პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა "ალტ-ინფოს" ფული საიდან აქვს?" - ექსპერტი
"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა "ალტ-ინფოს" ფული საიდან აქვს?" - ექსპერტი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან თვე­ზე მეტი გა­ვი­და და სულ უფრო ცხა­დი ხდე­ბა, რომ ოკუ­პანტს მიზ­ნის მიღ­წე­ვა არ გა­მოს­დის. უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, არ­მი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ბრძო­ლა სულ უფრო მე­ტად აღაფრ­თო­ვა­ნებს მსოფ­ლი­ოს. კვლა­ვაც გან­ხილ­ვის სა­გა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­მა­გი მიდ­გო­მა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი­სად­მი. ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტრე­ვი­უს ფრაგ­მენტს:

- უნდა გვეს­მო­დეს, რომ დღეს უკ­რა­ი­ნა­ში სის­ხლი იღ­ვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. რუ­სე­თის გეგ­მა რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და უკ­რა­ი­ნა და­ნე­ბე­ბო­და აგ­რე­სორს, რო­გორც კი კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დას­ვამ­და კი­ევ­ში და ხელს მო­ა­წე­რი­ნებ­და ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე, მე­ო­რე დღეს­ვე სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებ­და იმა­ვე წი­ნა­და­დე­ბას და დავ­დგე­ბო­დით უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე. ის, რომ დღემ­დე ეს არ მოხ­და, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, არ­მი­ის, მათ შო­რის ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გმი­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამი­ტო­მაც არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს გმი­რე­ბიც, რის მიჩ­ქმალ­ვა­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს. ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს ამ ხალ­ხს კავ­ში­რი არა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი უმა­დუ­რო­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტაქ­ტი­კას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, იმი­ტომ, რომ არა აქვს ფა­სე­უ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი. ვერ­ბა­ლუ­რად, კი ბა­ტო­ნო, და­სავ­ლეთ­ში სურთ ინ­ტეგ­რა­ცია, მაგ­რამ მათი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი მო­დე­ლი არ­ცთუ და­სავ­ლუ­რია. მენ­ტა­ლურ ას­პექტს რომ გა­დავ­ხე­დოთ, თუ რო­გორ იმარ­თე­ბა ქვე­ყა­ნა, სწო­რედ რუ­სუ­ლი მო­დე­ლია. თა­ვი­ანთ სიმ­ხდა­ლეს, უპ­რინ­ცი­პო­ბას პრო­პა­გან­დის­ტუ­ლად ფუ­თა­ვენ და სიფრ­თხი­ლე­სა და სიბ­რძნეს უწო­დე­ბენ, რაც სა­სა­ცი­ლოა.

მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კას. რუ­სეთ­მა, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ­მა იმ­პე­რი­ამ, მშვე­ნივ­რად იცის, რომ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა და­ი­პყრო სამ­ხედ­რო ძა­ლით, მაგ­რამ თუ იქ ვერ მო­ძებ­ნე კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი და­საყ­რდე­ნი, ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ეს ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნა უკ­რა­ი­ნამ. რუ­სებს ამ ქვე­ყა­ნა­ში აქვთ რა­ღაც ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, რად­გან დიდ­წი­ლად კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ ჯგუ­ფებს ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ. ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ აგ­რე­სორს არ გა­უჩ­ნდეს იმის ილუ­ზია, შე­მიძ­ლია და­გი­პყრო და სრუ­ლად გა­გა­კონ­ტრო­ლოო, ის არის, რომ აჩ­ვე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, აჩ­ვე­ნო, რომ ვერ იპო­ვის ამ ქვე­ყა­ნა­ში და­საყ­რდენს.

- თუმ­ცა ჩვენ სრუ­ლი­ად სხვა სუ­რა­თი გვაქვს. პრო­რუ­სუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფი ახერ­ხებს პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ლა­მის მთელ ქვე­ყა­ნა­ში ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­სნას და მა­შინ, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო კი­ე­ვის გვერ­დით დგას, სა­ქარ­თვე­ლო­დან მოს­კოვ­ში მი­დის გა­უ­გე­ბა­რი ხალ­ხის დე­ლე­გა­ცია და ბე­დავს ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ლა­პა­რაკს.

- სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ვე­ლი­ვე ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. ის ხელს უწყობს კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ ჯგუ­ფებს. კი ემიჯ­ნე­ბა და კავ­შირს უარ­ყოფს მათ­თან, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად, კვე­ბავს და ასაზ­რდო­ებს. კონ­ცეფ­ცია, რომ თუ ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, რუ­სე­თი თავს არ დაგ­ვეს­ხმე­ბა და არ ექ­ნე­ბა ჩვენ­თან პრე­ტენ­ზი­აო, კარგ შემ­თხვე­ვა­ში სიბ­რიყ­ვეა, ცუდ­ში კი - სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ბო­ტა­ჟი. ჩვენ მალე შე­იძ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით იმ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ, რაც იყო გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის წინა პე­რი­ოდ­ში, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა და­კარ­გა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სულ ჯგუ­ფებს კვე­ბავს, სულ ცოტა, იმით, რომ მათი შე­ჩე­რე­ბის­თვის არა­ფერს აკე­თებს. შე­ჭა­მეს ტვი­ნი იმის ლა­პა­რა­კით, გა­ხა­რი­ას ფული სა­ი­დან აქ­ვსო, ახლა არ უჩ­ნდე­ბათ კი­თხვა "ალტ-ინ­ფოს" ფული სა­ი­დან აქვს? არ ვიცი, ამას აკე­თე­ბენ იმი­ტომ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ეს ჯგუ­ფე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და და­ვა­ლე­ბუ­ლი არი­ან მათ­გან, თუ უა­რე­სად არის კი­დევ საქ­მე.

შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან ცუ­დად დას­რულ­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნას­წა­რი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და რუ­სე­თი ამას ხე­დავს. კა­რა­სი­ნის შე­ფა­სე­ბე­ბიც ხომ მო­ვის­მი­ნეთ? თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე ჩანს რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­და­ნაც. ამას ხე­და­ვენ და­სავ­ლეთ­შიც. ის, რომ და­სავ­ლე­თი ამა­ზე სა­ჯა­როდ არ ლა­პა­რა­კობს, ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ ვერ ხე­დავს ან ამარ­თლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამას აქვს პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზი - ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა რომ მო­ახ­დი­ნონ, შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მე­ტად უბიძ­გონ რუ­სე­თის­კენ და ამას ერი­დე­ბი­ან.

ჩვენ ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. რკი­ნის ფარ­და ეშ­ვე­ბა ევ­რო­პა­ში, სა­ზღვა­რი სად გა­ივ­ლის, ჯერ არ ვი­ცით, მაგ­რამ მისი დაშ­ვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ვერ ყა­ლიბ­დე­ბი რკი­ნის ფარ­დის რო­მელ მხა­რეს იქ­ნე­ბი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებ ქვე­ყა­ნას, მის მო­მა­ვალს. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nukri tabatadze
0

გახარიამ ფარა მაზაკვალობით იშოვნა!

ლია
3

ალტ ინფო არ მაქვს ჩართული! არ ვიცი ვინ არიან და რა უნდათ, არც მაინტერესებს! მაგრამ ხუხაშვილი თუ აძაგებს, არ იქნებიან ძალიან ცუდი და საშიში, სავარაუდოდ, ვინაიდან ამ ვაი ექსპერტის ობიექტურობაში დარწმუნებული არ ვარ, უფრო სსწორად, არაობიექტურობაში ვარ დარწმუნებული :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა "ალტ-ინფოს" ფული საიდან აქვს?" - ექსპერტი

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა "ალტ-ინფოს" ფული საიდან აქვს?" - ექსპერტი

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თვეზე მეტი გავიდა და სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოკუპანტს მიზნის მიღწევა არ გამოსდის. უკრაინელი ხალხის, არმიისა და ხელისუფლების ერთობლივი ბრძოლა სულ უფრო მეტად აღაფრთოვანებს მსოფლიოს. კვლავაც განხილვის საგანია საქართველოს ხელისუფლების ორმაგი მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომისადმი. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ინტრევიუს ფრაგმენტს:

- უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინაში სისხლი იღვრება საქართველოსთვისაც. რუსეთის გეგმა რომ შესრულებულიყო და უკრაინა დანებებოდა აგრესორს, როგორც კი კოლაბორაციულ ხელისუფლებას დასვამდა კიევში და ხელს მოაწერინებდა ნეიტრალიტეტზე, მეორე დღესვე საქართველო მიიღებდა იმავე წინადადებას და დავდგებოდით უმძიმესი რეალობის წინაშე. ის, რომ დღემდე ეს არ მოხდა, უკრაინელი ხალხის, არმიის, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების გმირობის დამსახურებაა. ამიტომაც არიან ეს ადამიანები არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გმირებიც, რის მიჩქმალვასაც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამ ხალხს კავშირი არა აქვს საქართველოს უსაფრთხოებასთან. ეს წარმოუდგენელი პოლიტიკური უმადურობაა.

