საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ისტორიებს და სხვადასხვა ამბებს ფრონტის ხაზიდან,
ამჯერად კი ოქრუაშვილი იმის შესახებ წერს, რომ უკრაინის ომში მიღებულ გამოცდილებას იმ ომში გამოიყენებს, რომელიც შესაძლოა საქართველოს რუსეთთან მოუწიოს.
"ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ასეთი ძვირფასი რაც ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ მაჩუქა, იშვიათად. ალბათ 25-ოდე წელი კიდევ ვიცოცხლებ და ამ დროის განმავლობადი ერთი ომი მაინც აუცილებლად კიდევ მოგვიწევს რუსებთან და აუცილებლად გამოვიყენებ უკრაინის საჩუქარს - რუსებთან ომის გამოცდილებას", - წერს ოქრუაშვილი.