ავტორი:

ცოცხალია, თუ გარდაიცვალა? - რა ინფორმაცია ვრცელდება ვლადიმირ ჟირინოვსკის შესახებ რუსულ მედიაში

ცოცხალია, თუ გარდაიცვალა? - რა ინფორმაცია ვრცელდება ვლადიმირ ჟირინოვსკის შესახებ რუსულ მედიაში

რუსულ მედიაში ცოტა ხნის წინ, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამის შესახებ წერდნენ კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის, "რია".

მათი ცნობით, ჟირინოვსკი 25 მარტს, დილით გარდაიცვალა.

თუმცა ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა უარყო.

"მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც აწუხებს ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა, თუმცა ის ცოცხალია. დღეს ჩაუტარეს კომპიუტერული ტომოგრაფია და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება", - ციტირებს დუმის სპიკერის სიტყვებს ria.ru.

ცნობისთვის, 9 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟირინოვსკი კოვიდთან დაკავშირებული გართულების გამო, მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. კლინიკაში ის 2 თებერვალს მოათავსეს.

მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების, ასევე მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ყოველ ჯერზე მის პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.