ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება. ჟირინოვსკის გარდაცვალებაზე "ტელეგრამის" არხზე წერს რუსული პროპაგანდისტული, კრემლის მედია Риа-ც.
ცნობისთვის, 9 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟირინოვსკი კოვიდთან დაკავშირებული გართულების გამო, მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. კლინიკაში ის 2 თებერვალს მოათავსეს.
მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების, ასევე მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ყოველ ჯერზე მის პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.
ჩამოყალიბდა საბოლოოდ?!
ჯერ არ უნდა მომკვდარიყო, უნდა ენახა ბუჩქებში დამალული რუსულ ტანები და ჩაჟმული "უძლეველი რუსული არმია " , 80 წელი რომლითაც მსოფლიოს თურმე ფუფლოზე აშინებდნენ 🐒💨