ავტორი:

"დღეს პირველად წამოვჯექი ჩემით, ძალიან მიხარია!" - 21 წლის ამერიკელი მოდელის ისტორია, რომელსაც კორნავირუსის გართულების გამო ფეხების ამპუტირება დასჭირდა

"დღეს პირველად წამოვჯექი ჩემით, ძალიან მიხარია!" - 21 წლის ამერიკელი მოდელის ისტორია, რომელსაც კორნავირუსის გართულების გამო ფეხების ამპუტირება დასჭირდა

ახალგაზრდა ამერიკელი მოდელი, რომელსაც კორონავირუსის გამო ფეხების ამპუტირება ჩაუტარდა, 2 თვის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს. კლერ ბრიჯესი გასულ კვირაში დაუბრუნდა ოჯახს და ეს მის 21 წლის იუბილეს დაემთხვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამგვარი დამძიმება თანმხლებმა დაავადებებმაც განაპირობა.

ბრიჯესს გულის თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა. მას კოვიდი 2022 წლის იანვრის თვის დასაწყისში დაუდასტურდა და იმის მიუხედავად, რომ გოგონა სრულად იყო ვაქცინირებული, მისი ორგანიზმი დაუნდობელ ვირუსს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა. 16 იანვარს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაშ შეყვანისას გოგონას რამდენიმე დაავადება აღმოაჩნდა: კოვიდ-19, მიოკარდიტი, ციანოტი, აციდოზი და მსუბუქი პნევმონია. კლერის სისხლის მიმოქცევა ფეხებში შეზღუდული იყო და ისეთი მძიმე დაზიანება ჰქონდა, რომ ექიმებს ამპუტაციის გარდა, სხვა გზა აღარ გააჩნდათ.

კლერ ბრიჯესი გამოჯანმრთეების გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ მის ცნობებს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე აზიარებს. მან გასულ კვირას ატვირთულ ფოტოს წარწერა დაურთო: "დღეს პირველად წამოვჯექი ჩემით! ძალიან მიხარია!"

კლერის გამძლეობამ და სიმამაცემ სოციალური ქსელში უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მას სოციალური ქსელის მომხმარებლები პოზიტიური კომენტარებით ამხნევებენ. კლერს განსაკუთრებულად უჭერს მხარს მამა.

"ის ძალიან გახარებულია, რომ სახლში დაბრუნდა. აქ ოჯახით და მეგობრებითაა გარშემორტყმული. მის დაბადების დღეზე ბუნებაშიც გავედით და პიკნიკი მოვაწყვეთ. ეს ყველაფერი მენტალურად და ემოციურად რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ ახლა იმედიანად ვართ." - უთხრა უეინ ბრიჯესმა Newsweek-ს.

კლერ ბრიჯესის მამა ამბობს, რომ მისი გოგონა ჯერ კიდევ გადის რეაბილიტაციას და როცა ნაოპერაციები ფეხები მოუშუშდება, პროთეზისთვის მოამზადებენ. მამის თქმით, გოგონამ ბოლო 2 თვეში ისეთი მებრძოლი სული გამოამჟღავნა, რომ ახლა უკვე სჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია.

"იმის მიუხედავად,რომ ძალიან ბევრის გადატანა მოუწია, კლერი ბედნიერია, რომ ცოცხალია. სწორედ ამითაა განსაკუთრებული, ის ძალიან მადლიერია.

შენით ძალიან ვამაყობ. ამ ორ თვეში იმდენი რამ გადაიტანე, ჩვენ რომ წარმოდგენასაც ვერ შევძლებთ. მე მჯერა, რომ ძალიან მალე ისევ წარმატების მწვერვალზე აღმოჩნდები," - წერს მამა "ფეისბუქში".

კლერის სამედიცინო საჭიროებებისთვის წამოწყებული კამპანიით უკვე 40 000 დოლარი შეგროვდა და სრული საჭიროების დასაფინანსებლად, კიდევ 60 000 დოლარია დარჩენილი.

წყარო: Nypost.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა