ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რასაც გისმენთ, "ქართულს ოცნებას“ და "ნაციონალური მოძრაობას“, ორივეს ფეხებზე გკიდიათ საქართველოც, საქართველოს მოქალაქეც და ერთადერთი, რაც გაინტერესებთ რაღაც პირადი, გაუგებარი ინტერესებია“, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც "ქართულ ოცნებას“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა.
დეპუტატის განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდნენ, ისმენს "ნაციონალური მოძრაობის“ და "ქართული ოცნების“ გაუგებარ დავას.
"რეგიონში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უკვე თვეზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. რეალურად ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. უკრაინის გამარჯვებაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული საქართველოს დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და საერთოდ, მომავალი განვითარება. ამ დროს, დაახლოებით, ორ საათზე მეტია ყურადღებით გისმენთ და საქართველოს პარლამენტში, სადაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ევროინტეგრაციაზე და პირველ რიგში, ამაზე უნდა გვესაუბრებოდეს "ქართული ოცნება“, ამის ნაცვლად ერთადერთი რაც გვესმის ეს არის კინკლაობა, ჩხუბი, რაღაც გაუგებარი დავა "ოცნებას“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ვფიქრობდეთ, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი, რომელ მხარეს აღმოვჩნდებით, როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, პირდაპირ გეტყვით ვმსჯელობთ სისულელეებზე. მეტსაც გეტყვით, ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რასაც გისმენთ, "ქართულს ოცნებას“ და "ნაციონალური მოძრაობას“, ორივეს ფეხებზე გკიდიათ საქართველოც, საქართველოს მოქალაქეც და ერთადერთი, რაც გაინტერესებთ არის რაღაც პირადი, გაუგებარი ინტერესები“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ნაცქოცმოქკავშირლებს შორის დაპირისპირება ცოლქმარს შორის დაპირისპირებასავით, კი არის , მაგრამ არც არის ! იმ საქმის კეთება, რასაც გახარია აპირებს, ( ქვეყნის წუმპიდან ამოთრევას, ალბათ, ხომ ?) პრემიერის თანამდებობიდან უფრო ადვილი იყო, ცხადია ხალხთან ერთად, აბა ნაცქოცმოქკავშირთან ერთად ეს შეუძლებელია , თუნდაც ყველა მისი სატელიტი შეაბა ჭაპანში ! ხალხმა უნდა ამოწიოს , აი ამოწევისათვის ერთი ორი სამის დამძახებელი და გზის მაჩვენებელი შეეძლო , რომ ყოფილიყო ! ხარკამეჩი ურმიანად რომ ჩაეფლოს და კოფოზე მჯდომმა ხარებს ურმის ორმოს ღრმა მხრიდან ამოთრევა დააძალოს , სახრეც რომ გადაუჭიროს, ხარები დადგებიან, არ წავლენ იქით, თუ თავადაც არ დაინახეს სწორი გზა , საითაც მიყავს კოფოსმსხდომთ ურემი ! ურემი , ჩარჩება ლაფში, შესაბამისად კოფოზე მჯდომს ტალახში მოუწევს ფორთხიალი !
ნაცქოცმოქკავშირს და მის ორასამდე მოხელე პარტოკრატ ოლიგარქს პარლამენტსა და მთავრობაში მონოპოლიზირებული აქვთ არამარტო პოლიტიკა , არამედ ისინი სრულად აკონტროლებენ ყველა ბაზარს კერძო და სახელმწფოს მიერ ორგანიზებულ ოლიგოპოლიებში , მიშას დადგენილი წესით ხელოვნურად ადგენენ და მართავენ ლარის კურსს საბანკო კარტელის მეშვეობით და ღებულობენ სუპერმოგებას , არ იხდიან გადსახადებს და სხვისი გადახდილით შეკოწიწებულ ბიუჯეტს საკუთარ ჯიბესავით განკარგავენ ! ამიტომაა ქვეყანა დაცემული, ეკონომიკა მკვდარი, რევოლუცია კი ცოცხალი , კომპარტიაც - მას ახლა სატელიტებიანი ნაცქოცმოქკავშირი ქვია !!!! პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ აბელ, არქიფო და კაკოია თაბაგარო ! ქვეყანა არასწორადაა მოწყობილი, დარღვეულია მთავარი ბალანსი ხალხსა და ხალხის მიერ დროებით დაქირავებულ მმართველს შორის-მმართველი ძალადობს დამქირავებელზე, ჯაყოა : მოქმედი კონსტიტუცია ფარატინაა, ის შერყვნეს სააკაშვილმა და კობახიძემ ! ის აღარ ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის მთავარ და მსოფლიოში მაშინაც და ახლაც მოწინავედ აღიარებულ პრინციპებს , არამედ ეყრდნობა სააკაშვილ ივანიშვილის მიერ (მათ ნასტავნიკ შევარდნაძეზე აქ ენა არ მომიბრუნდა, იმან ჩაწერა მაინც რაღაც პუნქტები და ისინი დაამთხვია 1921 წლისას , ამათ რომ იავარჰყვეს ) შექმნილ არსებულ ისტორიულ რეალობას, ანუ პარტოკრატიული სამოხელეო ოლიგარქიის დიქტატურის რეჟიმს და ამგვარად ასეთი ფარატინა კანონი გახლავთ რეჟიმის შინაგანაწესი ! სახელმწიფო სტატისტიკა ყალბია და პიარპროპაგანდაზე, პოლიტიკურ და კარტელურ ინტერესებზეა მორგებული, აკრძალულია ყველაფერი, რაც არ არის ნებადართული , საბაზრო ეკონომიკაში პირიქითაა, აქ მარაზმია ! კანონმდებლობა ეყრდნობა ცრულეგისტურ პრინციპს, რომ "სახელმწიფოა ყოველთვის მართალი", დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის კანონმდებლობა კი ეყრდნობა სამართლის სისტემის პრინციპს, რომ " რიგითი მოქალაქე, გადასახადის გადამხდელია ყოველთვის მართალი და სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს საპირისპირო, მასზეა მტკიცების ტვირთი , ამავე დროს კანონი სწორია და იმპერატიულია, გარდაუვალია სიკვდილი და გადასახადის გადახდა "!? ამიტომაა აქ მარაზმი ჭარბად და ინვესტიცია და ფული დეფიციტში ! ამხანაგო ჭიპილია !