მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში შესაძლოა, თანამემამულედ აღიარონ ის პირები, რომლებმაც რუსული იციან - რა წერია კანონპროექტში, რომელიც დუმას წარუდგინეს
რუსეთში შესაძლოა, თანამემამულედ აღიარონ ის პირები, რომლებმაც რუსული იციან - რა წერია კანონპროექტში, რომელიც დუმას წარუდგინეს

დსთ-ს, ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, კონ­სტან­ტი­ნე ზა­ტუ­ლინ­მა, დუ­მას წა­რუდ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლას, ვინც რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს, "თა­ნა­მე­მა­მუ­ლედ" აღი­ა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

დო­კუ­მენ­ტი რუ­სე­თის დუ­მის ელექტრო­ნულ ბა­ზა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ტასი" წერს, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "კა­ნონპ­რო­ექ­ტი აღ­მო­ფხვრის ცნე­ბა "თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს" არა­გო­ნივ­რუ­ლად ფარ­თო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­მო­ყე­ნე­ბას და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს."

კა­ნონპ­რო­ექ­ტი დუ­მას სთა­ვა­ზობს, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბად აღი­ა­რონ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც "ფლო­ბენ რუ­სულ ენას და წარ­მო­ად­გე­ნენ იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლად რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა წი­ნაპ­რე­ბიც და­ი­ბად­ნენ და ცხოვ­რობ­დნენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა რომ სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­აბ­ში გა­ი­ზარ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ახა­ლი თა­ო­ბა, რომ­ლებ­საც არ ჰქონ­დათ სსრკ-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში და გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ ცნე­ბას "თა­ნა­მე­მა­მუ­ლე" კავ­ში­რი არ აქვს სსრკს-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან.

წყა­რო: Tass.ru

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
14

სულ გარეკეს..ამათ უნდათ ლიდერობა?ტიტუუუუ

რუმიანა
17

დაერხათ აქაურ რუსეთუმეებს, 90% რუსულის გაგებაში არაა. უბრალოდ გულით უყვართ დიდი რაშა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რუსეთში შესაძლოა, თანამემამულედ აღიარონ ის პირები, რომლებმაც რუსული იციან - რა წერია კანონპროექტში, რომელიც დუმას წარუდგინეს

რუსეთში შესაძლოა, თანამემამულედ აღიარონ ის პირები, რომლებმაც რუსული იციან - რა წერია კანონპროექტში, რომელიც დუმას წარუდგინეს

დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა, დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ყველას, ვინც რუსულად საუბრობს, "თანამემამულედ" აღიარებას სთავაზობს.

დოკუმენტი რუსეთის დუმის ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული. როგორც რუსული სააგენტო "ტასი" წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "კანონპროექტი აღმოფხვრის ცნება "თანამემამულეს" არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაციით გამოყენებას და ნაკლოვანებებს."

კანონპროექტი დუმას სთავაზობს, თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებიც "ფლობენ რუსულ ენას და წარმოადგენენ იმ ხალხს, რომლებიც ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ასევე ის ადამიანები, რომელთა წინაპრებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

"მხედველობაში მიიღება რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლოაბში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონდათ სსრკ-ს მოქალაქეობა", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და განმარტებულია, რომ ცნებას "თანამემამულე" კავშირი არ აქვს სსრკს-ს მოქალაქეობასთან.

წყარო: Tass.ru