მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი უკრაინაში შეჭრის პარალელურად სასურსათო ომსაც აწარმოებს - რა ემუქრება მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?
რუსეთი უკრაინაში შეჭრის პარალელურად სასურსათო ომსაც აწარმოებს - რა ემუქრება მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ და აგ­რე­სო­რის მიერ ევ­რო­პის შუ­ა­გულ­ში ომის გა­ჩა­ღე­ბამ მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პის ფარ­გლებს გა­რე­თაც აქვს შე­დე­გე­ბი. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ დო­ნე­ზეა, კრემ­ლის ომი საფრ­თხეს უქ­მნის სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნა­ცხდა მან. მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ევ­რო­კავ­ში­რი - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დო­ნო­რი, 2024 წლამ­დე 2.5 მი­ლი­არდ ევ­როს გა­მო­ყოფს, რათა და­ეხ­მა­როს რე­გი­ო­ნებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დნენ სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, მი­ი­ღებს სპე­ცი­ა­ლურ ზო­მებს ევ­რო­პუ­ლი საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე გლო­ბა­ლუ­რი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ახალ საფრ­თხე­ებს ხე­დავს გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც (FAO). მისი მი­მო­ხილ­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი მსოფ­ლი­ო­ში ხორ­ბლის ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რია, უკ­რა­ი­ნა - სი­დი­დით მე­ხუ­თე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს ქე­რის მა­რა­გის 19%-ს, ხორ­ბლის 14%-ს და სი­მინ­დის 4%-ს აწ­ვდის, რაც მსოფ­ლი­ო­ში მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის ერთ მე­სა­მედ­ზე მე­ტია. FAO-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მარ­ცვლე­უ­ლი­სა და ზე­თის მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი­სა და ლო­გის­ტი­კის შე­ფერ­ხე­ბე­ბი, ასე­ვე, რუ­სე­თი­დან ექ­სპორტზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, მსოფ­ლიო სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სუ­რათს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლის.

იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბა უც­ნო­ბია, ამ ორი დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ფერ­ხდე­ბა, შე­საძ­ლოა ამან მსოფ­ლი­ოს სურ­სა­თით მო­მა­რა­გე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნას.

ორ­გა­ნი­ზა­ცია ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს მთა­ვარ რის­კფაქ­ტო­რებ­ზე და ვა­რა­უ­დობს, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ნან­სურ­მა სან­ქცი­ებ­მა შე­საძ­ლოა შე­ზღუ­დოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა და ზრდა, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, კი­დევ უფრო გაზ­რდის ფა­სებს.

"როცა მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 35%-თვის ხორ­ბა­ლი მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქტმა შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და მკვეთ­რად შე­ამ­ცი­როს რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, შეძ­ლე­ბენ თუ არა ამ ხარ­ვე­ზის შევ­სე­ბას ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი. ხორ­ბლის მა­რა­გი უკვე მცირ­დე­ბა კა­ნა­და­ში, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, არ­გენ­ტი­ნა და სხვა ქვეყ­ნე­ბი, ალ­ბათ, ექ­სპორ­ტს შე­ზღუ­და­ვენ, რათა შიგა მოხ­მა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფნ“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ხორ­ბლის რა­ო­დე­ნო­ბა და მი­წო­დე­ბა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე შე­ზღუ­დუ­ლია, მაგ­რამ თვი­თონ FAO-ც ფიქ­რობს, რომ ეს უფრო აფ­რი­კულ და გან­ვი­თარ­დე­ბად ქვეყ­ნებს და­არ­ტყამს. მსოფ­ლი­ო­ში სულ 8 ქვე­ყა­ნაა ხორ­ბლის მიმ­წო­დე­ბე­ლი, აქე­დან დღეს ორი ქვეყ­ნის - უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის პრობ­ლე­მა დგას, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ბაზ­რის 25% უკა­ვია და მათი ამო­ვარ­დნა ბაზ­რი­დან, რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მებს შექ­მნის. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ სი­ტუ­ა­ცია არა­ორ­დი­ნა­ლუ­რია და, შე­სა­ბა­მი­სად, სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს. მსოფ­ლიო კრი­ზი­სის დროს, რო­დე­საც სურ­სა­თის მი­წო­დე­ბა უკვე პრობ­ლე­მუ­რი გახ­და, მათ­ზე ფა­სე­ბის ზრდაც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მთავ­რო­ბე­ბი უნდა შე­ე­ცა­დონ, ხელი შე­უ­წყონ იმ­პორ­ტი­ო­რებს და უფრო მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რონ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი თავ­დაც­ვა იქ­ნე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

რო­გორც ambebi.ge-ს ეკო­ნო­მის­ტი, პრო­ფე­სო­რი ლადო პა­პა­ვა ეუბ­ნე­ბა, და­სავ­ლეთ­ში გა­მო­მა­ვალ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში თან­და­თან მკვიდ­რდე­ბა ტერ­მი­ნი - სა­სურ­სა­თო ომი, რაც ზუს­ტად ასა­ხავს იმას, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს სურ­სა­თის პრობ­ლე­მა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს და ეს გა­სა­გე­ბი­ცაა - რუ­სეთს აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტში.

"ვიდ­რე ეს ომი და უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი და­ი­წყე­ბო­და, სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზი­უ­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი იყო. ხორ­ბალს თუ ავი­ღებთ, უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი ერ­თად აწარ­მო­ებ­დნენ მსოფ­ლიო ხორ­ბლის სა­დღაც 15%-მდე, ექ­სპორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა, ორი­ვე - მსოფ­ლიო ექ­სპორ­ტის 25%-ზე მეტს. ეს ძალ­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ახლა, ომის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია, უკ­რა­ი­ნა ექ­სპორ­ტი­ო­რი ვერ იქ­ნე­ბა. მე­ტიც, მას თუ ხორ­ბლის რამე მა­რა­გი აქვს, ის შიგა მოხ­მა­რე­ბის­თვის, ანუ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად დას­ჭირ­დე­ბა. ხოლო რუ­სე­თი ამ ხორ­ბალს, პრაქ­ტი­კუ­ლად, იყე­ნებს რო­გორც ია­რაღს. ყი­რი­მის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა გა­აძ­ლი­ე­რა მარ­ცვლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა, მისი ექ­სპორ­ტი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა მსოფ­ლიო ექ­სპორ­ტს მო­აკ­ლდე­ბა მე­ო­თხე­დი - 25%, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მი­წო­დე­ბა შემ­ცირ­დე­ბა, ფა­სე­ბი კი გა­იზ­რდე­ბა. რუ­სე­თი რის ექ­სპორ­ტსაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, იმას და­ა­დებს ძა­ლი­ან დიდ ფასს, თუ არა და, არ გა­ი­ტანს და ამი­თაც გა­იზ­რდე­ბა ფა­სე­ბი. ამი­ტომ გჩნდა ასე­თი ახა­ლი ტერ­მი­ნი - სა­სურ­სა­თო ომი. ეს ტერ­მი­ნი ნელ-ნელა მკვიდ­რდე­ბა და­სავ­ლეთ­ში გა­მო­მა­ვალ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში, რაც ზუს­ტად ასა­ხავს იმას, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს სურ­სა­თის პრობ­ლე­მა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ეს ჩემ­თვის გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან რუ­სეთს აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტში. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა მოხ­დე­ბა ხორ­ბალ­ზე? რა თქმა უნდა, ხორ­ბალ­ზე ფა­სე­ბი გა­იზ­რდე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს აი­სა­ხე­ბა პუ­რის ფას­ზე. ეს არის გარ­და­უ­ვა­ლი მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით იქ­ნე­ბა. ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა უნდა მოხ­დეს ისე­თი ამ ეტაპ­ზე, რომ ეს ასე არ მოხ­დეს“.

ეკო­ნო­მის­ტის თქმით, ძალ­ზე ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სი, რე­ზერ­ვი, რათა გავ­ზარ­დოთ ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რა თქმა უნდა, მი­დის ახა­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბაც.

"აქამ­დე გლო­ბა­ლუ­რად ვსა­უბ­რობ­დი, ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. რა თქმა უნდა, აქაც გაძ­ვირ­დე­ბა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი და გაძ­ვირ­დე­ბა პუ­რიც, მაგ­რამ ხორ­ბა­ლი არის მთა­ვა­რი, მით უფრო, ჩვენ თით­ქმის სრუ­ლად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ იმ­პორტზე. რუ­სეთ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ა­ჩე­რა ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი, ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აძ­ვი­რა მა­შინ, როცა ფქვი­ლის ექ­სპორტზე ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი ტი­პის გაძ­ვი­რე­ბა არ არის, რაც ას­ტი­მუ­ლი­რებს ფქვი­ლის ექ­სპორ­ტს რუ­სე­თი­დან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­ში წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი უნდა გა­ჩერ­დნენ - სჯობს ფქვი­ლი შე­მო­ი­ტა­ნო, უფრო იაფი იქ­ნე­ბა, პუ­რის ფასი რომ არ გა­გიძ­ვირ­დეს და გა­ა­ჩე­რო წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი. ეს აი­სა­ხა კი­დეც ქარ­თულ იმ­პორტზე, ამი­ტომ აქ ძალ­ზე ბევ­რი სა­მუ­შა­ოა, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის კუ­თხით. ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სი, რე­ზერ­ვი, რათა გავ­ზარ­დოთ ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს სრუ­ლად ვა­წარ­მო­ებ­დეთ იმ რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ბალს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იმ­პორ­ტი შე­ვამ­ცი­როთ. ამას­თან, რა თქმა უნდა, მი­დის ახა­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა - მაგ. სა­ინ­ტე­რე­სოა ყა­ზა­ხე­თი­დან მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორ­ტი, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყა­ზა­ხე­თი რუ­სეთ­თან ერ­თად ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის წევ­რია და ამან შე­იძ­ლე­ბა ის გა­მო­იწ­ვი­ოს, რომ რუ­სეთ­მა ყა­ზა­ხეთს მო­თხო­ვოს გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის და­წე­სე­ბა და გვრჩე­ბა ძი­რი­თა­დად, მექ­სი­კუ­რი, ამე­რი­კუ­ლი, თუ კა­ნა­დუ­რი ხორ­ბა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დურ ხორ­ბალს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხი­საა და თუ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას პა­ტივს ვცემთ, ჯო­ბია, ინ­დუ­რი ხორ­ბა­ლი არ შე­მო­ვი­ტა­ნოთ.

პან­დე­მია ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და არც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინფლა­ცია - დაძ­ლე­უ­ლი. ამას და­ე­მა­ტა უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი და და­სავ­ლე­თის მიერ რუ­სეთ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ეს გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, შე­იმ­სუ­ბუ­ქოს მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ჩი­ნე­თის, ინ­დო­ე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შია, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სეთ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი, თვალ­სა­ჩი­ნოა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ასე ჩანს, რომ იქ შე­მოდ­გო­მით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. ჩვენ, ეკო­ნო­მის­ტებს გვაქვს ასე­თი კრი­ტე­რი­უ­მი - სულ ცოტა 3 კვარ­ტა­ლი უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი რომ ჩა­ით­ვა­ლოს, სამი კი­ვარ­ტა­ლი კი 9 თვეა“.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

კი მაქვს სოფელში კარგი მიწის ნაკვეთი, მაგრამ ვერ ვამუშავებ, არავინაა დამმუშავებელი, არ არის მოხვნა დათესვა იოლი, თოხსა და ბარზეა დარჩენილი მოსახლეობა, ადრე კომუნისტების დროს --ყვაოდა სოფელი, ხალხმრავლობა იყო, მუშახელი არ აკლდა, ახლა დაცარიელებულია ახალგაზრდებისგან, ვინც დარჩა -თავისი ნაკვეთების მოხვნა დათესვა უჭირთ. მოხუცები ვერ მუშაობენ--- ადიგენშიცკი, სადაც კარგი ნიადაგია--მიწის ნაკვეთების უმეტესობა დაუმუშავებელი რჩება, ამას უნდა ეშველოს რამე! ი ფ ი ქ რ ე მთავრობავ, მოგვაშველე ზომები, რომ მიწის ნაკვეთებისგან მივიღოთ პროდუქტი---ქონება სასიკეთოდ გამოვიყენოთ! ასარიდებელია შიმშილობის საშინელება.

nat
0

e.i.xorblis samshoblo varto.14 saxeonis corbali midiso.da ratom vart damokidebuli rusetze?!amdeni autvisebeli saxnav satesi miwebia?!vin unda daamushao?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რუსეთი უკრაინაში შეჭრის პარალელურად სასურსათო ომსაც აწარმოებს - რა ემუქრება მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

რუსეთი უკრაინაში შეჭრის პარალელურად სასურსათო ომსაც აწარმოებს - რა ემუქრება მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და აგრესორის მიერ ევროპის შუაგულში ომის გაჩაღებამ მსოფლიოს მრავალი მიმართულებით შეუქმნა პრობლემები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე დღის წინ, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსალოდნელ პრობლემებზე ისაუბრა.

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები. ჰუმანიტარული საჭიროებები რეკორდულად მაღალ დონეზეა, კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში“, - განაცხდა მან. მისივე თქმით, მსოფლიოში სურსათის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად, ევროკავშირი - მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დონორი, 2024 წლამდე 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს, რათა დაეხმაროს რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე, მიიღებს სპეციალურ ზომებს ევროპული საკვების წარმოების გაზრდის მიზნით.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალ საფრთხეებს ხედავს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაც (FAO). მისი მიმოხილვის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ქერის მარაგის 19%-ს, ხორბლის 14%-ს და სიმინდის 4%-ს აწვდის, რაც მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ერთ მესამედზე მეტია. FAO-ში მიიჩნევენ, რომ მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, ასევე, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.

იქედან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის მიმდინარე კონფლიქტის ინტენსიურობა და ხანგრძლივობა უცნობია, ამ ორი დიდი ექსპორტიორი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო აქტივობები კი სავარაუდოდ შეფერხდება, შესაძლოა ამან მსოფლიოს სურსათით მომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მთავარ რისკფაქტორებზე და ვარაუდობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურმა სანქციებმა შესაძლოა შეზღუდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება და ზრდა, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო გაზრდის ფასებს.

"როცა მსოფლიოს მოსახლეობის 35%-თვის ხორბალი მთავარი საკვებია, მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება სწრაფად და მკვეთრად შეამციროს რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ამ ხარვეზის შევსებას ექსპორტიორები. ხორბლის მარაგი უკვე მცირდება კანადაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა და სხვა ქვეყნები, ალბათ, ექსპორტს შეზღუდავენ, რათა შიგა მოხმარება უზრუნველყოფნ“, - ნათქვამია დასკვნაში.

ეკონომიკის ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, ხორბლის რაოდენობა და მიწოდება მსოფლიო ბაზარზე შეზღუდულია, მაგრამ თვითონ FAO-ც ფიქრობს, რომ ეს უფრო აფრიკულ და განვითარდებად ქვეყნებს დაარტყამს. მსოფლიოში სულ 8 ქვეყანაა ხორბლის მიმწოდებელი, აქედან დღეს ორი ქვეყნის - უკრაინა-რუსეთის პრობლემა დგას, რომელსაც მსოფლიო ბაზრის 25% უკავია და მათი ამოვარდნა ბაზრიდან, რა თქმა უნდა, პრობლემებს შექმნის. მსოფლიო ეკონომიკური ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ სიტუაცია არაორდინალურია და, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამები უნდა არსებობდეს. მსოფლიო კრიზისის დროს, როდესაც სურსათის მიწოდება უკვე პრობლემური გახდა, მათზე ფასების ზრდაც გარდაუვალი იქნება, ამიტომ მთავრობები უნდა შეეცადონ, ხელი შეუწყონ იმპორტიორებს და უფრო მეტად განავითარონ ადგილობრივი წარმოება, რაც ყველაზე რეალური თავდაცვა იქნება ამ სიტუაციაში.

როგორც ambebi.ge-ს ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა ეუბნება, დასავლეთში გამომავალ პუბლიკაციებში თანდათან მკვიდრდება ტერმინი - სასურსათო ომი, რაც ზუსტად ასახავს იმას, რომ რუსეთი ცდილობს სურსათის პრობლემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ეს გასაგებიცაა - რუსეთს აქვს გარკვეული უპირატესობა მარცვლეულის ექსპორტში.

"ვიდრე ეს ომი და უკრაინის კრიზისი დაიწყებოდა, სურსათის წარმოების თვალსაზრისით, რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში საკმაოდ სერიოზიული ექსპორტიორი ქვეყნები იყო. ხორბალს თუ ავიღებთ, უკრაინა და რუსეთი ერთად აწარმოებდნენ მსოფლიო ხორბლის სადღაც 15%-მდე, ექსპორტს რაც შეეხება, ორივე - მსოფლიო ექსპორტის 25%-ზე მეტს. ეს ძალზე დიდი მაჩვენებელია. ახლა, ომის გამო, ბუნებრივია, უკრაინა ექსპორტიორი ვერ იქნება. მეტიც, მას თუ ხორბლის რამე მარაგი აქვს, ის შიგა მოხმარებისთვის, ანუ საკუთარი მოსახლეობის გამოსაკვებად დასჭირდება. ხოლო რუსეთი ამ ხორბალს, პრაქტიკულად, იყენებს როგორც იარაღს. ყირიმის კონფლიქტის შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა მარცვლეულის წარმოება, მისი ექსპორტი და წარმოიდგინეთ, ახლა მსოფლიო ექსპორტს მოაკლდება მეოთხედი - 25%, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდება შემცირდება, ფასები კი გაიზრდება. რუსეთი რის ექსპორტსაც განახორციელებს, იმას დაადებს ძალიან დიდ ფასს, თუ არა და, არ გაიტანს და ამითაც გაიზრდება ფასები. ამიტომ გჩნდა ასეთი ახალი ტერმინი - სასურსათო ომი. ეს ტერმინი ნელ-ნელა მკვიდრდება დასავლეთში გამომავალ პუბლიკაციებში, რაც ზუსტად ასახავს იმას, რომ რუსეთი ცდილობს სურსათის პრობლემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს ჩემთვის გასაგებიცაა, რადგან რუსეთს აქვს გარკვეული უპირატესობა მარცვლეულის ექსპორტში. ამ შემთხვევაში რა მოხდება ხორბალზე? რა თქმა უნდა, ხორბალზე ფასები გაიზრდება და საბოლოო ჯამში, ეს აისახება პურის ფასზე. ეს არის გარდაუვალი მსოფლიო ტენდენცია, რომელიც დიდი ალბათობით იქნება. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა უნდა მოხდეს ისეთი ამ ეტაპზე, რომ ეს ასე არ მოხდეს“.

ეკონომისტის თქმით, ძალზე ბევრი სამუშაოა ადგილობრივი წარმოების გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსი, რეზერვი, რათა გავზარდოთ ხორბლის წარმოება. ამასთანავე, რა თქმა უნდა, მიდის ახალი ბაზრების მოძიებაც.

"აქამდე გლობალურად ვსაუბრობდი, ახლა რაც შეეხება საქართველოს. რა თქმა უნდა, აქაც გაძვირდება სასურსათო პროდუქტები და გაძვირდება პურიც, მაგრამ ხორბალი არის მთავარი, მით უფრო, ჩვენ თითქმის სრულად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. რუსეთმა, პრაქტიკულად, შეაჩერა ხორბლის ექსპორტი, ზოგიერთი მიმართულებით გააძვირა მაშინ, როცა ფქვილის ექსპორტზე ჯერჯერობით ისეთი ტიპის გაძვირება არ არის, რაც ასტიმულირებს ფქვილის ექსპორტს რუსეთიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში წისქვილკომბინატები მუშაობენ, საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატები უნდა გაჩერდნენ - სჯობს ფქვილი შემოიტანო, უფრო იაფი იქნება, პურის ფასი რომ არ გაგიძვირდეს და გააჩერო წისქვილკომბინატები. ეს აისახა კიდეც ქართულ იმპორტზე, ამიტომ აქ ძალზე ბევრი სამუშაოა, უწინარეს ყოვლისა, ადგილობრივი წარმოების გაზრდის კუთხით. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსი, რეზერვი, რათა გავზარდოთ ხორბლის წარმოება. ეს არ ნიშნავს სრულად ვაწარმოებდეთ იმ რაოდენობით ხორბალს, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ იმპორტი შევამციროთ. ამასთან, რა თქმა უნდა, მიდის ახალი ბაზრების მოძიება - მაგ. საინტერესოა ყაზახეთიდან მარცვლეულის იმპორტი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყაზახეთი რუსეთთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და ამან შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ რუსეთმა ყაზახეთს მოთხოვოს გარკვეული ბარიერების დაწესება და გვრჩება ძირითადად, მექსიკური, ამერიკული, თუ კანადური ხორბალი. რაც შეეხება ინდურ ხორბალს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და თუ ჩვენს მოსახლეობას პატივს ვცემთ, ჯობია, ინდური ხორბალი არ შემოვიტანოთ.

პანდემია ჯერ დასრულებული არ არის და არც პანდემიით გამოწვეული ინფლაცია - დაძლეული. ამას დაემატა უკრაინის კრიზისი და დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციური პროცესები მთელს მსოფლიოში გაგრძელდება, ეს გარდაუვალი პროცესია. რაც შეეხება რუსეთს, ის ყველანაირად ცდილობს, შეიმსუბუქოს მდგომარეობა, გამოიყენოს ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მიმართულება. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია, მაგრამ პრაქტიკულად, რუსეთში უკვე დაწყებულია სავალუტო კრიზისი, თვალსაჩინოა ფინანსური კრიზისი და დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს, რომ იქ შემოდგომით ჩამოყალიბდება სრულფასოვანი ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ, ეკონომისტებს გვაქვს ასეთი კრიტერიუმი - სულ ცოტა 3 კვარტალი უნდა იყოს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური კრიზისი რომ ჩაითვალოს, სამი კივარტალი კი 9 თვეა“.