რაც შეეხება ხელისუფლების ტაქტიკას, "ქართული ოცნების" ბუნებიდან გამომდინარე, ეს კანონზომიერია, იმიტომ, რომ არა აქვს ფასეულობითი არჩევანი. ვერბალურად, კი ბატონო, დასავლეთში სურთ ინტეგრაცია, მაგრამ მათი დამკვიდრებული მმართველობითი მოდელი არცთუ დასავლურია. მენტალურ ასპექტს რომ გადავხედოთ, თუ როგორ იმართება ქვეყანა, სწორედ რუსული მოდელია. თავიანთ სიმხდალეს, უპრინციპობას პროპაგანდისტულად ფუთავენ და სიფრთხილესა და სიბრძნეს უწოდებენ, რაც სასაცილოა.

მივყვეთ მოვლენების ლოგიკას. რუსეთმა, ისევე როგორც ნებისმიერმა იმპერიამ, მშვენივრად იცის, რომ შეიძლება ქვეყანა დაიპყრო სამხედრო ძალით, მაგრამ თუ იქ ვერ მოძებნე კოლაბორაციული დასაყრდენი, ქვეყნის გრძელვადიანი გაკონტროლება შეუძლებელი ხდება. ეს ძალიან კარგად აჩვენა უკრაინამ. რუსებს ამ ქვეყანაში აქვთ რაღაც ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რადგან დიდწილად კოლაბორაციულ ჯგუფებს ვერ ნახულობენ. ერთადერთი საშუალება, რომ აგრესორს არ გაუჩნდეს იმის ილუზია, შემიძლია დაგიპყრო და სრულად გაგაკონტროლოო, ის არის, რომ აჩვენო საზოგადოების ერთიანობა, აჩვენო, რომ ვერ იპოვის ამ ქვეყანაში დასაყრდენს.

- თუმცა ჩვენ სრულიად სხვა სურათი გვაქვს. პრორუსული, ფაქტობრივად, ძალადობრივი ჯგუფი ახერხებს პარტიის ჩამოყალიბებას და ლამის მთელ ქვეყანაში ფილიალების გახსნას და მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კიევის გვერდით დგას, საქართველოდან მოსკოვში მიდის გაუგებარი ხალხის დელეგაცია და ბედავს ქვეყნის სახელით ლაპარაკს.

- სამწუხაროდ, ყოველივე ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. ის ხელს უწყობს კოლაბორაციულ ჯგუფებს. კი ემიჯნება და კავშირს უარყოფს მათთან, მაგრამ, იმავდროულად, კვებავს და ასაზრდოებს. კონცეფცია, რომ თუ ლოიალურები ვიქნებით, რუსეთი თავს არ დაგვესხმება და არ ექნება ჩვენთან პრეტენზიაო, კარგ შემთხვევაში სიბრიყვეა, ცუდში კი - სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟი. ჩვენ მალე შეიძლება დაახლოებით იმ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო გეორგიევსკის ტრაქტატის წინა პერიოდში, რის გამოც საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა. ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს კვებავს, სულ ცოტა, იმით, რომ მათი შეჩერებისთვის არაფერს აკეთებს. შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა "ალტ-ინფოს" ფული საიდან აქვს? არ ვიცი, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არჩევნებში ეს ჯგუფები ეხმარებოდნენ "ქართულ ოცნებას" და დავალებული არიან მათგან, თუ უარესად არის კიდევ საქმე.

შეიძლება ეს ყველაფერი საქართველოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. ხელისუფლება წინასწარი კაპიტულაციის რეჟიმში მუშაობს და რუსეთი ამას ხედავს. კარასინის შეფასებებიც ხომ მოვისმინეთ? თურმე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს. ეს ყველაფერი ასე ჩანს რუსეთიდან და უკრაინიდანაც. ამას ხედავენ დასავლეთშიც. ის, რომ დასავლეთი ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავს ან ამართლებს საქართველოს ხელისუფლებას. ამას აქვს პრაგმატული მიზეზი - ამაზე რეაგირება რომ მოახდინონ, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას მეტად უბიძგონ რუსეთისკენ და ამას ერიდებიან.

ჩვენ ტექტონიკური ძვრების წინაშე ვდგავართ. რკინის ფარდა ეშვება ევროპაში, საზღვარი სად გაივლის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მისი დაშვება გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში, როცა ვერ ყალიბდები რკინის ფარდის რომელ მხარეს იქნები, მძიმე მდგომარეობაში აგდებ ქვეყანას, მის მომავალს. წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: