საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტო განაჩენი: უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე 4 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს - "ის ამას ვერ მოესწრო, რადგან ციხეში გარდაიცვალა"
უპრეცედენტო განაჩენი: უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე 4 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს - "ის ამას ვერ მოესწრო, რადგან ციხეში გარდაიცვალა"

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე­ე­ებ­მა: ლალი ფა­ფი­აშ­ვილ­მა, შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ და მა­მუ­კა ვა­სა­ძემ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს. 4 წლის შემ­დეგ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნეს და ორი ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ გა­ნა­ჩენს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ვერ მო­ეს­წრო, რად­გან ის ცი­ხე­ში სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­ვო­კატ და­ვით კორ­კო­ტაშ­ვილს ფარ­ხმა­ლი არ და­უყ­რია და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა თა­ვი­სი და­სა­ცა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, სა­სა­მარ­თლოს ეს ვერ­დიქ­ტი უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ამით სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნა.

2018 წელს, ირაკ­ლი ქო­რი­ძე მა­შინ და­ი­ჭი­რეს, როცა ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი მე­უღ­ლე კლი­ნი­კი­დან შვილ­თან ერ­თად გა­მო­ყავ­და. მა­შინ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის სკან­დალ­ში კა­ტას­ტრო­ფის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრიც გა­ეხ­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი იყო და მას­თან ერ­თად, მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად "ბა­ხა­ლას" ედე­ბო­დათ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ში ბრა­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ქო­რი­ძემ ექი­მი მა­მის რე­ა­ნო­მო­ბი­ლი გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრა­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე იყო და თით­ქოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლიც.

ირაკ­ლი ქო­რი­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მა­შინ დიდი ხმა­უ­რი ატყდა, რად­გან გა­ირ­კვა, რომ ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე ცი­ხი­დან შე­წყა­ლე­ბით ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო. სწო­რედ ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის საკ­მა­ოდ დიდი სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, ამის გამო მა­შინ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს აკ­რი­ტი­კებ­დნენ და არა­ერ­თი მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. გავ­რცელ­და მა­შინ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქო­რი­ძე მაკა ჩი­ჩუ­ას ბი­ძაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე იყო და ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ქო­რი­ძე სწო­რედ ამ მო­ტი­ვით შე­ი­წყა­ლა.

ახალ საქ­მეს­თან და­კავ­შრე­ბით ქო­რი­ძეს მო­სა­მარ­თლემ 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ქო­რი­ძე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და. მისი ად­ვო­კა­ტი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ქო­რი­ძე უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და მის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხი­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს გა­ნა­ჩე­ნი მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

ირაკ­ლი ქო­რი­ძის ად­ვო­კა­ტი და­ვით კორ­კო­ტაშ­ვი­ლი:

- უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ამ­დენ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე გარ­დაც­ვლი­ლია, მას 15 წელი უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

ალ­ბათ გახ­სოვთ ეს ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, პირ­ვე­ლად რე­ა­ნი­მო­ბი­ლის მძღო­ლი ჯაბა ხუ­ლორ­და­ვა და­ა­კა­ვეს. მას მან­ქა­ნა­ში დიდი ოდე­ნო­ბით სუ­ბო­ტექ­სი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. და­კა­ვე­ბულ­მა თქვა, რომ ეს ნარ­კო­ტი­კი ეკუთ­ვნო­და "ბა­ხა­ლას" და ირაკ­ლი ქო­რი­ძეს. მე­ო­რე დღეს "ბა­ხა­ლა" ტაქ­სით მგზავ­რობ­და და ისიც ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ვიცი, მას მა­შინ ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბი და ამის­თვის იხ­დის სას­ჯელს. მა­შინ ირაკ­ლი ქო­რი­ძეს­თან არა­ვინ მი­სუ­ლა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საქ­მე­ში იყო ხუ­ლორ­და­ვას ჩვე­ნე­ბა. ქო­რი­ძე არც კი და­უ­კი­თხავთ. გა­მო­ძი­ე­ბის დროს ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა ხუ­ლორ­და­ვამ და თქვა, რომ მის­გან ეს ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის შე­დე­გად იყო მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორმ­და და ისევ ამ­ხი­ლა გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ქო­რი­ძე. მათი და­კა­ვე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ირაკ­ლი ქო­რი­ძე და­ა­კა­ვეს და "ბა­ხა­ლას" მსგავ­სად მა­საც 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

ირაკ­ლი ქო­რი­ძეს კი 15 წელი მი­უ­სა­ჯეს. ეს გა­ნა­ჩე­ნი გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და ვა­სა­ბუ­თებ­დით არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, რა­ტომ არ უნდა ეც­ნოთ დამ­ნა­შა­ვედ სა­სა­მარ­თლოს ქო­რი­ძე. გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო და ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­დი­ო­და, რომ ეს არ იყო ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. ვამ­ტკი­ცებ­დით, რომ ეს კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­სახ­სნე­ლი იყო და რომ და­ნა­შა­უ­ლი მარ­ტო ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლორ­და­ვას.

გვქონ­და ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბიც. ერთი არ­გუ­მენ­ტი იყო მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, ასე­ვე ის, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი არც კი გა­მო­კი­თხეს ამ საქ­მე­ზე ქო­რი­ძე, აშ­კა­რად ჩან­და, საქ­მე თეთ­რი ძა­ფით იყო ნა­კე­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აპე­ლა­ცი­ა­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა ეს გა­ნა­ჩე­ნი, ამის შემ­დეგ წა­ვე­დით უზე­ნა­ეს­ში.

4-წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ვი­გეთ ეს საქ­მე. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ცე­დენ­ტი, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი აქვს პა­ლა­ტას დაც­ვის მხა­რის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ ეს ბრალ­დე­ბა არის უკა­ნო­ნო, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მოწ­მის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა ფრთხილ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს. მხო­ლოდ ხუ­ლორ­და­ვას ჩვე­ნე­ბა არის საქ­მე­ში ძი­რი­თა­დი, პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მარ­ტო ის ადებს ხელს და ეს არ არის საკ­მა­რი­სი, სხვა ყვე­ლა­ფე­რი არის ირი­ბი ჩვე­ნე­ბა და არ არის უტყუ­ა­რი. გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით უნდა და­დას­ტურ­დეს პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბაო.

- ამ გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ შე­უძ­ლია ოჯახ­მა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს და კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვოს? თუ რად­გან ია­რა­ღის ნა­წილ­ში გა­ნა­ჩე­ნი არ შეც­ვლი­ლა, ამას ვერ შეძ­ლე­ბენ

- შე­უძ­ლია ოჯახ­მა ამა­ზე იდა­ვოს, რად­გან ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ამ მძი­მე ბრალ­დე­ბა­ზე იყო. ია­რაღ­ზე სა­ერ­თოდ ხმა არ ამო­მი­ღია უზე­ნა­ეს­ში, არც გვი­და­ვია და არც გაგ­ვი­მახ­ვი­ლე­ბია ყუ­რა­დღე­ბა. ირაკ­ლი ქო­რი­ძეს სამი შვი­ლი ყავს, რომ და­ა­კა­ვეს ახალ­შო­ბი­ლი იყო მისი პა­ტა­რა. შვი­ლე­ბი ეზ­რდე­ბა და ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ამ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბა­ში. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ოჯა­ხი. მა­მა­მი­სი, თე­მურ ქო­რი­ძე გა­დაყ­ვა ამ ბრალ­დე­ბა­ზე დარდს, დედა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ალ­ბათ ვი­და­ვებთ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვი­საც. შე­ვუ­თან­ხმდე­ბი ოჯახს. ახლა 4 წლის შემ­დეგ გა­ნა­ჩე­ნით დამ­ტკიც­და ირაკ­ლი ქო­რი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და რომ ამ­დე­ნი ტა­ლა­ხი ტყუ­ი­ლად გვეს­რო­ლეს.

- მისი ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო, ამ კუ­თხით რა მოხ­დე­ბა?

- ამ კუ­თხი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს გა­ნა­ჩე­ნი. მის უძ­რავ ქო­ნე­ბას მა­შინ და­ა­დეს ყა­და­ღა და ცალ­კე საქ­მე აღ­ძრეს, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მეო. ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს არის ნარ­კო­ტი­კე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა. არა­და კრე­დი­ტით იყო შე­ძე­ნი­ლი. ამ გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ ქო­ნე­ბას ყა­და­ღა მო­ეხ­სნე­ბა და და­უბ­რუ­ნე­ბა ოჯახს. სამ­წუ­ხა­როდ, ამას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ვერ მო­ეს­წრო. ის სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და ამ ბრალს. ბავ­შვებ­ზე, მე­უღ­ლე­ზე და დე­და­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე გა­ურ­თულ­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. პირ­ვე­ლად რომ და­ი­ჭი­რეს, მა­შინ თავ­ში ურტყეს და შემ­დეგ თავ­ში სიმ­სივ­ნე გა­ნუ­ვი­თარ­და, ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

- "ბა­ხა­ლა" ისევ ცი­ხე­შია დღეს?

- გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი რო­გორც ვიცი, რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Სერგო
0

Ფაქტია, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში გამართლდა და იარაღის შენახვას რაც შეეხება, ეს მამამისის გაფორმებული იარაღი იყო და გარდაცვალების მერე დარჩა ოჯახში... Ამაში გაამტყუნეს... Მის ადვოკატს ვიცნობ შორიდან და მისნაირი პატიოსანი ატვოკატი დიდი იშვიათობაა... 

სიმართლე !
18

რა თავში ურტყეს და თავის სიმსივნე! პირველი დაჭერის მერე გავიდა 10 წელი! მას ბოლოს ციხეში დაემართა ღვიძლის სიმსივნე და ამით გარდაიცვალა!

ავტორი:

უპრეცედენტო განაჩენი: უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე 4 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს - "ის ამას ვერ მოესწრო, რადგან ციხეში გარდაიცვალა"

უპრეცედენტო განაჩენი: უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე 4 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს - "ის ამას ვერ მოესწრო, რადგან ციხეში გარდაიცვალა"

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ და მამუკა ვასაძემ, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ძალიან ხმაურიან საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანეს. 4 წლის შემდეგ უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე ნარკოდანაშაულში უდანაშაულოდ სცნეს და ორი ინსტანციის განაჩენი გააუქმეს.

სამწუხაროდ, ამ განაჩენს თავად ბრალდებული ვერ მოესწრო, რადგან ის ციხეში სიმსივნით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიუხედავად, ადვოკატ დავით კორკოტაშვილს ფარხმალი არ დაუყრია და ბოლომდე იბრძოლა თავისი დასაცავის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლოს ეს ვერდიქტი უპრეცედენტოა და ამით სასამართლო პრაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა.

2018 წელს, ირაკლი ქორიძე მაშინ დაიჭირეს, როცა ახალნამშობიარევი მეუღლე კლინიკიდან შვილთან ერთად გამოყავდა. მაშინ ნარკოდანაშაულის სკანდალში კატასტროფის სამედიცინო ცენტრიც გაეხვა. ბრალდებული ირაკლი ქორიძე დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის ყოფილი დირექტორი იყო და მასთან ერთად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, მეტსახელად "ბახალას" ედებოდათ ჯგუფურ დანაშაულში ბრალი.

სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულმა ირაკლი ქორიძემ ექიმი მამის რეანომობილი გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა. ოფიციალური ბრალი საკმაოდ მძიმე იყო და თითქოს მტკიცებულებებით გაჯერებულიც.

ირაკლი ქორიძე სასამართლო პროცესზე

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მაშინ დიდი ხმაური ატყდა, რადგან გაირკვა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ირაკლი ქორიძე ციხიდან შეწყალებით ახალი გამოსული იყო. სწორედ ანალოგიური დანაშაულისთვის საკმაოდ დიდი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა მალევე გამოვიდა ციხიდან, ამის გამო მაშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებდნენ და არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა. გავრცელდა მაშინ ინფორმაცია, რომ ქორიძე მაკა ჩიჩუას ბიძაშვილის ყოფილი მეუღლე იყო და ვარაუდობდნენ, რომ პრეზიდენტმა ქორიძე სწორედ ამ მოტივით შეიწყალა.

ახალ საქმესთან დაკავშრებით ქორიძეს მოსამართლემ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქორიძე დანაშაულს არ აღიარებდა. მისი ადვოკატი პირველივე წუთებიდან ირწმუნებოდა, რომ ქორიძე უდანაშაულო იყო და მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობდა, თუმცა ეს განაჩენი მეორე ინსტანციის სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ირაკლი ქორიძის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი:

- უზენაესმა სასამართლომ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ გამამართლებელი განაჩენი მივიღეთ, თუმცა ბრალდებული ირაკლი ქორიძე გარდაცვლილია, მას 15 წელი უკანონოდ ჰქონდა მისჯილი.

ალბათ გახსოვთ ეს ხმაურიანი საქმე, პირველად რეანიმობილის მძღოლი ჯაბა ხულორდავა დააკავეს. მას მანქანაში დიდი ოდენობით სუბოტექსი აღმოუჩინეს. დაკავებულმა თქვა, რომ ეს ნარკოტიკი ეკუთვნოდა "ბახალას" და ირაკლი ქორიძეს. მეორე დღეს "ბახალა" ტაქსით მგზავრობდა და ისიც ძალოვნებმა დააკავეს.

როგორც ვიცი, მას მაშინ ჩაუდეს ნარკოტიკები და ამისთვის იხდის სასჯელს. მაშინ ირაკლი ქორიძესთან არავინ მისულა, იმის მიუხედავად, რომ საქმეში იყო ხულორდავას ჩვენება. ქორიძე არც კი დაუკითხავთ. გამოძიების დროს ჩვენება შეცვალა ხულორდავამ და თქვა, რომ მისგან ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად იყო მიღებული, მაგრამ მოგვიანებით მას საპროცესო გაუფორმდა და ისევ ამხილა გიორგი გიორგანაშვილი და ირაკლი ქორიძე. მათი დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, ირაკლი ქორიძე დააკავეს და "ბახალას" მსგავსად მასაც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით ბრალი წაუყენეს.

ირაკლი ქორიძეს კი 15 წელი მიუსაჯეს. ეს განაჩენი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვასაბუთებდით არგუმენტირებულად, რატომ არ უნდა ეცნოთ დამნაშავედ სასამართლოს ქორიძე. გიორგანაშვილი გამართლებული იყო და ავტომატურად გამოდიოდა, რომ ეს არ იყო ჯგუფური დანაშაული. ვამტკიცებდით, რომ ეს კვალიფიკაცია მოსახსნელი იყო და რომ დანაშაული მარტო ჰქონდა ჩადენილი ხულორდავას.

გვქონდა ამის დამამტკიცებელი სამართლებრივი არგუმენტებიც. ერთი არგუმენტი იყო მოწმეების ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობები, ასევე ის, რომ წელიწადნახევარი არც კი გამოკითხეს ამ საქმეზე ქორიძე, აშკარად ჩანდა, საქმე თეთრი ძაფით იყო ნაკერი, მაგრამ ჩვენი დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, აპელაციამაც ძალაში დატოვა ეს განაჩენი, ამის შემდეგ წავედით უზენაესში.

4-წლიანი ბრძოლის შემდეგ მოვიგეთ ეს საქმე. ეს არის სერიოზული პრეცედენტი, გაზიარებული აქვს პალატას დაცვის მხარის მოსაზრებები, რომ ეს ბრალდება არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. მხოლოდ ხულორდავას ჩვენება არის საქმეში ძირითადი, პირდაპირი მტკიცებულება, მარტო ის ადებს ხელს და ეს არ არის საკმარისი, სხვა ყველაფერი არის ირიბი ჩვენება და არ არის უტყუარი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობაო.

- ამ განაჩენის შემდეგ შეუძლია ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დააყენოს და კომპენსაცია მოითხოვოს? თუ რადგან იარაღის ნაწილში განაჩენი არ შეცვლილა, ამას ვერ შეძლებენ

- შეუძლია ოჯახმა ამაზე იდავოს, რადგან ძირითადი აქცენტი ამ მძიმე ბრალდებაზე იყო. იარაღზე საერთოდ ხმა არ ამომიღია უზენაესში, არც გვიდავია და არც გაგვიმახვილებია ყურადღება. ირაკლი ქორიძეს სამი შვილი ყავს, რომ დააკავეს ახალშობილი იყო მისი პატარა. შვილები ეზრდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი უდანაშაულობის დამტკიცება ამ უმძიმეს ბრალდებაში. ძალიან განიცდიდა ოჯახი. მამამისი, თემურ ქორიძე გადაყვა ამ ბრალდებაზე დარდს, დედა ძალიან განიცდიდა. ალბათ ვიდავებთ მორალური ზიანისთვისაც. შევუთანხმდები ოჯახს. ახლა 4 წლის შემდეგ განაჩენით დამტკიცდა ირაკლი ქორიძის უდანაშაულობა და რომ ამდენი ტალახი ტყუილად გვესროლეს.

- მისი ქონება დაყადაღებული იყო, ამ კუთხით რა მოხდება?

- ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს განაჩენი. მის უძრავ ქონებას მაშინ დაადეს ყადაღა და ცალკე საქმე აღძრეს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან გვაქვს საქმეო. ჩათვალეს, რომ ეს არის ნარკოტიკებიდან შემოსული თანხით შეძენილი ქონება. არადა კრედიტით იყო შეძენილი. ამ განაჩენის შემდეგ ქონებას ყადაღა მოეხსნება და დაუბრუნება ოჯახს. სამწუხაროდ, ამას თავად ბრალდებული ვერ მოესწრო. ის საშინლად განიცდიდა ამ ბრალს. ბავშვებზე, მეუღლეზე და დედაზე ნერვიულობდა. ნერვიულობის ფონზე გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირველად რომ დაიჭირეს, მაშინ თავში ურტყეს და შემდეგ თავში სიმსივნე განუვითარდა, ციხეში გარდაიცვალა.

- "ბახალა" ისევ ციხეშია დღეს?

- გიორგანაშვილი როგორც ვიცი, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.