ავტორი:

რომან აბრამოვიჩი და უკრაინელი სამშვიდობო მომლაპარაკებლები შესაძლოა, მოწამლეს -  The Wall Street Journal

რომან აბრამოვიჩი და უკრაინელი სამშვიდობო მომლაპარაკებლები შესაძლოა, მოწამლეს -  The Wall Street Journal

რომან აბრამოვიჩს და უკრაინელ სამშვიდობო მომლაპარაკებლებს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ინფორმაციას The Walls Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მათ მოწამვლის ნიშნები სწორედ კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ აღმოაჩნდათ.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩს და უკრაინული დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ისეთი სიმპტომები განუვითარდათ, როგორიცაა თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახისა და ხელების არეში. გამოცემის თანახმად, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრიტანული მედიასაშუალება წერს, რომ სავარაუდო მოწამვლის მიზანია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის და ომის შესაძლო დასრულების ჩაშლა. გამოცემა აბრამოვიჩთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსი ოლიგარქისთვის უცნობია ვინ იმოქმედა მათ წინააღმდეგ.

ბრიტანული მედიის ცნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ რთულია იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები - ეს შეიძლება ყოფილიყო ქიმიური ან ბიოლოგიური ტიპის მოწამვლა ან ელექტრომაგნიტური გამოსხივების რადიაციული შეტევა.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, მაქს კოლჩესტერის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა შუამავლის როლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.