სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
როგორც აღვნიშნეთ, Z რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა - რუსულ სამხედრო ტექნიკას სწორედ Z აწერია, ხოლო ადამიანები, რომლებიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარს უჭერენ, სოციალურ ქსელში მხარდაჭერის გამოსახატად სწორედ Z-ის ფოტოს აქვეყნებენ.
"ლუი ვიტონის“ მიერ სამკაულების ახალ კოლექციაში Z-ის გამოყენებამ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ადამიანები მწვავედ აკრიტიკებენ კოლექციის ავტორებს.
საერთოდ ახალ ამბებს ეცნობით? საინტერესოა, როგორი იქნება გაყიდვები.
სირცხვილია
ვერ ვიჯერებ, რომ ასე იქცევით.
როცა ამ ფოტოებს შეხედავთ, ყოველთვის გაიხსენეთ უკრაინა.
მოდა ვერ იქნება ომის მიღმა და რასაც აკეთებთ, სირცხვილია.
თუ არ იცით, გასწავლით, რომ ეს ომის და აგრესიის სიმბოლოა, - წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ "ლუი ვიტონი“ წლებია, რაც სამკაულებში Z სიმბოლოს თაობა Z-ის აღსანიშნად იყენებს ხოლმე და მოდის კრიტიკოსთა შეფასებით, სავარაუდოდ, ახლაც ძველი ხაზის გაგრძელება გადაწყვიტეს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები "ვერ გაითვალისწინეს."
ფრანგული ბრენდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, რუსული ბაზარი დატოვა. მისი მფლობელი მილიარდერი ბერნარ არნოა, რომლის ვაჟის, ანტუან არნოს მეუღლე პოპულარული რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვაა.
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო
ანტუან არნო "ლუი ვიტონის“ კომუნიკაციების მენეჯერია. მან ვოდიანოვასთან რომანტიკული ურთიერთობა 2011 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნატალია თავის პირველ ქმარს ჯასტინ პორტმანს დაშორდა. მოდელს ხუთი შვილი ჰყავს. მათ შორის, 3 პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი - ანტუან არნოსთან თანაცხოვრებიდან.
საზოგადოების კრიტიკის ობიექტია ბოლო დღეებში ნატალია ვოდიანოვაც. საზოგადოება მისგან მოითხოვს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა გამოხატოს.
ბოლოს პოსტი მოდელს "ინსტაგრამზე“ 25 თებერვალს აქვს გამოქვეყნებული და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ის არა ომს, არამედ "კონფლიქტს" უწოდებს.
“როგორც დედას, მაწუხებს და ჩემი გული იმ დედებთანაა, რომლებიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო იტანჯებიან და ყველა იმ ადამიანთანაა, რომლებიც დაზარალდნენ ამ კონფლიქტით. კონფლიქტის ყველაზე დიდი ტვირთის ტარება ქალებს მოუწევთ და მე მინდა, რომ მათ იცოდნენ, არ არიან მარტო. მარტო მე ვერ დავეხმარები, მაგრამ ერთად, როგორც საზოგადოებას, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მე ჩამოვთვლი ორგანიზაციებს, სადაც შეგიძლიათ შემოწირულობები გაიღოთ“, - წერს ნატალია ვოდიანოვა.
აღნიშნული პოსტის გამო ვოდიანოვა ბევრმა გააკრიტიკა.
"ეს კონფლიქტი არ არის, ეს რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ და რუსი სამხედროები ახლა უკრაინაში ადამიანებს კლავენ.“
"ნატალია, სჯობდა საერთოდ არაფერი დაგეწერა, მართლა ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ "კონფლიქტია“? და ასე იქცევი მაშინ, როცა შესაძლებლობა გაქვს, დამოუკიდებელ მედიას გაეცნო და ნახო რას აკეთებს რუსეთი სინამდვილეში.“
"საშინლად იმედგაცრუებული ვარ ამ პოსტით. ეს არის სრულფასოვანი ომი და არა „კონფლიქტი“, თქვენი მთავრობა მშვიდობიან ქვეყანას ბომბავს", - წერენ ვოდიანოვას პოსტის კომენტარებში.
.აღსანიშნავია, რომ "ლუი ვიტონი“ წლებია, რაც სამკაულებში Z სიმბოლოს თაობა Z-ის აღსანიშნად იყენებს ხოლმეო, წერია, ანუ არანაირი სხვა დატვირთვა ამ ასოს არა აქვს... ამასთან, ვერ მესმის, რა მარაზმია ანბანის ასოებთან ბრძოლა, ჩემთვის მაგალითად ეს ნიშანი ფილმ ზოროსთან ასოცირდება და ვერანაირი ომი ვერ შემაცვლევინებს აზრს, ამ ლოგიკით ანბანიდანაც ამოიღონ ეს ასო ბარემ...
Z სიმბოლო "ლუი ვიტონის" ახალ კოლექციაში - რატომ აკრიტიკებს საზოგადოება ფრანგულ ბრენდსა და მისი მფლობელის რუს რძალს, მოდელ ნატალია ვოდიანოვას
ფრანგული ბრენდი Louis Vuitton საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის ფონზე, ბრენდმა გამოუშვა სამკაულების ახალი კოლექცია, სადაც გამოყენებულია Z სიმბოლო - სიმბოლო, რომელიც რუსული აგრესიის ნიშანი გახდა.
"ლუი ვიტონის" სამკაულების ახალი კოლექციის ერთ-ერთი სახე მოდელი ალისია ვიქანდერია. “ლუი ვიტონის" სამკაულების კოლექციის გრაფიკული გამოსახულება, აღმოაჩინეთ ახალი კამპანია ალისია ვიქანდერთან ერთად“ - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც აღვნიშნეთ, Z რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა - რუსულ სამხედრო ტექნიკას სწორედ Z აწერია, ხოლო ადამიანები, რომლებიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარს უჭერენ, სოციალურ ქსელში მხარდაჭერის გამოსახატად სწორედ Z-ის ფოტოს აქვეყნებენ.
"ლუი ვიტონის“ მიერ სამკაულების ახალ კოლექციაში Z-ის გამოყენებამ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ადამიანები მწვავედ აკრიტიკებენ კოლექციის ავტორებს.
საერთოდ ახალ ამბებს ეცნობით? საინტერესოა, როგორი იქნება გაყიდვები.
სირცხვილია
ვერ ვიჯერებ, რომ ასე იქცევით.
როცა ამ ფოტოებს შეხედავთ, ყოველთვის გაიხსენეთ უკრაინა.
მოდა ვერ იქნება ომის მიღმა და რასაც აკეთებთ, სირცხვილია.
თუ არ იცით, გასწავლით, რომ ეს ომის და აგრესიის სიმბოლოა, - წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ "ლუი ვიტონი“ წლებია, რაც სამკაულებში Z სიმბოლოს თაობა Z-ის აღსანიშნად იყენებს ხოლმე და მოდის კრიტიკოსთა შეფასებით, სავარაუდოდ, ახლაც ძველი ხაზის გაგრძელება გადაწყვიტეს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები "ვერ გაითვალისწინეს."
ფრანგული ბრენდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, რუსული ბაზარი დატოვა. მისი მფლობელი მილიარდერი ბერნარ არნოა, რომლის ვაჟის, ანტუან არნოს მეუღლე პოპულარული რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვაა.
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო
ანტუან არნო "ლუი ვიტონის“ კომუნიკაციების მენეჯერია. მან ვოდიანოვასთან რომანტიკული ურთიერთობა 2011 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნატალია თავის პირველ ქმარს ჯასტინ პორტმანს დაშორდა. მოდელს ხუთი შვილი ჰყავს. მათ შორის, 3 პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი - ანტუან არნოსთან თანაცხოვრებიდან.
საზოგადოების კრიტიკის ობიექტია ბოლო დღეებში ნატალია ვოდიანოვაც. საზოგადოება მისგან მოითხოვს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა გამოხატოს.
ბოლოს პოსტი მოდელს "ინსტაგრამზე“ 25 თებერვალს აქვს გამოქვეყნებული და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ის არა ომს, არამედ "კონფლიქტს" უწოდებს.
“როგორც დედას, მაწუხებს და ჩემი გული იმ დედებთანაა, რომლებიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო იტანჯებიან და ყველა იმ ადამიანთანაა, რომლებიც დაზარალდნენ ამ კონფლიქტით. კონფლიქტის ყველაზე დიდი ტვირთის ტარება ქალებს მოუწევთ და მე მინდა, რომ მათ იცოდნენ, არ არიან მარტო. მარტო მე ვერ დავეხმარები, მაგრამ ერთად, როგორც საზოგადოებას, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მე ჩამოვთვლი ორგანიზაციებს, სადაც შეგიძლიათ შემოწირულობები გაიღოთ“, - წერს ნატალია ვოდიანოვა.
აღნიშნული პოსტის გამო ვოდიანოვა ბევრმა გააკრიტიკა.
"ეს კონფლიქტი არ არის, ეს რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ და რუსი სამხედროები ახლა უკრაინაში ადამიანებს კლავენ.“
"ნატალია, სჯობდა საერთოდ არაფერი დაგეწერა, მართლა ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ "კონფლიქტია“? და ასე იქცევი მაშინ, როცა შესაძლებლობა გაქვს, დამოუკიდებელ მედიას გაეცნო და ნახო რას აკეთებს რუსეთი სინამდვილეში.“
"საშინლად იმედგაცრუებული ვარ ამ პოსტით. ეს არის სრულფასოვანი ომი და არა „კონფლიქტი“, თქვენი მთავრობა მშვიდობიან ქვეყანას ბომბავს", - წერენ ვოდიანოვას პოსტის კომენტარებში.
.აღსანიშნავია, რომ "ლუი ვიტონი“ წლებია, რაც სამკაულებში Z სიმბოლოს თაობა Z-ის აღსანიშნად იყენებს ხოლმეო, წერია, ანუ არანაირი სხვა დატვირთვა ამ ასოს არა აქვს... ამასთან, ვერ მესმის, რა მარაზმია ანბანის ასოებთან ბრძოლა, ჩემთვის მაგალითად ეს ნიშანი ფილმ ზოროსთან ასოცირდება და ვერანაირი ომი ვერ შემაცვლევინებს აზრს, ამ ლოგიკით ანბანიდანაც ამოიღონ ეს ასო ბარემ...
Z ანბანის ბოლო ასოა.დასასრულს ნიშნავს. ასე,რომ პუტინმა თავისი და რუსეთის იმპერიის დასასრული ამცნო მსოფლიოს.