ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსული საფეხბურთო კლუბი, ყაზანის "რუბინი" დატოვა. ინფორმაციას "რუბინი" ოფიციალურად ადასტურებს და შესაბამის განცხადებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"საფეხბურთო კლუბმა "რუბინმა“ და ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც, შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე მხარეებმა ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
მადლობას ვუხდით ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია "ფეისბუქში“ კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, კვარაცხელია კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. ამ დროისთვის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება.
სანაია რომ უფშტვენს, მტერმა დაუფშტვინოს ისე.
სანაია მაინც დაუსტვენს