ავტორი:

"უკვე ნამეტანია... ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი-ორი" მოწოდებაა" - ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებაზე

"უკვე ნამეტანია... ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი-ორი" მოწოდებაა" - ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებაზე

"მთავარი არხის" ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას. დანილოვის თქმით, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავდებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას დაეხმარება.

"თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“ - აცხადებს დანილოვი.

  • გვარამიას განცხადებით, დანილოვის მხრიდან ამგვარ მოწოდებას ვერაფერი ამართლებს:

"დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი" მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.

მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი.

მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას.

მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები", - წერს ნიკა გვარამია.