საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვითხოვ მოქალაქე სულხან სალაძის დახვრეტას!" - ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება
"მოვითხოვ მოქალაქე სულხან სალაძის დახვრეტას!" - ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება
ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ცირა ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა იუ­რისტ სულ­ხან სა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გან­ცხა­დე­ბას. ის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კას 37-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებს ადა­რებს.
"მო­ვი­თხოვ, მო­ქა­ლა­ქე სულ­ხან სა­ლა­ძის დახ­ვრე­ტას! სულ­ხან სა­ლა­ძე, გა­მო­გი­ჭი­რეს, თუ არა! სირ­ცხვი­ლია" - წერს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე "ფე­ის­ბუქ­ში"
ცნო­ბის­თვის, იუ­რის­ტმა სულ­ხან სა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ი­თხო­ვა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რა­ტის სხდო­მის ოქ­მე­ბი, რაც მუ­ზე­უმ­მა მას დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად მი­ა­წო­და. სა­ლა­ძის თქმით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სხდო­მის ეს ოქ­მე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, რის შემ­დე­გაც ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც მას­ზე სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გას­ცეს, დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რათ.
თა­ვის მხრივ, ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა უპა­სუ­ხა სულ­ხან სა­ლა­ძეს. მუ­ზე­უ­მის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
"სი­ნამ­დვი­ლე­ში, მო­ცე­მულ პი­რებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ე­კის­რათ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის გამო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი რე­გი­ო­ნის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­ა­ყე­ნა რის­კის ქვეშ.
კერ­ძოდ, გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტებ­ში, სხვებს შო­რის, იყო ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რა­ტის ერთ-ერთი სხდო­მის ოქმი, რო­მე­ლიც შემ­დეგ მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­სა­ჯა­როვ­და და სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მუ­ზე­უმს აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კერ­ძოდ, მო­ცე­მუ­ლი რე­გი­ო­ნის მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც 2004 წლი­დან სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­დის, დღემ­დე არ იყო მოგ­ვა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის, ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო, დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, კვე­ბის ბლო­კის, ე.წ. "იუ­პი­ე­სის“ პრობ­ლე­მა და მუ­ზე­უ­მის ზო­ნა­ლურ ობი­ექ­ტებ­ზე გარე გა­ნა­თე­ბა, სიგ­ნა­ლი­ზა­ცია და ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მა იყო და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი. ეს სა­კი­თხი დი­რექ­ტო­რა­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა მო­ცე­მუ­ლი მუ­ზე­უ­მის ახალ­და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა და ითხო­ვა ამ მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.
რო­დე­საც ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­ცე­მაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო, ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში სულ­ხან სა­ლა­ძეს, მან ის მი­ა­წო­და მე­დი­ას და არა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არა­მედ სულ­ხან სა­ლა­ძე­მაც და­ა­ყე­ნეს სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბი და სა­გან­ძუ­რი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის რის­კის წი­ნა­შე" - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

სალაძე კუპონას კლონია?

მაკა
0

ამას კიდევ დახვრეტა უნდა? ისედაც გამქრალია... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მოვითხოვ მოქალაქე სულხან სალაძის დახვრეტას!" - ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება

"მოვითხოვ მოქალაქე სულხან სალაძის დახვრეტას!" - ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება
ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება იურისტ სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას. ის კულტურის სამინისტროს პოლიტიკას 37-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ადარებს.
"მოვითხოვ, მოქალაქე სულხან სალაძის დახვრეტას! სულხან სალაძე, გამოგიჭირეს, თუ არა! სირცხვილია" - წერს ხელოვნებათმცოდნე "ფეისბუქში"
ცნობისთვის, იურისტმა სულხან სალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ეროვნული მუზეუმიდან ოფიციალურად გამოითხოვა მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები, რაც მუზეუმმა მას დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდა. სალაძის თქმით, მოგვიანებით, სხდომის ეს ოქმები ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებისათვის, რის შემდეგაც ეროვნული მუზეუმის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მასზე საჯარო ინფორმაცია გასცეს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
თავის მხრივ, ეროვნულმა მუზეუმმა უპასუხა სულხან სალაძეს. მუზეუმის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"სინამდვილეში, მოცემულ პირებს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ისეთი ინფორმაციის გაცემის გამო, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის მუზეუმში დაცული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები დააყენა რისკის ქვეშ.
კერძოდ, გაცემულ დოკუმენტებში, სხვებს შორის, იყო ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთი სხდომის ოქმი, რომელიც შემდეგ მედიის მეშვეობით გასაჯაროვდა და საიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მუზეუმს აქვს უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული გამოწვევები. კერძოდ, მოცემული რეგიონის მუზეუმში, რომელიც 2004 წლიდან სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის, დღემდე არ იყო მოგვარებული კომპიუტერული სისტემების, ვიდეოსამეთვალყურეო, დაცვის სისტემების, კვების ბლოკის, ე.წ. "იუპიესის“ პრობლემა და მუზეუმის ზონალურ ობიექტებზე გარე განათება, სიგნალიზაცია და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა იყო დასამონტაჟებელი. ეს საკითხი დირექტორატის წინაშე დააყენა მოცემული მუზეუმის ახალდანიშნულმა დირექტორმა და ითხოვა ამ მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება.
როდესაც ეს საჯარო ინფორმაცია, რომლის გაცემაც მიზანშეწონილი არ იყო, ჩაუვარდა ხელში სულხან სალაძეს, მან ის მიაწოდა მედიას და არა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა, არამედ სულხან სალაძემაც დააყენეს სამუზეუმო ექსპონატები და საგანძური აუნაზღაურებელი ზიანის რისკის წინაშე" - ვკითხულობთ განცხადებაში.