ავტორი:

"თქვენ ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ კოსმონავტი" - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

"თქვენ ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ კოსმონავტი" - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მსხდომი პირები პერიოდულად ტაშით ხვდებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ "ესენი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის "შნირები“ არიან", დამსწრეთა მხრიდან კვლავ ტაში მოჰყვა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულის შემდებ ბრალდების მხარემ მოითხოვა პირის იდენტიფიცირება, რასაც სააკაშვილმა რეპლიკით - "ვაიმე, გული არ გაუხეთქოთ ვინმეს", უპასუხა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიხეილ სააკაშვილს გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავს განმარტებებს შემდეგ პროცესზე აღარ მიიღებს.

აღნიშნულს სააკაშვილმა კვლავ რეპლიკით უპასუხა - "თქვენ სასამართლო ისევე ხართ, როგორც მე ვარ კოსმონავტი".

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილმა მწვავე განცახდებების შემდეგ დატოვა. სხდომა დატოვეს მისმა მხარდამჭერებმაც.

იხილეთ ასევე: