საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა... როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის" - ბიძინა კულუმბეგოვი
"რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა... როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ვი­მა­ტოთ მე­სა­მე დოზა, გან­სა­კუთ­რე­ბით 50 წელს ზე­მოთ გა­და­ცი­ლე­ბულ­მა პი­რებ­მა. რო­გორც ჯან­მოს მეს­ვე­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, პან­დე­მი­ის ტო­ტა­ლუ­რი დას­რუ­ლე­ბის­კენ კა­ცობ­რი­ო­ბა შორს არის,- ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე დამ­შვი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს.

"ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. დამ­შვი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით რის­კის ჯგუ­ფებს მო­ვუ­წო­დებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ, კერ­ძოდ, მე­სა­მე დო­ზის­კენ. ჩი­ნურ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 3 დო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სიკ­ვდი­ლის­გან და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის დაც­ვის მხრივ "სი­ნო­ფარ­მის", "სი­ნო­ვა­კის" და "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნას. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ვი­მა­ტოთ მე­სა­მე დოზა, გან­სა­კუთ­რე­ბით 50 წელს ზე­მოთ გა­და­ცი­ლე­ბულ­მა პი­რებ­მა. რო­გორც ჯან­მოს მეს­ვე­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, პან­დე­მი­ის ტო­ტა­ლუ­რი დას­რუ­ლე­ბის­კენ კა­ცო­ბი­რო­ბა შორს არის. ეს წელი იქ­ნე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორ გა­და­ი­თარ­გმნე­ბა ამა თუ იმ ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი, თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ჯერ სტა­ბი­ლუ­რო­ბა გვაქვს, მო­სახ­ლე­ო­ბაც დაღ­ლი­ლია. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­რეთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 80-90 პრო­ცენ­ტი არ ას­რუ­ლებ­და. სა­სურ­ვე­ლია ტრან­სპორ­ტში და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ",- აღ­ნიშ­ნავს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ამას­თან, მან იმ სცე­ნა­რებ­ზე ისა­უბ­რა, რაც ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გა­დატ­ვირ­თვას გა­მო­იწ­ვევს. რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბის ტო­ტა­ლუ­რი მოხ­სნა, ასე­ვე იმუ­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიმი
0

ახალი როკფელერონის ვირუსია

ფ. ტ.
0

აკი წამალი შემოგვაქვსო!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა... როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

"რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა... როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის,- ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, არსებული ეპიდვითარების ფონზე დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს.

"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს. რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ. ჩინურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3 დოზის შემთხვევაში ექვივალენტური მნიშვნელობა აქვს სიკვდილისგან და მძიმე დაავადების დაცვის მხრივ "სინოფარმის", "სინოვაკის" და "ფაიზერის" ვაქცინას. რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობირობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გადაითარგმნება ამა თუ იმ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები, თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ სტაბილურობა გვაქვს, მოსახლეობაც დაღლილია. რეალურად არსებულ რეკომენდაციას გარეთ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტი არ ასრულებდა. სასურველია ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაცია პირნათლად შევასრულოთ",- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

ამასთან, მან იმ სცენარებზე ისაუბრა, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს შემთხვევების მატება, შეზღუდვების ტოტალური მოხსნა, ასევე იმუნიტეტის შესუსტება.