პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავ სიაში" შედიოდნენ ბატიაშვილი, პეტრიაშვილი და ხიდაშელი - საზმაუს ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ცენზურა" - რას აცხადებენ "ახალი კვირის" სარედაქციო გუნდში?
"შავ სიაში" შედიოდნენ ბატიაშვილი, პეტრიაშვილი და ხიდაშელი - საზმაუს ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ცენზურა" - რას აცხადებენ "ახალი კვირის" სარედაქციო გუნდში?

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა "ახა­ლი კვი­რის“ სა­რე­დაქ­ციო გუნ­დის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში შე­ას­რუ­ლონ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი „შავ სი­ებ­სა“ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა "ახა­ლი კვი­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი თამ­თა ჯა­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან იყო ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბე­ბი.

"მე­ნე­ჯმენ­ტი ცდი­ლობ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი ან სა­ერ­თოდ ამოგ­ვე­ღო სი­უ­ჟე­ტი­დან ან შეგ­ვე­მოკ­ლე­ბი­ნა“,- აღ­ნიშ­ნავს თამ­თა ჯა­ნა­ძე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მა "ახა­ლი კვი­რის" წამ­ყვა­ნის იმე­და დარ­სა­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობ­და ე.წ. შავ სია. გა­და­ცე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფს ეკ­რძა­ლე­ბო­და სი­ა­ში მყო­ფი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ჩა­წე­რა. რო­გორც იმე­და დარ­სა­ლია გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში შე­დი­ოდ­ნენ რონ­დე­ლის ფონ­დის ექ­სპერ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი და თინა ხი­და­შე­ლი. ამას­თან, გან­მარ­ტავს, რომ დაბ­ლო­კი­ლია "ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს" ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა - ბათუ ქუ­თე­ლია.

ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - იმე­და დარ­სა­ლია, სოფო ზე­დე­ლაშ­ვი­ლი და თამ­თა ჯა­ნა­ძე სა­ხალ­ხო დამ­ცველს შე­საძ­ლო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის დად­გე­ნის გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თა­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო“ მი­მარ­თავს სა­ხალ­ხო დამ­ცველს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა „ახა­ლი კვი­რის“ სა­რე­დაქ­ციო გუნ­დის წევ­რე­ბის - იმე­და დარ­სა­ლი­ას, სოფო ზე­დე­ლაშ­ვი­ლის და თამ­თა ჯა­ნა­ძის მი­მართ შე­საძ­ლო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და დად­გე­ნის თა­ო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
2

ეს ყველაფერი ცუდი, თუმცა, "აკრძალულ" პერსონებს, როგორც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი სივრცისთვის დიდ დანაკლისს მაინც ვერ განვიხილავ

ჰაჰა
6

არადა მიშას დროს რა თავისუფლება გქონდათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"შავ სიაში" შედიოდნენ ბატიაშვილი, პეტრიაშვილი და ხიდაშელი - საზმაუს ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ცენზურა" - რას აცხადებენ "ახალი კვირის" სარედაქციო გუნდში?

"შავ სიაში" შედიოდნენ ბატიაშვილი, პეტრიაშვილი და ხიდაშელი - საზმაუს ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ცენზურა" - რას აცხადებენ "ახალი კვირის" სარედაქციო გუნდში?

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირის“ სარედაქციო გუნდის წევრების ინფორმაციით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა ჟურნალისტური საქმიანობა თავისუფალ გარემოში შეასრულონ.

ჟურნალისტები „შავ სიებსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე საუბრობენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირის" ჟურნალისტი თამთა ჯანაძე აღნიშნავს, ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ცენზურის მცდელობები.

"მენეჯმენტი ცდილობდა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოგვეღო სიუჟეტიდან ან შეგვემოკლებინა“,- აღნიშნავს თამთა ჯანაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანის იმედა დარსალიას ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. შავ სია. გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს ეკრძალებოდა სიაში მყოფი რესპონდენტების ჩაწერა. როგორც იმედა დარსალია განმარტავს, აღნიშნულ სიაში შედიოდნენ რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და თინა ხიდაშელი. ამასთან, განმარტავს, რომ დაბლოკილია "ატლანტიკური საბჭოს" ქართული წარმომადგენლობა - ბათუ ქუთელია.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები - იმედა დარსალია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს სახალხო დამცველს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ სარედაქციო გუნდის წევრების - იმედა დარსალიას, სოფო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის და შრომით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოვლენისა და დადგენის თაობაზე.