ავტორი:

საკითხები, რომელსაც უნივერსიტეტის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ

საკითხები, რომელსაც უნივერსიტეტის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ

თუ თქვენი შვილი აბიტურიენტია, ალბათ ბევრი კითხვა გიტრიალებთ თავში. როგორ ავარჩიოთ უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამა? რა კრიტერიუმები გავითვალისწინოთ? რას უნდა ველოდოთ უნივერსიტეტისგან? როგორი უნდა იყოს მისი ინფრასტრუქტურა? გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას შეძლებს? დაფინანსებას როგორ მიიღებს? სწავლის დამთავრების შემდეგ ადვილად დასაქმდება?..

თითოეულ ამ დეტალზე კონცენტრირება მარტივი არაა და შეიძლება თქვენს გონებაში სრული ქაოსიც კი იყოს. სწორედ ამიტომ დაგეხმარებით იმ კითხვებისა და პასუხების მოძიებაში, რომლებსაც სასწავლო პროგრამის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ. საკითხში მარტივად გასარკვევად, თითოეულ საკითხს საქართველოში ახალგახსნილი ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალის მაგალითზე განვიხილავთ. უნივერსიტეტის შერჩევა იმ პრინციპით მოხდა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონში ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი იხსნება და ის არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს ახორციელებს.

ვინ იქნებიან ლექტორები?

ეს საკითხი, ფაქტობრივად, განსაზღვრავს უნივერსიტეტში სწავლების დონეს. თუ კომპეტენტური ლექტორები არ უძღვებიან სასწავლო პროგრამებს, მაშინ რაც უნდა კარგად იყოს ის შედგენილი, სტუდენტი სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. ლექტორებზე დამოკიდებულია ის, თუ რამდენად შეუყვარდება თქვენს შვილს მომავალი პროფესია, რამდენად კარგად აღიქვამს მის უპირატესობებს და, რაც მთავარია, ზოგადად რამდენად კარგად გაიგებს ამა თუ იმ საგნის აზრს.

ვებსტერის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამებს უძღვებიან ის ლექტორები, რომლებიც ვებსტერის სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებში ასწავლიან. ეს კი სწავლების მაღალი სტანდარტის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

სასწავლო პროგრამები როგორაა შედგენილი?

სასწავლო პროგრამების შეფასების დროს უნდა შეამოწმოთ: მხოლოდ თეორიული ნაწილისგან შედგება თუ ის თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული დავალებების სინთეზია, რამდენად თანამედროვეა ის და ამა თუ იმ სფეროს განვითარების თანამედროვე მიღწევებს თუ მოიცავს. სასწავლო პროგრამა სფეროში მომხდარი მოვლენების შესაბამისად მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. ხოლო თუ სასწავლო პროგრამა მხოლოდ თეორიული ნაწილისგან შედგება, ის თქვენს შვილს მარტივად და წარმატებით დასაქმებაში ვერ დაეხმარება.

ვებსტერის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს ოპტიმალური რაოდენობით აერთიანებს.

როგორი ინფრასტრუქტურაა უნივერსიტეტში?

თანამედროვე სწავლებაში ინფრასტრუქტურას დიდი როლი აქვს. ტექნოლოგიურად აღჭურვილი აუდიტორიებისა და ლაბორატორიების, ციფრული და ფიზიკური ბიბლიოთეკების გარეშე სწავლის პროცესი სრულყოფილი ვერ იქნება.

ვებსტერის უნივერსიტეტი თბილისის ცენტრში იმავე სივრცეში მდებარეობს, სადაც უკვე წლებია, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი და თანამედროვე სტანდარტების ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. ვებსტერ საქართველო 2000 კვ მეტრ სივრცეშია განთავსებული, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ინფრასტრუქტურულ დეტალს, რომელიც მაღალი დონის განათლების მისაღებადაა საჭირო.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა შესაძლებელია?

გაცვლითი პროგრამები სწავლის გარკვეული პერიოდის სხვა უნივერსიტეტში გატარების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს სტუდენტი იღებს შეუფასებელ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც სამომავლოდ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ვებსტერ საქართველოს სტუდენტებს, სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პარალელურად, შეუძლიათ რამდენიმე სემესტრი ან წელი ვებსტერის სხვა ნებისმიერ ფილიალში ან ფილიალებში გაატარონ. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სხვა ფილიალში სწავლის დროს მაინორ პროგრამის საგნები შეისწავლონ. შესაბამისად, ისინი იმ ძირითადი პროგრამის პარალელურად, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შეისწავლიან იმ მაინორ პროგრამასაც, რომელიც საქართველოში იმ დროისთვის შეიძლება არ ხორციელდებოდეს.

რამდენად წარმატებულია უნივერსიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე?

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში პირველ სტუდენტებს 2022-2023 წელს მიიღებს. შესაბამისად, ადგილობრივ რეიტინგში ის პოზიციას ჯერ არ იკავებს, თუმცა გასაოცარია ვებსტერის საერთაშორისო რეიტინგი და აკრედიტაცია.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ვებსტერის უნივერსიტეტი ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელშიც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. იგი Forbes-ის 2018 წლის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ პროგრამებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

სწავლის გადასახადი და სწავლების დონე შესაბამისია?

სწავლის გადასახადი უნივერსიტეტებში განსხვავებულია. თუმცა თქვენ სწავლის დონე გადასახადის ოდენობით არ უნდა განსაზღვროთ და უნდა გაარკვიოთ, სწავლის გადასახადი სწავლების დონის ადეკვატურია თუ არა. უნივერსიტეტების ნაწილში ასეა, ნაწილში კი, სამწუხაროდ, არა.

ვებსტერის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარია, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი - 8600 აშშ დოლარი. ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად პირველ წელს მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით. პარალელურად, სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ. სწავლის შედარებით მაღალი ღირებულების მიუხედავად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადასახადი სწავლების დონის შესაბამისია. ვებსტერის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან მსოფლიო მასშტაბით და მათი ანაზღაურება საკმაოდ მაღალია.

ეს გახლავთ იმ ძირითადი კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელთა მიხედვითაც უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამა უნდა შეარჩიოთ.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

  • ბიზნესის ადმინისტრირება - ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთასორისო ურთიერთობები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.