღება არ უნდათ და ოღონდ გახარჯონ, უმისამართოდ ისვრიან, თან სულ მსხვილკალიბრიანს."

ცნობისთვის, კიევში წუხელ ძლიერი საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის ხმა ისმოდა. CNN-ის ინფორმაციით, კიევის შემოგარენში ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა, განსაკუთრებით დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებით, მოსკოვს უკრაინის დედაქალაქიდან და ჩერნიგოვის შემოგარენიდან ქვედანაყოფების ნაწილი გაჰყავს. ამ ფონზე კი უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ "ჯარის გაყვანა", სავარაუდოდ, არის ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია და მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას.