Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?!" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე?
"გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!  პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?!" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე?

"პუ­ტინ­მა ისე­თი რამ ჩა­ი­დი­ნა, რომ უკან და­სა­ხე­ვი გზა აღა­რა­ვის და­უ­ტო­ვა... მერე რა, რომ დიდი პო­ლი­ტი­კაა? - ისე­თი რამ არ უნდა ქნა, გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არ­სე­ბობ­დეს და ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლიც აღარ გქონ­დეს! სა­ში­ნე­ლე­ბაა, რაც ხდე­ბა და სა­ერ­თოდ, გო­ი­მე­ბის დო­ღია, რა!", - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ზურა ყიფ­ში­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტებ­საც გთა­ვა­ზობთ:

- სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ რამ­დე­ნად იგ­რძნო­ბა?

- ჩვენს ქვე­ყა­ნას რაც შე­უძ­ლია თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ და­ი­წყებს?! მე არა­ვის­კენ არ ვარ, სი­მარ­თლის­კენ მინ­და ვიყო, მაგ­რამ საფ­რან­გე­თი ვერ ერე­ვა ბო­ლომ­დე მაგ ამ­ბავ­ში და სა­ქარ­თვე­ლომ რა უნდა გა­ა­კე­თოს?! აბა, მა­შინ, ავი­ყა­როთ მთე­ლი ერი და წა­ვი­დეთ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად! ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას ვაგ­ზავ­ნით, ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია! რა სან­ქცი­ე­ბი უნდა და­ვუ­წე­სოთ ჩვენ რუ­სეთს, სად გვაქვს ჩვენ სა­სან­ქცი­ოდ საქ­მე?! რაც შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თებთ და მე­ტის თავი ჩვენ არ გვაქვს!..

- პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მხა­რეს მყოფ ქარ­თველ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე რას იტყო­დით?

- ვე­რაფ­რით წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა ვინ­მე პუ­ტი­ნის­კენ იყოს, თუ რამ გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია არ აქვს! თიკა კან­დე­ლა­კი რა­საც ამ­ბობს, კი ვი­ცით, მაგ­რამ სოსო პავ­ლაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა არ მო­მის­მე­ნია და ვე­რა­ფერს გე­ტყვით... ყვე­ლამ თა­ვის გულ­ში ჩა­ი­ხე­დოს, სა­ნამ რა­მეს იტყვი­ან! მე არ ვიცი, ახლა იქ რა სი­ტუ­ა­ცი­აა და ვის რას აი­ძუ­ლე­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გარ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა პრო­ტეს­ტით და­ან­გრი­ეს თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რა და გა­იქ­ცნენ... ყველ­გა­ნაა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხალ­ხი - ცუ­დე­ბი, კარ­გე­ბი!

მე პან­დე­მი­ამ­დე და­ვას­რუ­ლე გა­და­ღე­ბე­ბი მოს­კოვ­ში... ორ სე­რალ­ში გა­და­მი­ღეს და ერთ-ერთი ახლა გა­დის პირ­ველ არხზე... მერე გაგ­რძე­ლე­ბაც იყო, მაგ­რამ გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­მეძ­ლო და ვთქვი, რა მი­ზე­ზიც გინ­დათ მო­ი­გო­ნეთ, მე აქ ვე­ღარ ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი. დიდ პრო­ექ­ტზე ვთქვი უარი, მაგ­რამ გული არ მწყდე­ბა! მერე არც ყო­ფი­ლა რამე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

ჩემი ერთი რუსი მე­გო­ბა­რი რუ­სე­თი­დან გა­იქ­ცა სამ შვილ­თან ერ­თად და ახლა რი­გა­შია... სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ბევ­რი რუსი მე­გო­ბა­რი დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის. 1970-ია­ნებ­ში, ინ­სტი­ტუ­ტში ერ­თად ვსწავ­ლობ­დით და მას შემ­დეგ, დიდი დრო გა­ვი­და.

ეს ომი რომ და­ი­წყო, ერთ რუს მე­გო­ბარს მივ­წე­რე და მი­თხრა, წა­სუ­ლი ვარ რუ­სე­თი­დან, რად­გან ჩემ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მე მო­მა­ტყუა, რო­მელ­საც პა­ტივს ვცემ­დი და მხარს ვუ­ჭერ­დი, ამი­ე­რი­დან ვე­ღარ ვენ­დო­ბი, მე­ში­ნია, ბავ­შვებს რამე არ შე­ემ­თხვეს და ქვეყ­ნი­დან წა­ვე­დიო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოეეეეეე
6

აღიარეთ ახლა ვინ და რატომ გააღვიძეთ ეს ყმაწვილი?

ქეთი
14

ვიმ გეძალევა რომ ილაპარაკო, გაჩუმდი , გაჩუმდიიი. არასდროს გქონიატვინის ნატამალი. გაჩუმდი - კარგი მინდა შენთვის და მიხედე ცოლს, შვილებს და შვილიშვილებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?!" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე?

"გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!  პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?!" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე?

"პუტინმა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაუტოვა... მერე რა, რომ დიდი პოლიტიკაა? - ისეთი რამ არ უნდა ქნა, გამოსავალი აღარ არსებობდეს და ბოდიშის მოსახდელიც აღარ გქონდეს! საშინელებაა, რაც ხდება და საერთოდ, გოიმების დოღია, რა!", - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ფრაგმენტებსაც გთავაზობთ:

- საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რამდენად იგრძნობა?

- ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია თანაგრძნობას გამოხატავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ დაიწყებს?! მე არავისკენ არ ვარ, სიმართლისკენ მინდა ვიყო, მაგრამ საფრანგეთი ვერ ერევა ბოლომდე მაგ ამბავში და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! აბა, მაშინ, ავიყაროთ მთელი ერი და წავიდეთ უკრაინაში საომრად! ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, ვისაც რა შეგვიძლია! რა სანქციები უნდა დავუწესოთ ჩვენ რუსეთს, სად გვაქვს ჩვენ სასანქციოდ საქმე?! რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და მეტის თავი ჩვენ არ გვაქვს!..

- პუტინის რუსეთის მხარეს მყოფ ქართველ ხელოვანებზე რას იტყოდით?

- ვერაფრით წარმომიდგენია, ახლა ვინმე პუტინისკენ იყოს, თუ რამ გამოუვალი სიტუაცია არ აქვს! თიკა კანდელაკი რასაც ამბობს, კი ვიცით, მაგრამ სოსო პავლაშვილის მხარდასაჭერი განცხადება არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით... ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, სანამ რამეს იტყვიან! მე არ ვიცი, ახლა იქ რა სიტუაციაა და ვის რას აიძულებენ, მაგრამ ძალიან მაგარმა ხელოვანებმა პროტესტით დაანგრიეს თავიანთი კარიერა და გაიქცნენ... ყველგანაა სხვადასხვანაირი ხალხი - ცუდები, კარგები!

მე პანდემიამდე დავასრულე გადაღებები მოსკოვში... ორ სერალში გადამიღეს და ერთ-ერთი ახლა გადის პირველ არხზე... მერე გაგრძელებაც იყო, მაგრამ გაჩერება აღარ შემეძლო და ვთქვი, რა მიზეზიც გინდათ მოიგონეთ, მე აქ ვეღარ ჩამოვალ-მეთქი. დიდ პროექტზე ვთქვი უარი, მაგრამ გული არ მწყდება! მერე არც ყოფილა რამე შემოთავაზება.

ჩემი ერთი რუსი მეგობარი რუსეთიდან გაიქცა სამ შვილთან ერთად და ახლა რიგაშია... სამწუხაროდ, ჩემი ბევრი რუსი მეგობარი დღეს ცოცხალი აღარ არის. 1970-იანებში, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით და მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა.

ეს ომი რომ დაიწყო, ერთ რუს მეგობარს მივწერე და მითხრა, წასული ვარ რუსეთიდან, რადგან ჩემმა პრეზიდენტმა მე მომატყუა, რომელსაც პატივს ვცემდი და მხარს ვუჭერდი, ამიერიდან ვეღარ ვენდობი, მეშინია, ბავშვებს რამე არ შეემთხვეს და ქვეყნიდან წავედიო. წაიკითხეთ სრულად