ავტორი:

"ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი. უბრალოდ, არ გრცხვენია?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ნადირაძე სოცქსელში?

"ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი. უბრალოდ, არ გრცხვენია?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ნადირაძე სოცქსელში?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე ტელეკომპანია “მთავარის” გენდირექტორს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა, რის მიზეზიც გახდა გვარამიას პოსტი, რომელიც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, დანილოვის თქმით, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებაზე ზრუნვას, ეს უკრაინას დაეხმარებოდა."თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“, - განაცხადა დანილოვმა.

ამის თაობაზე გვარამიამ დაწერა:

”დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი” მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.

მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები".

პოსტს მაია ნადირაძე გამოეხმაურა, გთავაზობთ ყოფილი თანაგუნდელებს შორის გამართულ დიალოგს:

მაია ნადირაძე:

"მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს… რომ ეს ნათქვამი “ დახოცილებში შეხიდებაა” და სხვა არაფერი…ძალიან ვერიდები შენთან კამათს, მაგრამ ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება. რავი, დაფიქრდი მაინც - ოპტიმალური მომენტის გამოყენება საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად “ დახოცილებში შეხიდებაა”?! "ქოცხროვას" რომ არაფერი შეუძლია ვიცით, მაგრამ შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი) პოლიტიკური "გაპრავება" რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები".

ნიკა გვარამია:

"საოცარი კომენტარია, მაია. გმადლობთ. "ქოცხროვა" რომ გყავს ხელისუფლებაში და საომრად მიდიხარ, ეგ ცალკე საკითხია.

p.s. გარემოცვა ჯობია შენ გაიჩინო, რომელიც გეტყვის რომ კანტის კატეგორიული იმპერატივებით არ იღაღადო".

მაია ნადირაძე:

"ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო. რაკიღა აგდებული ტონი აირჩიე, კი იმსახურებ შესაბამისად გიპასუხო, მაგრამ ახლა მეზარება “უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა.ჩემი გარემოცვა რომ არ მოგწონს და საკუთარით აღფრთოვანებული ხარ, ეგ ცალკე ამბავია…"

ნიკა გვარამია:

"არც ვაპირებ ამ დისკუსიის გაგრძელებს. შენი კომენტარის ტონს შეხედე და მერე მელაპარაკე ტონზე. რაც შეეხება შენს გარემოცვას, არც ვიცოდი თუ გყავდა. რაც შეეხება უშეცდომოს და შეუპოვარს, უშეცდომო არავინ არაა, შეუპოვარი ნამდვილად ვარ. აი, შენ სად ხარ და რა ხარ, სხვების ჭკუის დამრიგებლის გარდა, მაგაში გაერკვიე და მერე დაარიგე ჭკუა სხვებს და მოთხოვე მოქმედება, საკუთარ ტახტზე მოკალათებულმა".

მაია ნადირაძე:

"უიმეე, სად გინდა რომ ვიყო?! ოდესმე რამეზე უკან დამიხევია? რეებს წერ? შენ როგორ მეუბნები მაგას, რომელმაც ყველაფერი იცი ჩემზე?! შენ ხარ საერთოდ?! ალბათ სხვა წერს შენს მაგივრად, იმიტომ რომ წესით უნდა იცოდე, კანტის იმპერატიული კატეგორიები დამრიგებულ ან კატეგორიულ ტონს კი არ ნიშნავს, არამედ მორალს, როგორც იმპერატიულ კატეგორიას ცხოვრებაში. ეს რომ აღარ გახსოვს იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ".

ნიკა გვარამია:

"არ ვაპირებ მაია დისკუსიის გაგრძელებას. ჩემი შენდამი დამოკიდებულების და ყველაფერ იმის გამო, რაც ერთად გაგვივლია. კანტი მე წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე. მოყოლით არ ვიცი. ვერ ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, ისე..."

მაია ნადირაძე:

"ნუ, ხიდაშელი- მარგველაშვილი - ბესელია - ხუხაშვილის და იგენის კიდო დონეს ვერ ვქაჩავ, მარა უინტელექტობას არ უჩივიან. უბრალოდ, მაგათსავით კრამიტებს ვერ ლეწავენ. თქვენსავით მეც კი მყავს ხიხო დამარცხებული".

ნიკა გვარამია:

"შენ ვის დონეს ქაჩავ, რაზე არ დაგიხევია და ვინ დაგიმარცხებია, კიდევ რა გაგიკეთებია, ეგ არავინ იცის, მას მერე, რაც სად იყო და სად არა, ენერგეტიკის რეგულირების დარგის სპეციალისტი გახდი. თბილ სახლში ზიხარ, კომბლებს თლი და ჭერში აწყობ. კიდევ მორალისტობ გაუთავებლად და, შიგადაშიგ, ტრამპი რა დიდებულია, ამ ბოდვას ავითარებ. მოკითხვა ბაიდენისგან და იმათგან, ვინც შეუპოვრად იბრძვის და დივანის სიმაღლიდან არ გადმოყურებს სამყაროს".

მაია ნადირაძე:

"ჰოო, ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი.უბრალოდ, არ გრცხვენია? ეს რეები დაწერე?"

ნიკა გვარამია:

"შენ პირველ კომენტარს მიუბრუნდი, მერე დანარჩენებს გადახედე და სირცხვილზე მერე ვილაპარაკოთ. მსგავსი ჩემთვის კაი ხანია არავის მოუწერია. “მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს … შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი) პოლიტიკური გაპრავება რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები…. ახლა მეზარება “უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა. თქცვენსავით მეც დავამრცხე ხიხო”, ამეების მომწერთან, პაექრობის კი არა, კომუნიკაციის გაგრძელებას არ ვაპირებ საერთოდ.

p.s. “ჰოო, ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი”. აქ საერთოდ კომენტარიც ზედმეტია. რაღაზე უნდა გელაპარაკო ან რატომ?"

იხილეთ ასევე: