ავტორი:

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუცია ასევე უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო პირების დაცვისკენ მოუწოდებს და რუსეთს, მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შექმნის გამო აკრიტიკებს.

როგორც BBC იუწყება, გაეროს შტაბბინაში, რეზოლუციას 140-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 38-მა თავი შეიკავა.

ხუთმა ქვეყანამ კი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. ესენია: რუსეთი, სირია, ჩრ. კორეა, ერიტრეა, ბელარუსი.