ავტორი:

"ხომ მიხვდნენ, რომ არანაირი სანქციები არ გვაშინებს.... ისინი "მწვანე რევოლუციის“ ნაცვლად ბირთვულ ზამთარს მიიღებენ" - რას ამბობდა ჟირინოვსკი რუსეთ-უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრე

"ხომ მიხვდნენ, რომ არანაირი სანქციები არ გვაშინებს.... ისინი "მწვანე რევოლუციის“ ნაცვლად ბირთვულ ზამთარს მიიღებენ" - რას ამბობდა ჟირინოვსკი რუსეთ-უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრე

რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი და დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი თითქმის თვენახევარია, რაც, შეიძლება ითქვას, სიკვდილს ებრძვის. მისი ჯანმრთელობის მდომარეობა კორონავირუსის გართულების შედეგად, ორი თებერვლიდან გაუარესდა. ჟირინოსვსკის მდგომარება პერიოდულად უკიდურესად მძიმდება. იმდენად, რომ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, რაც შემდეგ არ დადასტურდა.

  • გავიხსენოთ, რას ამბობდა ჟირონოვსკი რუსეთ-უკრაინის ომამდე და კორონავირუსით დაინფიცირებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ქვემოთ მოყვანილი განცხადებები, ჟირინოვსკიმ 2021 წლის დეკემბრში სხვადასხვა რუსული მედიის მეშვეობით გააკეთა.

"ვისურვებდი, რომ 2022 წელი მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს, მაგრამ მე მიყვარს სიმართლე და 75 წელია მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. ეს არ იქნება მშვიდობიანი წელი. ეს იქნება წელი, როცა რუსეთი კვლავ გახდება დიადი ქვეყანა. ამიტომ ყველამ უნდა მოკეტოს და პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩუმებენ და რუსეთს ჯერ დონბასში გაანადგურებენ, შემდეგ დასავლეთ რუსეთში. ამიტომ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალ საგარეო პოლიტიკას." - ამბობდა ჟირინოვსკი 2021 წლის 27 დეკემბერს.

აღსანიშნავია, რომ ჟირინოვსკი უკრაინის დაბობვასა და უკრაინელების დახოცვაზე განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობდა. მან 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის "პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასეთი განაცხადება გააკეთა: “31 დეკემბერს, ღამით, 4-5 საათზე, როცა ყველა უკვე კარგად შემთვრალია, მაშინ უნდა დაბომბო, მაგრამ ყველას დახოცვა არ არის საჭირო, სელექციურად - ვინც აუცილებლად დასასჯელია, ისინი უნდა შეაშინო", - თქვა მან.

და დასძინა, რომ ის სწორედ ასეთ ზომებს მიიღებდა, რუსეთის პრეზიდენტი თვითონ რომ ყოფილიყო.

"2026 წელს ჩემი 80 წლის იუბილე მშვიდად აღმანიშნინეთ და მას შემდეგ, ჩემს 85 წლის დაბადების დღემდე თუ არ დაიწყებთ ომს, დიდად დამავალებთ", - თქვა ჟირინოვსკიმ.

ამავე დროს, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გაიხსენა, რომ ადრე უკრაინაში იმდენად აურაცხელი რაოდენობის იარაღი ჰქონდათ, რომ შეიძლება მთელი ომისთვის ყოფილიყო საკმარისი, თუმცა „ყველაფერი გაძარცვეს, გაყიდეს..." - თქვა მან.

ჟირინოვსკის მიხედვით, მძლავრი კონფლიქტი, რომელიც მასშტაბებით მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება, 2027 წლისთვისაა მოსალოდნელი.

აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ჟირინოვსკიმ რუსეთის რადიოს "კომსომოლსკაია პრავდას“ (Радио «Комсомольская правда») ეთერში დაგეგმილი ომის კონტექსტში, ამერიკასა და ნატოზე ილაპარაკა და "დააანონსა", რომ ისინი "მწვანე რევოლუციის“ ნაცვლად ბირთვულ ზამთარს მიიღებდნენ.

"ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოვაგვაროთ, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. უნდა ვაჩვენოთ ამერიკას და ნატოს, თუ რითი შეიძლება დასრულდეს მათთვის ჩვენთან დაპირისპირება. ხომ მიხვდნენ, რომ ჩვენ არანაირი ეკონომიკური სანქციები არ გვაშინებს. საქმე ეხება საკითხის სამხედრო გზით გადაჭრას. მათ პირდაპირ უნდა ვუთხრათ: თქვენ გინდათ თქვენი ქალაქების დანგრევა ატომური ბომბებით და თქვენი მოსახლეობის გაწყვეტა? გარემოს დასნებოვნება რადიაციით? ეს ხომ ბუნებისათვის უდიდესი და გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას ნიშნავს... ისინი "მწვანე რევოლუციის“ ნაცვლად ბირთვულ ზამთარს მიიღებენ. ეს ჩვენთვისაც კატასტროფული იქნება... მათ ჰგონიათ, რომ ისინი გადარჩებიან, განსაკუთრებით ამერიკელები, ოკეანის იქით.

ჩვენ უკვე ვეღარ დავუშვებთ ისეთ შეცდომებს, როგორიც 1941 წელს (გერმანიის თავდასხმის დროს), 1956 წელს (უნგრეთში), 1968 წელს (ჩინეთთან, კუნძულ დამანსკთან დაკავშირებით და ჩეხოსლოვაკიაში) დავუშვით... საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მოვიდა ამის დრო. ჯო ბაიდენი დაგვთანხმდება - მას ხომ მეორე ვადით არჩევა სურს. თუ იგი ევროპაში ომს წააგებს (და ნამდვილად წააგებს), მას აღარ აირჩევენ და შეიძლება უფრო ადრეც აიძულონ გადადგეს. ამიტომაც იგი ჩვენთან მოილაპარაკებს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს: საკითხს არც ნატო, არც ბრიუსელი, არც პარიზი და ლონდონი და საერთოდ არავინ არ გადაწყვეტს. საკითხს წყვეტს მხოლოდ მოსკოვი." - ამბობდა ჟირინოვსკი.

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი, რომელსაც "სპეციალური სახედრო ოპერაცია" უწოდა, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ასევე იხილეთ :