Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება, თავისუფლება ვერასდროს მოკვდება... ჩვენ ვიმარჯვებთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება, თავისუფლება ვერასდროს მოკვდება... ჩვენ ვიმარჯვებთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იბ­რძვი­ან! - თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვე­რას­დროს მოკ­ვდე­ბა, შე­ახ­სე­ნეთ ერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კრემლში ზის, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკიმ მსოფ­ლი­ოს უკ­რა­ი­ნის სო­ლი­და­რო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­მა­რა­თო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად ყვე­ლა უნდა გა­ერ­თი­ან­დეს.

"რაც რუ­სეთ­მა ომი და­ი­წყო არ­ჩე­ვა­ნი ერ­თია - ჩვენ უნდა ვიბ­რძო­ლოთ და ცო­ცხლე­ბი გა­დავ­რჩეთ. უნდა ვიბ­რძო­ლოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს იყო შოკი. ყო­ველ ღამე უკ­რა­ი­ნა­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში და თავ­დას­ხმა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო.

ვინ დაგ­ვიდ­გე­ბა გვერ­დში – ეს არის უდი­დე­სი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც ის­მის. ერთ დღეს ყვე­ლა გა­ერ­თი­ან­და, უკ­რა­ი­ნი­დან არა­ვინ გა­იქ­ცა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იბ­რძვი­ან. ჩვენ ყველ­გან მტე­რი გვყავს: ცაში, მი­წა­ზე, წყალ­ში, კი­ბერ­სივ­რცე­ში. ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ. ერთი კვი­რა გა­ვი­და და ჩვენ რა­კე­ტე­ბის, ბომ­ბე­ბის თვლა უკვე შევ­წყვი­ტეთ.

ჩვენ ვერ ვი­ჯე­რებ­დით, რომ როცა ჩვენ უკ­რა­ი­ნის ცის და­კეტ­ვას ვი­თხოვ­დით, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ სი­ჩუ­მით გვი­პა­სუ­ხა. ქა­ლა­ქე­ბი ნად­გურ­დე­ბო­და. ერთი თვე გა­ვი­და, მაგ­რამ ჩვენ ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ. ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლიც კი იბ­რძვის იმის­თვის, რომ მშვი­დო­ბამ და­ი­სად­გუ­როს, რომ ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა შეძ­ლოს, რომ იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბამ და­ი­სად­გუ­როს.

ერთი თვის წინ, ვიდ­რე ომი და­ი­წყე­ბო­და, ჩვენ გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ­დით. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ ახლა უკვე აღარ არი­ან. ახლა ყვე­ლა მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობს, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სე­თი ნა­ბი­ჯებს წინ გა­დად­გამს და ევ­რო­პას თავს და­ეს­ხმე­ბა, მაგ­რამ ერთი გზა არ­სე­ბობს - ყვე­ლა უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, იმის­თვის, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ომი და­ი­წყო, შე­ვა­ჩე­როთ.

ჩვენ გვაქვს არ­ჩე­ვა­ნი: პირ­ვე­ლი – გა­და­არ­ჩი­ნოთ უკ­რა­ი­ნა ამ ომში, მშვი­დო­ბამ და თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და­ი­სად­გუ­როს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. რუ­სე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ებ­რძვის. მე­ო­რე – მი­ე­ცით შე­ი­ა­რა­ღე­ბა უკ­რა­ი­ნას, ტან­კე­ბი და სხვა­დას­ხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბე­ბი. მე­სა­მე – რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სუ­ლი ბან­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რუსი ოლი­გარ­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მეტი სან­ქცია და­ა­წე­სეთ. მე­ო­თხე – მო­დით, ვი­ყოთ ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი, ჰუ­მა­ნუ­რე­ბი და ლტოლ­ვი­ლებს და­ვეხ­მა­როთ. ისი­ნი თა­ვი­ანთ ქა­ლა­ქებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბი­ან. მე­ხუ­თე – თუ შე­იძ­ლე­ბა გა­და­არ­ჩი­ნეთ უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქებ­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ქა­ლა­ქე­ბი­დან ვერ გა­დი­ან.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან უნდა გა­ვიდ­ნენ. ჩვენ აღ­ვად­გენთ უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი გახ­დე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვე­რას­დროს მოკ­ვდე­ბა, შე­ახ­სე­ნეთ ერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კრემლში ზის. მშვი­დო­ბა არის ერ­თა­დერ­თი გზა! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
7

რუსეთი აგრესორია! დამპყრობელი! ვისაც ამის დანახვა არ უნდა, ხან პრეზიდენტს აბრალებს და ხან ამერიკა ევროპას

გიორგი-1
1

ქვეყანას აღადგენ, მაგრამ გარდაცვლილებს ვერა, სადაც შენი ახლობლები არ იქნებიან ალბათ, სხვები კიდე რაში განაღვლებს.

ავტორი:

"აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება, თავისუფლება ვერასდროს მოკვდება... ჩვენ ვიმარჯვებთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება, თავისუფლება ვერასდროს მოკვდება... ჩვენ ვიმარჯვებთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელები იბრძვიან! - თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ მსოფლიოს უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის საშუალებით მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ყველა უნდა გაერთიანდეს.

"რაც რუსეთმა ომი დაიწყო არჩევანი ერთია - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ცოცხლები გადავრჩეთ. უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. ეს იყო შოკი. ყოველ ღამე უკრაინაზე საჰაერო იერიში და თავდასხმა ხორციელდებოდა. ძალიან საშიში იყო.

ვინ დაგვიდგება გვერდში – ეს არის უდიდესი შეკითხვა, რომელიც ისმის. ერთ დღეს ყველა გაერთიანდა, უკრაინიდან არავინ გაიქცა. უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ ყველგან მტერი გვყავს: ცაში, მიწაზე, წყალში, კიბერსივრცეში. ჩვენ ვიმარჯვებთ. ერთი კვირა გავიდა და ჩვენ რაკეტების, ბომბების თვლა უკვე შევწყვიტეთ.

ჩვენ ვერ ვიჯერებდით, რომ როცა ჩვენ უკრაინის ცის დაკეტვას ვითხოვდით, მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა. ქალაქები ნადგურდებოდა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ბევრი უკრაინელი შეუიარაღებელიც კი იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ნორმალური ცხოვრება შეძლოს, რომ იყვნენ თავისუფლები და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს.

ერთი თვის წინ, ვიდრე ომი დაიწყებოდა, ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდით. ბევრი ადამიანი მაშინ ცოცხალი იყო, მაგრამ ახლა უკვე აღარ არიან. ახლა ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაბიჯებს წინ გადადგამს და ევროპას თავს დაესხმება, მაგრამ ერთი გზა არსებობს - ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ ერთი ადამიანი, რომელმაც ომი დაიწყო, შევაჩეროთ.

ჩვენ გვაქვს არჩევანი: პირველი – გადაარჩინოთ უკრაინა ამ ომში, მშვიდობამ და თავისუფლებამ დაისადგუროს მთელ მსოფლიოში. რუსეთი თავისუფლებას ებრძვის. მეორე – მიეცით შეიარაღება უკრაინას, ტანკები და სხვადასხვა აღჭურვილობები. მესამე – რუსეთის წინააღმდეგ, რუსული ბანკების წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მეტი სანქცია დააწესეთ. მეოთხე – მოდით, ვიყოთ ადამიანურები, ჰუმანურები და ლტოლვილებს დავეხმაროთ. ისინი თავიანთ ქალაქებში აუცილებლად დაბრუნდებიან. მეხუთე – თუ შეიძლება გადაარჩინეთ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ქალაქებში დატყვევებულები არიან და ქალაქებიდან ვერ გადიან.

ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. რუსული ტანკები უკრაინიდან უნდა გავიდნენ. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება. თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის. მშვიდობა არის ერთადერთი გზა! დიდება უკრაინას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: