ავტორი:

"სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე" - რას წერს კულუმბეგოვი?

"სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე" - რას წერს კულუმბეგოვი?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძნა კულუმბეგოვი მიიჩნევს, სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"შეიძლება უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც ეს ჭირდება და სურვილი აქვს სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე.

- 70 წლის ზემოთ და რისკ-ჯგუფებს 3 თვის შემდეგ მესამე დოზიდან

- სამედიცინო პერსონალს 6 თვის შემდეგ მესამე დოზიდან

აიცერი და იყავი დაცული!" - წერს კულუმბეგოვი.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.

როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვაქცინაციის ახალ გეგმაში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია გაწერილი.

"ვაქცინაციის ახალი გეგმაა, რომელსაც ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება", - აღნიშნავს გამყრელიძე.

გარდა ამისა, მან აუთვისებელ დოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მოწოდების და მუდარის მიუხედავად, 400 ათასი დოზა "ფაიზერი" აუთვისებელი დარჩა.

"ბრიფინგზეც მოგახსენეთ, რომ ძალიან შეწუხებული ვარ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, თხოვნისა, მუდარისა - მობრძანდით, აიცერით, 400 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ "ბუსტერზე" მოსულიყვნენ, კიდევ მეტი აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ამიტომ გემუდარებოდით და გთხოვდით. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლების აცრის 44%-ზე ავდივართ",- აღნიშნავს გამყრელიძე.