მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება" - რას წერს მედია?
"უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება" - რას წერს მედია?

უკ­რა­ი­ნა­ში ომის ფონ­ზე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის რის­კი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად იზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­სავ­ლუ­რი მე­დია რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

წყა­რო ამ­ტკი­ცებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შეჭ­რის შემ­დეგ, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ქა­ოს­მა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ მო­იც­ვა.

რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის ანო­ნი­მურ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნულ­ზე წე­რი­ლე­ბი დევ­ნი­ლო­ბა­ში მყოფ რუს აქ­ტი­ვისტსა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფის Gulagu.net-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ვლა­დი­მირ ოსე­ჩკინს მი­წე­რა. ბრი­ტა­ნუ­ლი Times-ის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის აგენ­ტე­ბი პუ­ტი­ნის მი­მართ ბრაზ­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ იმ ეფექ­ტის გამო, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებ­მა „ეფეს­ბეს“ ოფიც­რებ­ზე იქო­ნია - ისი­ნი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ „დას­ვე­ნე­ბას თა­ვი­ანთ ვი­ლებ­ში იტა­ლი­ა­ში და ვე­ღარ წა­იყ­ვა­ნენ სა­კუ­თარ შვი­ლებს პა­რი­ზის დის­ნე­ი­ლენდში“.

"20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­ტი­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბას ქმნი­და რუ­სეთ­ში. „ეფეს­ბეს“ ოფიც­რებ­მა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა, სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რო­რებ­მა - იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ში არი­ან - შეძ­ლეს კარ­გი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­ვი­და. ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ, რომ ეს ომი კა­ტას­ტრო­ფაა ეკო­ნო­მი­კის­თვის, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. მათ არ სურთ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ყო­ველ კვი­რას და ყო­ველ თვეს, როცა ეს ომი გრძელ­დე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში მყოფ­თა აჯან­ყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იზ­რდე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან ვლა­დი­მირ ოსე­ჩკინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iri
4

ლავროვის ქალიშვილიც კოხტად ცხოვრობდა ბრიტანეთში, მაგრამ "მშვიდობითო" უთხრეს

გ 55
8

არაფერი გადატრიალება არ მოხდება, ტყვილა ნუ გაქვთ მაგის იმედი. ამ დღისთვის ამზადებდა ის თავისი პროპაგანდისტული მანქანით მთელ საზოგადოებას რუსეთში. კარტოფილს შეჭამენ და არაყს დააყოლებენ, ესაა მათი ღირებულებები. ვისაც არ მოსწონს გავლენ საზღვარგარეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება" - რას წერს მედია?

"უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება" - რას წერს მედია?

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარო ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურები ქაოსმა და უკმაყოფილებამ მოიცვა.

რუსული დაზვერვის ანონიმურმა პირმა აღნიშნულზე წერილები დევნილობაში მყოფ რუს აქტივისტსა და უფლებადამცველი ჯგუფის Gulagu.net-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ ოსეჩკინს მიწერა. ბრიტანული Times-ის ცნობით, რუსული დაზვერვის აგენტები პუტინის მიმართ ბრაზსა და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ეფექტის გამო, რომელიც სანქციებმა „ეფესბეს“ ოფიცრებზე იქონია - ისინი ვეღარ შეძლებენ „დასვენებას თავიანთ ვილებში იტალიაში და ვეღარ წაიყვანენ საკუთარ შვილებს პარიზის დისნეილენდში“.

"20 წლის განმავლობაში პუტინი სტაბილურობას ქმნიდა რუსეთში. „ეფესბეს“ ოფიცრებმა, პოლიციელებმა, სახელმწიფო პროკურორებმა - იმ ადამიანებმა, რომლებიც სისტემაში არიან - შეძლეს კარგი ცხოვრება. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წავიდა. ისინი აღიარებენ, რომ ეს ომი კატასტროფაა ეკონომიკისთვის, კაცობრიობისთვის. მათ არ სურთ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ყოველ კვირას და ყოველ თვეს, როცა ეს ომი გრძელდება, უსაფრთხოების სამსახურებში მყოფთა აჯანყების შესაძლებლობა იზრდება“,- აღნიშნა დასავლურ მედიასთან ვლადიმირ ოსეჩკინმა.