პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა ამის ჩაწერა, მაგრამ სხვა გზა არაა... სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ და არა ახლა" - მაია ასათიანი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს
"არ მინდოდა ამის ჩაწერა, მაგრამ სხვა გზა არაა... სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ და არა ახლა" - მაია ასათიანი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

მაია ასა­თი­ა­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა მას­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თქმით, ცოტა ხნის წინ პოს­ტი და­წე­რა, სა­დაც მისი ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ოდ­ზე სა­უბ­რობ­და, რაც ზო­გი­ერ­თებ­მა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვეს.

"არ მინ­დო­და დღეს ამ ვი­დე­ოს ჩა­წე­რა, სამ­წუ­ხა­როდ სხვა გზა არა მაქვს. ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მე­ბი­დან სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვეს ჩემი პოს­ტი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სრუ­ლი­ად სხვა თე­მას, სა­დაც ეწე­რა, რომ ნუ­ცას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, რა­ზეც არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია ჩემს გა­და­ცე­მებ­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი აქ­ცი­ეს ვირუ­სე­ბად და ახლა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე ვარ ცუ­დად, უმუ­შევ­რო­ბის გამო მქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა და მჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში კო­ლე­გებს მივ­მარ­თავ, ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის ჭამა არ შე­იძ­ლე­ბა, რო­გო­რი რე­ი­ტინ­გუ­ლიც არ უნდა იყოს ესა თუ ის ნი­უ­სი. მად­ლო­ბა იმათ ვინც და­მი­რე­კა და ეს ამ­ბა­ვი გა­მა­გე­ბი­ნა.

ჯან­მრთე­ლად ვარ, ცო­ცხა­ლი ვარ, ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა მი­ხა­რია. სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა მქონ­და 5 წლის წინ, რო­დე­საც მი­თხრეს, რომ ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, აი, მა­შინ და არა ახლა. არ ვწე­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ნუ ახ­დენთ სპე­კუ­ლი­რე­ბას ამ თე­მით. რა გი­თხრათ, ძა­ლი­ან ვარ ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი, ასეთ არა­ა­დეკ­ვა­ტურ დროს რა დროს ეს არის. ნუ ხართ ჭო­რი­კა­ნე­ბი და იყა­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან გთხოვთ.

ცო­ცხა­ლი ვარ კარ­გად ვარ, ჩემ საყ­ვა­რელ სა­ლონ­ში მა­ნი­კურს ვი­კე­თებ. არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ მინ­და ემიგ­რან­ტე­ბის­გან და ცო­ცხა­ლი, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ გა­და­რევთ ჩემს ახ­ლობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს. ის­წავ­ლეთ და იცო­დეთ წა­კი­თხუ­ლის გა­გე­ბა. ვინ­მე შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე აპი­რებს, რომ ჩემს გა­და­სარ­ჩე­ნად შეგ­როვ­დეს თან­ხა და ამის­თვის მარ­თავს "ფე­ის­ბუქ ლა­ივს" და ემიგ­რან­ტებს სთხოვს დახ­მა­რე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი ამ პოსტს თუ არ აი­ღებს, ხვალ ვუ­ჩივ­ლებ სა­სა­მარ­თლო­ში. მიყ­ვარ­ხართ ემიგ­რან­ტე­ბო და ძა­ლი­ან გთხოვთ ნუ აძ­ლევთ ვი­ღაც ადა­მი­ა­ნებს უფ­ლე­ბას რომ თქვე­ნი სა­ხე­ლით ისა­უბ­როს" - ამ­ბობს ასა­თი­ა­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემალ ჰემპშირელი
2

ამ შოთო თუ შოთიკო -ისე რა სასაცილო ტრენდია ამ სახელების ,,მოჩლექა,, - სიხარულიძეს ინტერნეტ-აქტივობამ წაიღო ტვინი :) წლების წინვე იუთუბზე და სხვაგანაც როცა შემხვდებოდა მაგის პოსტები და ვიდეოები ვხურავდი . ადრევე მივხვდი რა ტიპაჟიცაა ქავჟარაძის ვიდეოებით რომ ჩაღუნა ტვინი ამ რეჟისორმა; მოკლედ ფორუმ.გეზე რომ არის პაპიძის ფანი ლუდმენი თუფაქა ისეთივე ტიპია :)

Თამარი
0

სულიერად არის ცუდად და ნუ გავლანძღავთ .ღმერთმა გვიშველოს ყველას

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არ მინდოდა ამის ჩაწერა, მაგრამ სხვა გზა არაა... სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ და არა ახლა" - მაია ასათიანი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

"არ მინდოდა ამის ჩაწერა, მაგრამ სხვა გზა არაა... სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ და არა ახლა" - მაია ასათიანი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

მაია ასათიანი ვიდეომიმართვებით ეხმაურება მასზე გავრცელებულ ინფორმაციას. ტელეწამყვანის თქმით, ცოტა ხნის წინ პოსტი დაწერა, სადაც მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობდა, რაც ზოგიერთებმა არაადეკვატურად აღიქვეს.

"არ მინდოდა დღეს ამ ვიდეოს ჩაწერა, სამწუხაროდ სხვა გზა არა მაქვს. ჩემმა კოლეგებმა ინტერნეტგამოცემებიდან სამწუხაროდ ძალიან არაადეკვატურად აღიქვეს ჩემი პოსტი, რომელიც ეხებოდა სრულიად სხვა თემას, სადაც ეწერა, რომ ნუცას გარდაცვალების შემდეგ მქონდა სუიციდის მცდელობა, რაზეც არაერთხელ მისაუბრია ჩემს გადაცემებში.

ეს ყველაფერი აქციეს ვირუსებად და ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე ვარ ცუდად, უმუშევრობის გამო მქონდა სუიციდის მცდელობა და მჭირდება დახმარება. პირველ რიგში კოლეგებს მივმართავ, ადამიანის ხორცის ჭამა არ შეიძლება, როგორი რეიტინგულიც არ უნდა იყოს ესა თუ ის ნიუსი. მადლობა იმათ ვინც დამირეკა და ეს ამბავი გამაგებინა.

ჯანმრთელად ვარ, ცოცხალი ვარ, ყოველი დღის გათენება მიხარია. სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა, აი, მაშინ და არა ახლა. არ ვწევარ საავადმყოფოში და ნუ ახდენთ სპეკულირებას ამ თემით. რა გითხრათ, ძალიან ვარ ნერვებმოშლილი, ასეთ არაადეკვატურ დროს რა დროს ეს არის. ნუ ხართ ჭორიკანები და იყავით ჟურნალისტები ძალიან გთხოვთ.

ცოცხალი ვარ კარგად ვარ, ჩემ საყვარელ სალონში მანიკურს ვიკეთებ. არანაირი დახმარება არ მინდა ემიგრანტებისგან და ცოცხალი, ჯანმრთელი ადამიანი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ გადარევთ ჩემს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ისწავლეთ და იცოდეთ წაკითხულის გაგება. ვინმე შოთო სიხარულიძე აპირებს, რომ ჩემს გადასარჩენად შეგროვდეს თანხა და ამისთვის მართავს "ფეისბუქ ლაივს" და ემიგრანტებს სთხოვს დახმარებას. ეს ადამიანი ამ პოსტს თუ არ აიღებს, ხვალ ვუჩივლებ სასამართლოში. მიყვარხართ ემიგრანტებო და ძალიან გთხოვთ ნუ აძლევთ ვიღაც ადამიანებს უფლებას რომ თქვენი სახელით ისაუბროს" - ამბობს ასათიანი ვიდეომიმართვაში.

ნახეთ ვიდეო: