პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიო „პალიტრამ“ საეთერო ბადე, სამაუწყებლო ტექნიკა და ვებგვერდი სრულად განაახლა
რადიო „პალიტრამ“ საეთერო ბადე, სამაუწყებლო ტექნიკა და ვებგვერდი სრულად განაახლა

რა­დიო „პა­ლიტ­რა“ FM103.9 2022 წლი­დან რო­გორც ტექ­ნი­კუ­რად, ისე სა­ე­თე­რო ბა­დით სრუ­ლად გა­ნახ­ლდა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რა­დიო მსმე­ნელს ინ­ფორ­მა­ცი­ას უკვე უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით გა­დას­ცემს, იქ­ნე­ბა ეს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი, მიკრო­ფო­ნე­ბი თუ სხვა სა­მა­უ­წყებ­ლო ტექ­ნი­კა.

სრუ­ლად გა­ნახ­ლდა სტუ­დი­აც, ხოლო სა­ე­თე­რო ბადე უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. რა­დიო „პა­ლიტ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და წამ­ყვა­ნის კოკა კვირ­კვე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სიც, რაც ვებგ­ვერ­დზე და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლე­ბი­სა და ახა­ლი მე­დი­აპ­რო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს. მათ შო­რის არის პოდ­კას­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც მომ­ზად­დე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თე­მებ­ზე და სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სის მქო­ნე მსმე­ნელ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.

„რა­დი­ო­ში და­ი­ნერ­გა ახა­ლი ტექ­ნი­კა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გა­ვა­კე­თოთ ახა­ლი ვი­დეო პრო­დაქ­შე­ნი, რო­მე­ლიც უფრო აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ვებგ­ვერ­დებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ლა­ივსტრი­მე­ბი გა­და­ი­ცე­მა არა სტან­დარ­ტუ­ლად, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და, არა­მედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, რისი პრე­ცე­დენ­ტიც უცხო­ეთ­ში არ­სე­ბობს და გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ მხრივ ნო­ვა­ტო­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და სა­ქარ­თვე­ლო­შიც დაგ­ვე­ტეს­ტა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ეს იქ­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ერ­თგვა­რი სინ­თე­ზი: სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მა­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და ხა­რის­ხი, უბ­რა­ლოდ სტრი­მე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ის ნაც­ვლად გა­და­ი­ცე­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ვებგ­ვერ­დებ­ზე,“ - გან­მარ­ტა მან.

სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, რა­დიო „პა­ლიტ­რა“ FM103.9-ის სა­ე­თე­რო ბა­დეს „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი და­ე­მა­ტა.

„გუნდთან ერ­თად შევ­ქმე­ნით ახა­ლი სა­ე­თე­რო ბადე, შე­მო­ვი­ტა­ნეთ პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ნი­უს­რუ­მე­ბი - ეს არის ნი­უს­რუ­მი კოკა კვირ­კვე­ლი­ას­თან და ნი­უს­რუ­მი ლელა ბაღ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად. ასე­ვე, გვაქვს ახა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე 16:00 სა­ათ­ზე გა­დის და სა­ე­თე­რო ბა­დეს ასე­ვე და­ვა­მა­ტეთ 2-სა­ა­თი­ა­ნი დღის ეთე­რი, რო­მე­ლიც შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თობ თე­მებს ეხე­ბა. ასე­ვე, რა­დიო „პა­ლიტ­რა­ზე“ გა­დის თამ­თა ასა­თი­ა­ნის „ლანჩ თა­ი­მიც“, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და მისი მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა პა­რას­კე­ვო­ბით 16:00 სა­ათ­ზე გექ­ნე­ბათ,“ - გან­მარ­ტა კოკა კვირ­კვე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ე­თე­რო ბადე კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა. რა­დიო „პა­ლიტ­რა“ FM103.9-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბი და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლე­ბი მას ეტა­პობ­რი­ვად და­ე­მა­ტე­ბა, მათ შო­რის პოდ­კას­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თე­მა­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა, სა­ე­თე­რო ბა­დე­შიც მოხ­ვდეს.

„გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა პოდ­კას­ტებს. ჩვენ­თვის პოდ­კას­ტე­ბი შე­და­რე­ბით ახა­ლი ხი­ლია და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მი­ი­ღებს მას მსმე­ნე­ლი. ისი­ნი ჩა­ი­წე­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე და ვა­პი­რებთ, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­ვა­ვი­თა­როთ,“ - აღ­ნიშ­ნა რა­დიო „პა­ლიტ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა.

რა­დიო „პა­ლიტ­რა“ FM103.9 2008 წლი­დან მა­უ­წყებ­ლობს და ფა­რავს თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენს, ზამ­თრის კუ­რორ­ტებს - გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ანს და ასე­ვე ბორ­ჯომ­სა და აჭა­რას. სა­მო­მავ­ლოდ კი მისი გა­და­ცე­მე­ბის მოს­მე­ნა ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, კა­ხეთ­ში, გორ­სა და ზუგ­დიდ­შიც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რადიო „პალიტრამ“ საეთერო ბადე, სამაუწყებლო ტექნიკა და ვებგვერდი სრულად განაახლა

რადიო „პალიტრამ“ საეთერო ბადე, სამაუწყებლო ტექნიკა და ვებგვერდი სრულად განაახლა

რადიო „პალიტრა“ FM103.9 2022 წლიდან როგორც ტექნიკურად, ისე საეთერო ბადით სრულად განახლდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიო მსმენელს ინფორმაციას უკვე უახლესი აპარატურით გადასცემს, იქნება ეს ულტრათანამედროვე ვიდეოკამერები, მიკროფონები თუ სხვა სამაუწყებლო ტექნიკა.

სრულად განახლდა სტუდიაც, ხოლო საეთერო ბადე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. რადიო „პალიტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და წამყვანის კოკა კვირკველიას განმარტებით, მიმდინარეობს მედიასაშუალების გაციფრულების პროცესიც, რაც ვებგვერდზე დამატებითი ფუნქციონალებისა და ახალი მედიაპროდუქტების დამატებას გულისხმობს. მათ შორის არის პოდკასტებიც, რომლებიც მომზადდება როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ თემებზე და სხვადასხვა ინტერესის მქონე მსმენელზე იქნება გათვლილი.

„რადიოში დაინერგა ახალი ტექნიკა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ახალი ვიდეო პროდაქშენი, რომელიც უფრო აქტიურად იქნება სოციალურ ქსელებში და ვებგვერდებზე წარმოდგენილი. ლაივსტრიმები გადაიცემა არა სტანდარტულად, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ პროფესიონალურად, რისი პრეცედენტიც უცხოეთში არსებობს და გადავწყვიტეთ, ამ მხრივ ნოვატორები ვყოფილიყავით და საქართველოშიც დაგვეტესტა. წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება ტელევიზიისა და რადიოს ერთგვარი სინთეზი: სატელევიზიო ფორმატის გამოსახულება და ხარისხი, უბრალოდ სტრიმები ტელევიზიის ნაცვლად გადაიცემა სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე,“ - განმარტა მან.

სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით, რადიო „პალიტრა“ FM103.9-ის საეთერო ბადეს „პალიტრანიუსის“ პოპულარული გადაცემები დაემატა.

„გუნდთან ერთად შევქმენით ახალი საეთერო ბადე, შემოვიტანეთ პოლიტიკის ნაწილი, „პალიტრანიუსის“ ნიუსრუმები - ეს არის ნიუსრუმი კოკა კვირკველიასთან და ნიუსრუმი ლელა ბაღდავაძესთან ერთად. ასევე, გვაქვს ახალი რეგიონული საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ყოველდღე 16:00 საათზე გადის და საეთერო ბადეს ასევე დავამატეთ 2-საათიანი დღის ეთერი, რომელიც შემეცნებით-გასართობ თემებს ეხება. ასევე, რადიო „პალიტრაზე“ გადის თამთა ასათიანის „ლანჩ თაიმიც“, რომელშიც პოლიტიკოსები პოლიტიკის მიღმა საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობენ და მისი მოსმენის საშუალება პარასკევობით 16:00 საათზე გექნებათ,“ - განმარტა კოკა კვირკველიამ.

მისივე თქმით, სამომავლოდ, საეთერო ბადე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. რადიო „პალიტრა“ FM103.9-ის განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ახალი გადაცემები და ფუნქციონალები მას ეტაპობრივად დაემატება, მათ შორის პოდკასტები, რომლებიც თემატურად შეიძლება, საეთერო ბადეშიც მოხვდეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოდკასტებს. ჩვენთვის პოდკასტები შედარებით ახალი ხილია და საინტერესოა, როგორ მიიღებს მას მსმენელი. ისინი ჩაიწერება საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე და ვაპირებთ, ეს მიმართულება განვავითაროთ,“ - აღნიშნა რადიო „პალიტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა.

რადიო „პალიტრა“ FM103.9 2008 წლიდან მაუწყებლობს და ფარავს თბილისსა და მის შემოგარენს, ზამთრის კურორტებს - გუდაურსა და ბაკურიანს და ასევე ბორჯომსა და აჭარას. სამომავლოდ კი მისი გადაცემების მოსმენა ქუთაისში, რუსთავში, კახეთში, გორსა და ზუგდიდშიც იქნება შესაძლებელი.